Tag Archives: განათლება

როდის? თუ როგორ? ანუ ისტორიის სწავლება სკოლებში

VI-klსკოლაში ყველაზე ძალიან ისტორია მიყვარდა. კლასგარეშედ სულ ენციკლოპედიური სტატიებისა და ჟურნალების კითხვა მერჩივნა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის, რომელიც, იდეაში, სიყალბე იყო (დღემდე ასე ვთვლი). ვღიზიანდებოდი ცნობილ გამოთქმაზე, რომ “ისტორია ადვილია” – ზარმაცებს ჰგონიათ, ყველაფერი თარიღებისა და ომებში მოგება-წაგების დაზეპირებით იციან ყველაფერი. სკოლის დასრულებიდან კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ ისტორია ერთი დიდი კანონზომიერებაა და არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქვეყანასა თუ ადგილს, ყველას ისტორია ერთი დიდი სცენარის ნაწილია. სცენარისა, რომლის შესახებაც სკოლაში პრაქტიკულად არაფერი იციან. Continue reading

ერთი დღე განათლების კვირეულიდან

ჩვენი სტენდი

ს-უ-სხამ დილით (10 საათზე) Expo Georgia-საკენ გავვარდი, ჩემი “ხელსაწყოები” უნდა მომემზადებინა. განათლების კვირეულზე ჯიპა-ს წარდგენა მეც დამევალა. აქ იყო ბევრი, ძალიან ბევრი ინსტიტუტი, უნივერსიტეტი თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება. ფლაერები, პასტები, მაისურები, სტიკერები, სლოგანები, ბევრი ბეეეეევრი ფურცელი, ტკბილეული, ღიმილი, ორიგინალური გაფორმება და მუსიკა – ყველაფერი ეს დღეს იყო. Continue reading