Tag Archives: გამოცდები

შემწვარი კვერცხი კი არა და ვინმეს ახსოვს, სკოლაში რა ისწავლა?

ეს აზრი ირაკლისათვის კვერცხის შეწვის პროცესში ამეკვიატა და სათაურადაც ამიტომ გამოვიტანე. ირაკლი, ანუ მაი ბრაზერ, მე-12 კლასის მოსწავლეა და მოახლოებული ორმაგი გამოცდებისთვის ემზადება. სკოლის 8 და ოთხიც ეროვნულებისა. ანუ ინსტიტუტში მოსახვედრად მას ოთხჯერ მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ვიდრე მე – შორეულ 2005-ში. Continue reading

კბილებით დაცული 97 ქულა ანუ დაიკიდეთ დარბაზი ;)

0504-35 085-Lროგორც იქნა, გამოცდებს მოვრჩი და აწ დამტკიცებულად ძალმიძს, ვუწოდო თავსა თვისსა დიპლომირებული ბაკალავრი. მართალია, ჯერ არ ამიღია, და ერთ-ორ თვეს ვერც ავიღებ, მაგრამ ჩემია, სად გამექცევა :P
ბოლო და ყველაზე ნერვებისმომშლელი, რა თქმა უნდა, სადიპლომო ნაშრომის პრეზენტაცია-დაცვა იყო. ხომ გავწამდით და გავხოხდით ეს სტუდენტები! მრავალი პრობლემის გამო, ნაშრომი გვიან ჩავაბარეთ, მაგრამ გაგვიმართლა და ლმობიერი რეცენზენტი შეგვხვდა, რომელმაც ნაწვალები პროექტი მოგვიწონა და დაგვიფასა.
მოკლედ, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალის პროექტი: რის ვაივაგლახით მოვიძიეთ ინფორმაციები, გავერკვიეთ საკითხებში, ჩვენი ფანტაზიაც ჩავრთეთ და “ელიტ-კოქტეილიც” გამოვაცხვეთ :) შემდეგ, როგორც გაირკვა, ჟურნალის პირველი ნომერიც უნდა აგვეწყო. გადაგვიცივდა გული, მაგრამ რა უნდა გვექნა? ჯგუფის თითოეულ წევრს რამდენიმე ინტერვიუს გაკეთება მოგვიწია, რაც რამდენიმე რესპონდენტის “შეხუჭუჭებასა” და მერე დიქტოფონით ჩაწერილის გაშიფრვის დამღლელ პროცესს მოიცავდა. ჰოი, რა გაწამაწიაში ვიყავით! მაგარი ნერვებისწყვეტა გადავიტანეთ. ბოლო დღეებში, პირადად მე, ისე გავჭედე, რომ ყველას და ყველაფერს ვუღრენდი. ამიტომაც მომიწია Вечернее-ს აბების მიღებაVechernee_Biokor_60dr ძილის წინ. სხვათა შორის, მიშველა და ისევ შემაგნებინა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და, თანაც, ბრუნვადი :)
დაცვის დღეს საერთოდ არ ვნერვიულობდი. იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი მქონდა. სხვათა შორის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას საერთოდ არ ვღელავ. პირიქით, ძალიან მსიამოვნებს. არადა, ადრე სულაც არ იყო ასე. ხომ იცით, ტრადიციული “ვაი, ტექსტი არ დამავიწყდეს” და ა.შ… გასწავლოთ, როგორ უნდ დაძლიოთ ყოველივე ეს? :P
წარმოიდგინეთ, რომ დარბაზში, რომელშიც თქვენ გამოდიხართ, დებილი და უღირსი ხალხი ზის, რომელსაც თქვენ ერთი თითის აქნევითაც კი აჯობებთ. ჰოდა თქვენც ისე გადით მათთან შესახვედრად, ვითომ ამ ერთხელაც გინდათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცოთ, რომ უპრობლემოდ იმორჩილებთ მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაიკიდეთ დარბაზი! “დაიკიდე”-ს კი, რა თქმა უნდა, “მოგეშვება” მოჰყვება და დამშვიდებაც გარანტირებულია. ;)
რა თქმა უნდა, ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეგ არც იფიქროს ვინმემ. უბრალოდ, მე ერთი ექს-დარბაზისკომპლექსიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ამ შიშის დაძლევის თავისებური გზა იპოვა და ახლა თქვენ გიზიარებთ.
მოკლედ და კონკრეტულად, პრეზენტაცია უსაშველოდ გაგვიგრძელდა. უამრავი შეკითხვა დაგვაყარეს, რომელზეც დამაკმაყოფილებელი პასუხები გავეცით. ჩვენი პროექტიც დადებითად შეაფასეს და გვითხრეს, რომ მართლა რეალურია და მშვენივრადაც განხორციელდება, თუკი სპონსორს მოვიძიებთ. ისიც დასძინეს, რომ პროექტი უკეთესია, ვიდრე თვითონ აწყობილი ჟურნალი. ეს გასაგებიცაა, რადგან “ელიტ-კოქტეილის” პროექტში უფრო მეტი შესაძლებლობა და ვარიანტები გავითვალისწინეთ, თსუ-ს ბაზა კი, რა თქმა უნდა, ამდენის საშუალებას არ გვაძლევდა. მიუხედავად ამისა, რაღაცას მაინც დავამგვანეთ ჩვენი იდეები და ახლა კეთილი ინებეთ და გადაიკითხეთ :)

ჟურნალი “ელიტ-კოქტეილი” დიიიდი მადლობა ;)

P.S. ახლა ქეთი მელუას კონცერტს ვუყურებ და თუ ეგ გოგო შემიყვარდა, მერე რაღა მეშველება? ;( …