Tag Archives: ბლოკნოტი

ჩემი ახალი “ბლოგი”

ეს ჩემი ახალი “ბლოგია”. ძალიან მივეჩვიე. ბოლო დროს იმდენად გამოვციფრულდი, რომ მომენატრა წერის მამაპაპური მანერა. დროზე მივუსწარი, ასოების გამოყვანა ჯერ კიდევ შემიძლია, თუმცა, ხელით წერას გადაჩვეულს, კალიგრაფია ცოტათი შემცვლია.

ახალ “ბლოგში” წერისას მგონია, რომ პასტის წვერს ულტრასენსორული პლანშეტის ზედაპირზე ვასრიალებ და ყველაფერი მოლეკულების სიზუსტით გადმოიცემა – ესეც ციფრულად მოაზროვნეთა მიერ ტრადიციული საშუალებების აღქმა :)

ბლოკნოტი სახელად "ბლოკნოტი"

შენიშვნა: მიმდინარე ჩანაწერი არ წარმოადგენს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას და მიეკუთვნება “უწი პუწი” პოსტების რიგს.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, თანამგზავრისმაგვარი. ზოგჯერ მას ხშირად ხედავს და სულ თვალში ეჩხირება, ზოგჯერ კი თვალთახედვიდან ეკარგება და დიდი ხნით ეძებს. სწორედ მაშინ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი. ახლა, როდესაც გააახსენდება, გულს დასწყვეტს, რომ ენატრება და რომ სანამ ჰქონდა, არ მოუარა.

დღეს არ იქნება Discovery. დღეს ცოტას საკუთარი თავიდანაც მოვყვები. მოვყვები და თან გიჩვენებთ.

დღეს დილით უჯრა გამოვაღე და ჩემი ისტორიის ნაწილს მივაგენი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. ეს ჩემი ბლოკნოტია, სახელად “ბლოკნოტი”. შიგ თითქმის ყველაფერია, რაც 2 წლის მანძილზე თავში მომდიოდა. სულ ვკარგავდი და ვპულობდი. ახლა კი მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე. რომ გადავფურცლე, უცებ “აზრთა კონა” გამახსენდა, რადგან ჩემს “ბლოკნოტს” კლასელ გოგონებს ვთხოვნიდი და ისინიც დიდი მონდომებით მიწერდნენ ქების სიტვებს. ვინაიდან, წერა მეზარებოდა და მის საყოფ ენერგიას ხატვაზე ვხარჯავდი, “ბლოკნოტში” ჩემი ნახატი უფრო მეტია, ვიდრე ნაწერი.

მე–7 კლასი სწორედ ის პერიოდია, როდესაც საკუთარი ფანტაზიის, ანუ აბსტრაქტული არაყოველდღიური რაღაცების ხატვა დავიწყე. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ “ტიტანიკის” ყველაზე დიდი ფანი ვიყავი და ახლადდანგრეულ ცათამბრჯენებს მივტიროდი. ამიტომ “ბლოკნოტში” ამ შთაბეჭდილებებისთვისაც მომიყრია თავი.

თუკი დააკვირდბით, შეამჩნევთ, როგორ იხვეწება დეტალები და როგორ ანაცვლებს ტუშის კალამი სხვა ინსტრუმენტებს.

ამას ტყავის ყდა ჰქონდა თავის დროზე

Continue reading