Tag Archives: ბლოგები

ბლოგინგის ძალა

დღეს გადავწყვიტე, თავი მომეყარა ყველა იმ ინფოგრაფიკისთვის, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს ბლოგინგის არსს, მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ვისაც ბლოგები არ გიყვართ (და რაღაც მანქანებით აქ მაინც შემოხვედით), ეგებ, ახლა მაინც დაინახოთ, რომ ბლოგინგი, ზოგადად, კარგი რამაა. უბრალოდ, გააჩნია, როგორ და რა მიზნებით გამოიყენებ მას :) მაშ ასე… Continue reading

მწერლობა გარდამავალ დროში

ლადიოტანტი - გარდამავალი ადამიანის სახე

შარშანდელ პოსტებს რომ გადავხედავ თითოზე 20 კომენტარით, ვბრაზობ, რომ უკმაყოფილო ვიყავი, მეტი რატომ არ მაქვსო. არადა, თაზო მეუბნებოდა, საწუწუნო არაფერი გაქვსო. ახლა ვხვდები, რომ მართალი ყოფილა. მაგრამ უკვე აღარ მწყინს, რომ ნაკლებად პოპულარული გავხდი. “ანინას კრიზისს” რომ გადავურჩი, ეგეც მეყოფა. არადა ვიცი, ანინას გამოჩენის შემდეგ, რამდენიმე ბლოგი ოფიციალურად (თუ არაოფიციალურად) დაიხურა. Continue reading

“გზააბნეული მედუზა” გესთ პოსტის მოლოდინში

მსუფუქი (ყოფაქცევის) პოსტების ეპოქა დამიდგა. ვეღარც ბლოგებს ვეწაფები, ვითარცა  სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა და გუგლ რიდერი ხომ გაგიჟებასაა მისული. ამასწინათ ჯიმეილიდან ახალი გამოსული ვიყავი, ფეისბუკზე მივდიოდი და ჯერ ქვა მესროლა, მერე თვითონაც გამობობღდა. RSS-ების გადამკიდე, გაჟღვლეპილია ქონად. რას მერჩოდი, რატომ მტენიდი ამდენი ლინკით, თუ არაფერს წაიკითხავდიო, – მიყვიროდა. მართალია ეგ კაცი. წაგიკითხავ, ჩემო რიდერ, წაგიკითხავ! ;)

მალე ჩემს ბლოგზე პირველი გესთ პოსტი დაიდება და მას ყველაზე ლამაზი ქართველი ბლოგერი დაწერს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ სარკეს ნუ მიაწყდებით და თვითშეფასების ბდღვერს ნუ აადენთ საკუთარ ტვინს (ბიჭები განსაკუთრებით). Ви все узнайте, товарищи блогеры (ამას რომ ვამბობ, გონებაში სტალინის ულვაშები მიღუტუნებს).

ამასობაში კი “გზააბნეული მედუზაც” დავასრულე. თვეზე მეტი დამჭირდა ერთი ციცქნა ფურცლის გასავსებად. მკითხავთ, რატომ მაინცდამაინც გზააბნეული მედუზაო? მოკლედ, ჩემი პატარა ბიძაშვილი ცისფერ ოჭივარაში იჯდა და საცოდავად დააწოწიალებდა ერთი კედლიდან მეორემდე, ხან რას ეჯახებოდა, ხან რას. ეგ არის და ეგ. :)