Tag Archives: გოგრა

ჩემი პირველი ჰელოუინი

 

ჰელოუინის შესახებ ძალიან გვიან გავიგე, ბეტმენის ერთ-ერთ ფილმში, როცა ორსახა და ენიგმა ბრიუს უეინის სასახლეში სწორედ ჰელოუინის კოსტიუმებში გამოწყობილები შეიჭრებიან…

მას შემდეგ მინდოდა ამ ზღაპარ-დღესასწაულის აღნიშვნა. ღამურები, გოგრები, კუდიანები… ძალიან მაგარი გასართობია. “ჰარი პოტერის” კითხვის მერე მტკიცედ გადავწყვიტე, წელიწადში ერთხელ მეც ჩამედინა საჰელოუინო რაღაც და აი, შედეგიც:

Continue reading

საჩორკნი ჰელოუინისათვის

როცა თქვენი ბლოგის ან ფბ-ის კომენტარების სიაში Zurriuss-ის ნააზრევს ვერ იპოვით, შეიძლება, დაფიქრდეთ, რა მოუვიდა ამ ადამიანს. სამწუხაროდ, არაფერი. ისევ ჯიპა, ისევ კამერით სირბილი ფრანგ ლექტორებთან ერთად. ბლოგერების მე-6 ექსკურსია ჩემი პლეერისათვის სავედისწერო აღმოჩნდა და ერთ-ერთ ბორცვზე დარჩა. წვიმის წყალს, ალბათ, მოღებული ექნება ბოლო.

კლასიკური მუსიკის უწყვეტი ნაკადის შეწყვეტის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, კითხვის ახალი სუნთქვა გამეხსნა და “ჰარი პოტერს” ვეცი. ჯერ მე ვეცი და მერე ის მეცა. გადავდე კომპიუტერი, ზედმეტი წანწალი. ვზივარ და ვკითხულობ. “ცხოველების ფერმაც” გადავსანსლე უკვე და მიხარია, რომ ჩემი საკუთარი რეკორდიც დავამყარე.

Continue reading