Tag Archives: გარეგნობა

ოლივია ჰასი

ცოტა ხნის წინ მე და მამაჩემი ამ ქალზე ვსაუბრობდით. მითხრა, მაგარი შეცვლილია და “დამახინჯებულიაო”. ყბა წაწვეტებული აქვს და ტუჩები გაცვეთილიო. გეცნობათ?

არა, ხომ? მინიშნება: მისი წარსული მის უკან კიდია.

Continue reading

ფოტოეიფორია

მანგლისში მოგზაურობამ ძველი საკუთარი თავი გამახსენა. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტში ახალი მოწყობილი ვარ და აკვარელითა და ზეთიანებით ხატვაზე თავი კარგა ხანია ხელი მაქვს დანებებული.

ყოველ დღე ვაკვირდებოდი ცვლილებებს სახეზე: ცხვირი უფრო დიდდებოდა და გვერდით იხრებოდა, თვალებიც წვრილდებოდა, პირისახე – გრძელდებოდა, გამონაყარი ნელ-ნელა  უფერულდებოდა, წვერი უფრო ხშირად, ღერები კი უფრო ახლო-ახლო ამოდიოდა. ამას სახიათის ცვლილებებიც დაემატა, გაქრა იმფანტილიზმი, ოცნებებით აზროვნება, გამოგონილი სამყაროს პრიორიტეტი რეალურზე და ჩემი სამწერლობო კარიერა.

იმ მოგზაურობამ კი ყოველივე ეს დროებით დამიბრუნა. შემახსენა, თუ რა მახარებდა, რა მახალისებდა, რა მადარდიანებდა და, საერთოდ, რაზე როგორი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისევ ის აუტანელი ზურა ვიყავი, ფოტოებმა მაინც ძველი სახე მიჩვენეს.

ფოტოეიფორია ნოსტალგიას მივაწერე. ვიცი, რომ იმ საკუთარ თავთან სიბერემდე არ დავბრუნდები, ხოლო როცა ძვირადღირებული და მოგზაურობისაგან კუთხეებგაცრეცილი ჩემოდნებით მივადგები, ისევე თბილად შემხვდება, როგორც მე ვხვდებოდი ყოველგვარს სულიერს.

მითხრეს, არასტანდარტული სახის ნაკვთები გაქვსო - მიხარია, რომ ასეა

Continue reading

პიარი და ასრულებული ოცნება

ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან ;)

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით :)

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? :D მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც ;)

http://www.youtube.com/watch?v=9lp0IWv8QZY

http://www.youtube.com/watch?v=rie5CXVD7e8

ჩალურჯებული თვალი ანუ “ნეტა იმ დროს…”

928311072_eb3e1666bd_oმას შემდეგ, რაც მთვარე ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსანახულებლად გაემგზავრა და მზემ კი საჩვენოს მოიხედა, გავიღვიძე!… ჰოი, გათენდა დღე ნათელი და მშვენიერი. ვინაიდან კომპიუტერთან ფანჯარა მაქვს (თუ ფანჯარასთან მაქვს კომპიუტერი), ხოლო მზე კი ძალიან მიჭყიტინებს, ფარდა ჩამოვაფარე. ბლოგების კითხვას შევუდექი და როცა Dreamar–იც ჩავამთავრე, შიმშილის გრძნობამ შემიპყრო. ჩავედი მაღაზიაში, რომ სპაგეტი მეყიდა და ჩემი რეცეპტით მომემზადებინა. მაღაზიაში გამყიდველ ქალბატონს მოვკარი თვალი, რომელიც ორი დღის წინ დაეცა, ხელი გაიწაკრა და თვალი ჩაილურჯა. ეს ყველაფერი კი ჩემ თვალწინ მოხდა. მსუბუქად შემომისაყვედურა, რატომ აქამდე არ ჩამოხვედი და ჩემი ამბავი არ იკითხეო. მეც ვუპასუხე, რომ ბებიაჩემმა ხომ მოგიკითხათ-მეთქი, მე კი არ მეცალა მაღაზიაში ჩამოსასვლელად გამოცდების გამო-თქო… მერე კიდევ ვისაუბრეთ და ის-ის იყო, უკან ვბრუნდებოდი, დამწუხრებულ ქალბატონს დასამშვიდებლად ვუთხარი: “თქვენი ინციდენტი, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, გამართლებულია. გავა დრო და ამასაც კარგად გაიხსენებთ”. ეწყინა! ეს როგორ მითხარიო. რა დამშვიდება ეს იყოო. მეც ვეღარ გავიგე, მეხუმრებოდა თუ არა. ოჰ, ეს კირჩხიბები! როგორ ვტყუვდებით ხოლმე… მოკლედ, პირი დამრჩა ღია. ვერაფრით გავაგებინე, რომ ორიგინალურად ვეცადე მის დამშვიდებას და ამოვედი ასე პირდაღებული. გზად ბინისაკენ ყოველივე ეს პოსტა გარდავქმენი და სირბილ-სიხარულით ამოვირბინე საფეხურები. ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერ, სამზარეულოში კი სპაგეტი იხარშება, ვფიქრობ, მომავალში ხომ მაინც ყველაფერს _ ცუდსაც და კარგსაც, _ კარგად გავიხსენებთ. მაინც ვამბობთ, “ნეტა იმ დროს…” ჰოდა მაშინ აწმყოში, როცა გვიჭირს, ამით მაინც დავიმშვიდოთ თავი, რომ ახლანდელი ცუდი მომავალში კარგად მოგვაგონდება :) P.S. ძილის წინ –ს მიღება დავიწყე და დღეს უკვე ნერვები არ მომშლია. მგონი, ვწყნარდები და ვუბრუნდები ჩემს შინაგან და გარეგან სიმშვიდეს ;)

ნიჭი თუ გარეგნობა?

დღესმსოფლიოს გარეგნობა მართავს. ნიჭი და გარეგანი მომხიბვლელობა (დღეს – სექსუალურობა) საკმაოდ დაუახლოვდა ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ ერთმანეთის ალტერნატივადაც კი იქცა. ამჟამად იშვიათია, ელა ფიცჯერალდის ხმის მქონე ადამიანი გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, თუ მას ელასივე გარეგნობა აქვს. ვისაც რაიმე ფანტასტიკური ნიჭი აღმოაჩნდება და ძალიან სურს შოუბიზნესში სოლიდური ადგილის დამკვიდრება, იძულებულია, лечь под ножом… :(

michael jackson 1ამერიკელი ხალხის sex-კერპი (თუ ex-კერპი) მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდების ცდუნებას ემსხვერპლა. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარდა დიდი გამოკითხვა, “როგორი უნდა იყოს ამერიკელი ერის გმირი”. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი კარგად უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, იყოს სექსუალური, მოქნილი, ენერგიული, მიმზიდველი გარეგნობის… ჯექსონს ყველაფერი ჰქონდა, გარდა ხალხისათვის მიმზიდველი გარეგნობისა, ამიტომაც მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. როგორც შეიცვალა, რა სიმაღლეებს მიაღწია და რა მდგომარეობაშია ახლა, ეს ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ფაქტი აღიარებულია პლასტიკური ქირურგიის შეცდომად, მსოფლიოში კიდევ ბევრი აგრძელებს თავის ამგვარ დამახინჯებას. შედეგები კი სავალალოა.

კიდევ ბევრი სხვა მსჯელობიდან გამომდინარე, რომლითაც აქ თავს არ შეგაწყენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი არაჰოლივუდური ან, სერთოდ, არასიმპათიური გარეგნობის მქონე ნიჭიერი ადამიანი, გაპიარების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტელეგენური და შოუს სტანდარტების შესაფერისი გახდეს, დამახინჯების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. 2009 წლის 11 აპრილს, ცნობილ შოუში Britans Got Talent, 47 წლის მომღერალმა ქალმა სუზან ბოილმა, საოცარად ლამაზად შესრულებული სიმღერით, კონკურსი მოიგო. ქალბატონი სოფლიდან ბრძანდება და, თავისი ქცევებით, შორსაა დახვეწილობისა და კდემამოსილებისგან. თუმცა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.

ამ უსიმპატიურო ქალის წინააღმდეგ განწყობილი იყო მთელი დარბაზი, მანამ, სანამ სიუზან ბოილმა “I Dreamed A Dream” არ იმღერა. პირველივე ნოტებიდანვე მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა მოჯადოვებული გახდა მისი ხმითა და შესრულების სინაზით. სიმღერის შუა ნაწილში ხალხი ფეხზე წამოდგა, ბოლოში კი უკვე აღარავის აინტერესებდა მისი გარეგნობა…

როგორი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ კონკიას ისტორიას? შეიძლება თუ არა ეს ქალბატონიც “გადააკეთონ” VOGUE-სა და სხვა ჟურნალების გარეკანის მოთხოვნების შესაბამისად? აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, ეს ახლადაღმოჩენილი ტალანტიც გახდეს სილამაზის მსხვერპლი?…[youtube=http://www.youtube.com/watch?v=RxPZh4AnWyk]