Tag Archives: ბუნება

მე-5 სეზონი

la_cinquieme_saison_port-folio

ადამიანებს აღარ გვჯერა, რომ ბუნებას სული გააჩნია. ეს უკვე აბსურდია, დიდი ხნის წინ გადაწყვეტილ-დამტკიცებული. ახლა ჩვენ აღარ გვესმის ხეების, მთების, წყლის, იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გარშემოა და, ალბათ, ამიტომ აღარ გვესმის ერთმანეთის.

 

la_cinquieme_saison_photo_2-f5a13

ქალაქში, როცა სიმწვანეს პლასტმასის დეკორატიული მცენარის როლი აკისრია, ვერასდროს შეიგრძნობ ბუნების ძახილს და, შესაბამისად, ვერც ვერასდროს გაიგებ, რეალურად რამხელა საფრთხის წინაშე ხარ.

Cinquième-saison-3

ფილმში მოქმედმა პირებმა „შესცოდეს“, რადგან ჩვეულ ადათ-წესებს უღალატეს. სასჯელმაც არ დააყოვნა. მდინარის მოტანილი მკვდარი თევზები, გადამხმარი ხეები, ჩამკვდარი სკები, ზაფხულში მოსული თოვლი. წელიწადის დროებმა აზრი დაკარგა, ისევე, როგორც ადამიანებმა – იმედი. ხოლო როგორ ვიქცევით უიმედობის დროს? უფრო სწორედ, რად ვიქცევით უიმედობის დროს? რა თქმა უნდა, ბრბოდ, რომელიც გამოსავალს მსხვერპლშეწირვაში ხედავს.

la_cinquieme_saison_photo_1-24061

„მე-5 სეზონი“ ჩვენი აწყმოს (და, შესაძლოა, მომავლის) ალეგორიაა გადმოცემული, რომელსაც ადამიანები ვქმნით. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით, თითქოს უფრო მეტს ვსწავლობთ და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. სწორედ ამ დროს დგება ავბედითი მე-5 სეზონი, როცა უკვე აღარაფერს აღარ აქვს აზრი. რამეთუ აღარაფერი აღარ არსებობს. სირაქლემების ფეხებით გათელილი წარსულის გარდა…

მოგზაურობა პრომეთეს მღვიმეში

ქუთაისში ყოფნისას პრომეთეს მღვიმე მოვინახულე, თუმცა ეს წინადადება განცდილის მეათასედსაც ვერ გადმოსცემს. ამიტომაც პატარა ვიდეოც გადავიღე, რათა ნახოთ და დამიჯეროთ, რომ საქართველოს ბუნებამ “ავატარი” 100 განზომილებაში გადაიღო :)