Tag Archives: ბორჯომი

რამდენიმე ყლუპი უცნობი თბილისი

“ასეთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჩრდილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი,” – გვეუბნება ერთი ძველი ქართული ფილმი, რომელიც სათამაშოებზეა. და მაინც, ვისაც ქალაქში, უფრო სწორედ, დედაქალაქში, გიწევთ დარჩენა, გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ აქაც გადასარევად დაისვენებთ: ამ პოსტში თბილისის რამდენიმე ისეთ დეტალზე გიამბობთ, რომელიც თითქოს კარგად ნაცნობ ქალაქს ხელახლა აღმოგაჩენინებთ. გუშინ, ამ სიცხეში, არ დავიზარე და ფეხით კიდევ ერთხელ შემოვიარე ყველაზე ცნობილი უბნების უცნობი ადგილები. დავხარჯე ზუსტად საათნახევარი და ბორჯომის ორი ცალი ახალი ლამაზი ქილა. ვიწყებთ თავისუფლების მოედნიდან. მომყევით.

Continue reading

"რაღაცნაირი" ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი)

2010 წელი ჩემთვის “რაღაცნაირი” მოგზაურობებით დაიწყო. ჯერ “რაღაცნაირი” ბათუმი იყო, სადაც ვერ გავიგე, როგორი ატმოსფერო სუფევდა. მერე ბაკურიანში ვიყავი და თოვლმა უარი გვითხრა მოსვლაზე. ბებერ ახალ წელსაც იქ შევხვდით. ისე, ძალიან მწყდება გული, რომ ამ დღესასწაულს ნელ-ნელა გაუფერულება დაეწყო. რუსები კი ნამდვილად გვჯობნიან ამაში და Стары Новый Год-ს ისეთივე ზარზეიმით აღნიშნავენ. არ გვინდა ამაზე…

არა, კი ვიმხიარულეთ: “ნატახტარის” აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ს ვუყურეთ, ბორანზე ვიკატავეთ, მაგრამ…

12 იანვრიდან ველოდებოდით, როდის გათოვდებოდა და ბაკურიანი თავის ბუთქუნა საბურველში გაეხვეოდა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც იქ მოთოვა. ეგ კი არა და ყინვაც -1 გრადუსი ძლივს იყო ღამით. სასრიალოებს თოვლი ნელ-ნელა შემოეცალა და ტალახისფერი დაედო. ყველა ამბობდა, რომ ასეთი “რაღაცნაირი” ბაკურიანი ჯერ არ ახსოვთ. ვინაიდან და რადგანაც ტალახი ქუთაისშიც ბლომად გვაქვს და თანაც უფასოდ, გუდა-ნაბადი ავიკარით და სახლში დავბრუნდით.

გზად ბორჯომშიც გავიარეთ. მაინტერესებდა, რა გააკეთეს, რა შეცვალეს (თორე გაუკეთებელი მქონდა ნანახი :P). მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, ასეთ “რაღაცნაირ” ბორჯომს არ მოველოდი. არემარეს დავაკვირდი და მერე დავრწმუნდი, რომ

საქართველოში არის ისეთი ადგილები, რომლებიც წელიწადის ერთ დროს ბობოქრობენ, დანარჩენს კი სიმკვდარეში ატარებენ.

მეტს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს და უფრო ობიექტურად ეს ფოტოკოლაჟი მოგიყვებათ ;)

ეს ბაკურიანია. არ ჰგავს, მაგრამ მაინც :)

Continue reading