Tag Archives: დაბადების დღე

24

Surati-3521

ზუსტად 12 წლის წინ

გამარჯობა, მე ვარ Zurriuss.

ვარ 24 წლის.

მიყვარს შოკოლადი, დედა, მამა, ძმა, ნათესავები.

მყავს და მიყვარს მეგობრები.

დავიბადე გაგრაში, 1988 წ. ამ დღეს.

გავიზარდე ქუთაისში, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში.

ჩემი დაბ. დღე დიდი ხანია, აღარ მიყვარს. იმიტომ, რომ წელიწადის ამ დროს ჩემი მეგობრებიდან არავინ იყო ხოლმე ქალაქში. ყველა დასასვენებლად მიდიოდა და დაბ დღეზეც დიდი ბიძიები ქეიფობდნენ. სულ 1-2 ნორმალური და სასიამოვნო დაბ. დღე გადავიხადე, 2007-ის მერე კი მტკიცედ ვადგავარ გზას, აღარ ვიზეიმო ეს თარიღი.

ამ დაბ დღეს ჯარში მორიგეობისას შევხვდი და პირველი მილოცვებიც იქ მივიღე. აღმოვაჩინე, რომ ამ ტექსტივით გამშრალი და გაუცხოებული ვარ იმ შეგრძნებასთან, რასაც იუბილარობა ჰქვია. ან, შეიძლება, დაბ. დღე ჩემი კომპლექსი გახდა. არ ვიცი, მაგრამ რაც არის ეს არის.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად მიხარია ჩემი დაბ. დღე, რომლის ჩემს გემოზე  აღნიშვნის დროც, ალბათ, არასდროს დადგება. ასე რომ, ვიქნები ჩემთვის, წყნარად.

…. და ზუსტად პოსტის გამოქვეყნების ღილაკზე დაჭერამდე რამდენიმე წამით ადრე კარი ჩემმა მეგობრებმა შემოაღეს და საჩუქრად დაპირებული აუდიობოქსი მომიტანეს. მუსიკა გიყვარს და ჩვეულებირივი დინამიკებით ყური არ უნდა გაიფუჭოო…
სოოუუუ სვიიიიიიიიიიიიიიიით!
ბედნიერი ვარრრრრრ!!!

ვოტ ეტო ი დაბ დღე :D :D

Zurriuss 3 წლისაა!

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეტი გავიდა, მაგრამ არც 3 წელია ცოტა. დღეს Zurriuss სამი წლის გახდა და ყველაზე უფერული დაბ. დღე ექნება, როგორც მის ავტორს აქვს ხოლმე.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]

განვლილ 1 წელზე ძალიან მოკლედ ვიტყვი:

  • საკმაოდ აქტიურ ბლოგინგს ვეწეოდი, სანამ ჯარში აღმოვჩნდებოდი. მქონდა მაღალი აქტიურობა, ბევრი გამოხმაურება და, რაც მთავარია, ბევრი პოსტის იდეა.
  • დღესდღეობით აქტიურ ბლოგერად ვითვლები, მაგრამ, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ვერც წერას და ვერც სხვადასხვა ბლოგერული ღონისძიებების დასწრებას. ხან დრო არ მაქვს, ხან ძალა.
  • დასასრულისკენ მივექანები? არა, 8 თვეზე ნაკლები დამრჩა და სამხედრო სამსახურსაც მოვრჩები. მანამდე კი ვეცდები, ჩემს ბლოგს სიცოცხლე შევუნარჩუნო.

მენატრება:

  • საინტერესო თემების დაჭერა-გაანალიზება დაპოსტვა
  • დისკუსიები ჩემს პოსტებზე
  • ბლოგების კითხვა და მათთან დისკუსიებში ჩართვა
  • ბლოგ სხოდკები :)
  • სხვადასხვა აქციები ბლოგერებისთვის, რომლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი
  • ბლოგერული ცხოვრება, რომელსაც მალე დავიბრუნებ

ესეც ჩემი სულ სულ პირველი პოსტი, რომელიც 2009 წლის ამ დღეს გამოვაქვეყნე. ბლოგები ჯერ კიდევ 2008-ში მქონდა, მაგრამ ჩემი ბლოგერობის დასაწყისად სწორედ ამას მივიჩნევ. ამიტომ დღეს Zurriuss 3 წლის გახდა :)

პ.ს. როცა აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკმაოდ ბევრი ნახატი მექნება დაგროვილი, რაც გამოტოვებული ივენთების კომპენსაციად გამომადგება :)

ჩემი 23-ე საახალწლო პოსტი

ავტაპორტრეტ :)

ყოველი წლის ამ დროს მაინც ჯიუტად მგონია, რომ იქნებ კაცობრიობა შეცდა (თორემ აქამდე არ შემცდარა) და კალენდარის გამოანგარიშებაში შეცდომა დაუშვა? იქნებ 20 ივლისი დღეს უკვე სხვა დღე ჰგონიათ და ნამდვილი 20 ივლისი კარგა ხნის წინათ დაიკარგა? როგორც უნდა იყოს, ზუსტად (თუ არაზუსტად) 23 წლის წინ გაგრის #1 საავადმყოფოში ჩემი საათი ჩაირთო, რომლის წიკწიკი ნელ-ნელა გაუთავებელ ყვირილად გადაიქცა და ახლა ბევრს აწუხებს :)

Continue reading

როცა 2-ის გავხდი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • როცა 2-ის გავხდი, სულაც არ მიფიქრია ამაზე
  • როცა 2-ის გავხდი, ქაქი ზუსტად ისე ყარდა, როგორც მანამდე
  • როცა 2-ის გავხდი, გაუცნობიერებლად ვიფიქრე, რისი გაუმჯობესება შეიძლება
  • როცა 2-ის გავხდი, რას უნდა მოელოდეთ, დაბადების დღეები ორიგინალურობას ჭამს
  • როცა 2-ის გავხდი, წავედი ჯეპრაში, მერე ჯიპაში, მერე ლანდიშა ვნახე, მერე შალვა, მერე სახლი, მერე სტატია, მერე “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, მერე ძილი
  • ….და ერთი დღის დაგვიანებით გამახსენდა საკუთარი ბლოგის დაბადების დღე Continue reading

Happy Birthday, VERDI!

როცა მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანეს, უთხრეს, მუსიკის შეგრძნება არ გაგაჩნიაო. გავიდა დრო და იგივე სასწავლებელი მის სიცოცხლეშივე ითხოვდა ვერდის სახელის მინიჭებას…

Continue reading

ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

სამწუხაროდ, არც პეტრარკას ვიცნობდი ეგრე კარგად და არც ასლან აბაშიძეს, რომ მათზე დავწერო. ასე რომ, ზურია, მოდი აქ.

… ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

გავკეთილდი? სახელი მომემატა თუ ქონება? არც ტენორის საოცნებო ხმას ამოუხეთქავს ჩემში. აჰა და ვინმემ მითხრას კიდევ, საოცრებები ხდებაო. არადა, რაც მე მაგათი მჯეროდა… Continue reading

Zurriuss 1წლისაა!

Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ :)

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის ;)

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია :) გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ :) :) :)

GE–ვირგვინი

GE-ვირგვინს დაიდგამს მონა ბლოგისა Zurriuss…

ადრე მიუღწეველ ოცნებად წარმომედგინა GE დომენი. ადრე რა, როცა მის მნიშვნელობას მივხვდი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გახდება zurriuss.wordpress.com  ZURRIUSS.GE! :D

მინდა, კარგად გავაშალაშინო ბლოგი, დავფერთხო ზოგიერთი რამ და გავამდიდრო სხვადასხვა ინფორმაციით. მოკლედ, Zurriuss–ის დრო დადგა :)

ამაში ლანდიშა დამეხმარება და, თუ კიდევ არ დაეძინა, წამიყვანს ერთ–ორ ადგილას, სადაც ჩემს ბლოგს GE–ვირგვინს დაადგამენ და კანონიერ zurriuss.ge–დ გამოაცხადებენ.

4 თებერვალს Zurriuss (ჩემი მეოთხე და ყველაზე წარმატებული ბლოგი)  ერთი წლის ხდება. ყველაფერი ამის გაკეთება სწორედ ამ დღისთვის განვიზრახე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბლოგერები გარკვეული დროით უნდა დაფიქრდნენ და გადააფასონ: არის თუ არა ბლოგი მათს ცხოვებაში იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი დროის დიდი ნაწილი დაუთმონ მას? ჩემს შემთხვევაში ბლოგი თითქმის ჩემი მეორე ცხოვრებაა.

უამრავი საქმისა და მოუცლელობის პირობებშიც ვახერხებ, წავიკითხო ბლოგები და ჩემსაზეც ვპოსტო. კარგია, რომ ყველგან, სადაც ვიმყოფები, კომპიუტერზე ხელი მიმიწვდება. ბოლო დროს ჩემი პოსტების იდეა სხვაგან იბადება, ტექსტის ნაწილი ერთგან იწერება და ბოლო – მეორეგან :)

ასე რომ, თუ კორონაცია მშვიდობით ჩაივლის, 4 თებერვლიდან Zurriuss.Ge გავხდები. ჰოდა ველი მოლოცვებს :D რომ არა თქვენ და თქვენი აქტიურობა, მე ამაზე პრეტენზიაც არ მექნებოდა. ასე რომ დიიიდი მადლობა თქვენ ;)

86–ე დაბადების დღე

აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე, დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ. ის მამშვიდებს, რომ არ დამვიწყებია და, იმედი მაქვს, არც არასდროს დამავიწყდება.

დღეს ჩემი მუზის, მუსიკის ქალღმერთის, მარია კალასის დაბადების დღეა.

იგი დღეს დაიბადა, 1923 წლის 2 დეკემბერს. 54 წლის შემდეგ, 1977 წლის 16 სექტემბერს, მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერის დიდება მასში 1965 წელს ჩაქრა, როცა კალასმა ხმა დაკარგა.

მარია 2003 წლის 30 მარტს გავიცანი რუსთავი 2–ზე. ფრანკო ძეფირელის “კალასი სამუდამოდ” გადიოდა და, ბედად, გადავწყვიტე, ეს ფილმი ჩამეწერა. ისე გამიტაცა ამ ქალის ცხოვრებამ, ბედმა, ხმამ, რომ ნელ–ნელა იგი ჩემში შემოვიდა. კალასმა ჩემში ის გააჩინა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: მისი დახმარებით აღმოვაჩინე ოპერის სამყარო, რომლის შესახებ აზრზეც არ ვიყავი. ერთხელ, როდესაც იგივე ფილმი გადიოდა, ოღონდ ცოტათი უფრო ადრე, დედაჩემს ვკითხე: “ვინ არის კალასი, ლა სკალას თეატრი რომ დააარსა?” :) ამ დონეზე მესმოდა ყველაფრის.

…ხოლო ფანი არდანი ისე ჰგავდა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ კალასის სურათს…

რაღა დავწერო, ახალი რაღა ვთქვა. ჩემი ნახატების შინაარსის დიდი ნაწილი მისი ხმის, მისი სახის, თვალებისა და ხელების შთაგონებით არის  ნაკარნახევი.

დღესაც ავტობუსში მის “Casta Diva”–ს ვუსმენდი.

ბედნიერი ვარ, რომ ოპერის გასაღები სწორედ მარია კალასმა მაპოვნინა. მომღერალმა, რომელიც ყოველ ჯერზე სცენაზე ისე გამოდიოდა, თითქოს, ეს მისთვის უკანასკნელად ყოფილიყო.

მოკლედ, დღეს კასტა დივას, ოპერის უბიწო ქალწულის, დაბადების დღეა.

Happy 20+1 :)

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გადმოცემის თანახმად, 21 წლის წინ რომ 20 ივლისი იყო, მაშინ დავბადებულვარ. 1988 წლის ერთ-ერთი ცხელი ოთხშაბათი იდგა. დილით გაგრის ერთ-ერთ სახლში დედაჩემს მუცელი ატკივდა. მამამ და ბებიამ ერთად გააქანეს გაგრის ერთადერთ სამშობიარო სახლში. როგორც დედაჩემი აცხადებს, ბატონ გეგეჭკორმა მამშობიარა, 2 საათში მოვრჩიო. 10:30-ზე მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ერთი დეგენერატით მეტის ატანა მოუწევდა :P თურმე მამა ძალიან ნერვიულობდა. ისე, რომ თვალში სისხლიც კი ჩაექცა :D მერე იქვე, სამშობიაროში, ვერცხლის გრეხილი ძეწკვი იპოვა… :P ამ დროს ქუთაისში ბაბუაჩემმა სანადირო თოფი გაისროლა… :D
მოკლედ, ასე ზარ-ზეიმით გამოვძვერი მსოფლიოს ასაწიოკებლად :D
…დღეს მოღრუბლულია. უკვე იწვიმა. 20 ივლისს ასე არ ჩვევია, მაგრამ, ბოლო 4 წელია, ასე ხდება. არ მჯერა მაგიური გარდაქმნების და იმის, რომ ადამიანი თავის დაბადების დღეზე იზრდება და ჭკვიანდება. მიუხედავად ამისა, რატომღაც უკვე აღარ ვარ საკუტარი დაბ. დღით აჟიტირებული. წინა წლებში, უფრო სწორედ, აქამდე სულ გულისფანცქალით და შინაგანი სიხარულით ველოდებოდი, კიდევ ვინ მომილოცავდა. მეგონა წელიწადში ერთი დღე მე მეკუთვნოდა და ამ დღეს ყველა თითქმის ვალდებული იყო, მოელოცა.
ახლა ასე აღარ არის, რაც, ალბათ, იმის დადასტურებაა, რომ ბავშვობა გავიდა. გათენდა, მომილოცეს და მერე რა? :) მიხარია, რომ დღეს რეალისტურად ვუყურებ ცხოვრებას. ბევრნაირი შინაგან-გარეგანი ტრანსფორმაცია განვიცადე და ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ზრდასრულ ადამიანად ვყალიბდები. მოლოცვებს დამანჭული სიხარულიტ კი არა, მადლობელი და საქმიანი იერით ვპასუხობ და რავი… მგონი, მართლა ახალი ეტაპი დამეწყო, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება არც 21-ე 20 ივლისს და არც რაიმე ეგეთს.
მიუხედავად ამისა, ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო ჩემი ახლანდელი მინირევოლუციური განცდა, ვამბობ, რომ 20+1-ის ვარ :)