Tag Archives: ბებია

მე, ბებია, კარუზო, ილიკო და ილარიონი

ეს ექსპერიმენტი 5 ივნისს 150 ნომერ ავტობუსში დაიწყო, რომელიც ვაჟა-ფშაველადან რუსთაველისკენ მიემართებოდა. გვერდით გადავდე (სახლში) დიუმას “ნაპოლეონი” და ჩანთაში ნოდარ დუმბაძის ოთხკაციანი წიგნი ჩავაგდე. ავტობუსში ავბობღდი თუ არა, მარადმწვანე წიგნი (ისე იასამნისფერი ყდა აქვს) მუხლებზე გავიშალე, ჩავრთე პლეიერი და დავიძარით. Continue reading

ქართული სასაფლაო: ტრადიცია, მოდა და დრო

ქუთაისში ეს ყველაფერი ალმოდოვარის “დაბრუნების” დასაწყისს ჰგავს რაღაცით (წინადადებაც სინტაქსურად ასე დავაწყვე). საიქიოს საელჩოში, სადაც დრო გაჩერებულია, წარმავალთა კვალი ჩნდება. დაჟანგულ, ჩუქურთმებიან ღობეებს ხეხვის ჟღრიალი გაუდით, ერთი წლის გაუღებელ პაწაწინა კარებს კი – ჭრიალი. საფლავთა ქვებს შორის ამოჩრილი სარეველები, რომლებიც თვეობით ხარობდნენ და პოზიციების გამაგრებაზე ფიქრობდნენ, ახლა ერთ კუთხეში საცოდავად მიუყრიათ. ქვაზე ამოკაწრული გარდაცვლილთა პორტრეტები, რომელთა დაბნეულ-გამოლეული გამოხედვაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაუფარავს, ახლა ისეა გაკრიალებული, როგორც იმ უბედურ დღეს. საიქიოს საელჩო, დემოგრაფიული მუზეუმი თუ ქვაზე მხატვრობის გალერეა მალე ყოველწლიურ დღესასწაულს უმასპინძლებს.

Continue reading

იესლი უ ვას იესტ ბაბუშკა

ამიხდა ნატვრა – ქუთაისში ვარ. ეს კი ნიშნავს:

  • 3,5-საათიან “კარო ტელეს” გაძლებას ტრანსპორტში
  • “შესვენებას” რიკოთის ერთ-ერთ ძუბაგ სასაუზმეში (სადაც მძღოლს უფასოდ კვებავენ)
  • კითხვის მცდელობას ძილთან ჭიდილის პარალელურად Continue reading