Tag Archives: ბათუმის კინოფესტივალი

ორიოდ დოკუმენტური ფილმი BIAFF 2013-დან

ხშირად, როცა კინომოყვარულებს ვეკითხები, მპასუხობენ, რომ დოკუმენტური ფილმები დიდად არ უყვართ. არადა იდეაში ფილმის (ისევე, როგორც ზოგადად ხელოვნების) ერთგვარი დანიშნულებაც რეალობის ასახვაა (ფენტეზისა და მსგავსი ჟანრების გამოკლებით). მაგალითად, ნური ბილგე ჯეილანის ფილმებში კამერა ისეთნაირად მოძრაობს და იღებს სცენებს, მომენტებში დოკუმენტური ფილმი შეიძლება, გეგონოს. ეს რეალობაა, რომელიც გარს გვარტყია და რომელსაც მაინც ვერსად წავუვალთ.

pipeline

ამხელა შესავალი კი ფილმ „მილსადენის“ გამო გავაკეთე, რომელიც გუშინ უჩვენეს. პარადოქსია, მაგრამ პირველივე კადრები ისეთი შთამბეჭდავი და მასში აღბეჭდილ ადამიანებთან დაახლოებული იყო, რომ ფილმი მხატვრული მეგონა. სიუჟეტი ეხება რუსეთის მიერ ევროპის გაზით მომარაგებას, რომელიც აგერ უკვე 30 წელია, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს ქმნის. თხრობა იწყება ციმბირიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება მილის გზას დასავლეთისკენ. ამ ფილმში უბრალო მოსახლეობის მილსადენისადმი დამოკიდებულებაა ნაჩვენები. Continue reading

BIAFF 2013 დაიწო

DSCN7976

იმდენი ხანია, ბლოგზე პოსტი არ დამიწერია, საჭიროდ ვთვლი, შეგახსენოთ: მე ვარ ზურა ბალანჩივაძე, იგივე Zurriuss, 25 წლის. წელს საკუთარი სადაბადებისდღეო პოსტის დაწერაც კი ვერ მოვახერხე. იმიტომ, რომ დამეზარა. სამაგიეროდ, ვიმყოფები იქ, რაზეც ბოლო ერთი წელი გამუდმებით ვფიქრობდი. BIAFF 2013 დაიწყო. Continue reading

“გაუცხოება” ქართულად

რატომ უნდა უყურო კინოში იმას, რასაც ყოველდღე ისედაც ხედავ? – ეს კითხვა მანამ დავუსვი საკუთარ თავს, სანამ ფილმ “გაუცხოებას” ვნახავდი. ახლა კი, მგონი, ახლოს ვარ პასუხთან და ვფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ უხერხულს შეძლებისდაგვარად გავურბივართ და, შესაბამისად, არც არაფერს ვსწავლობთ იქიდან. ჩვენ ბოლომდე არ/ვერ ვძლებთ უხერხული სიჩუმის, დაძაბული ურთიერთობების, ჩამქრალი გრძნობების გარემოცვაში, მაგრამ ისინი ჩვენი ყურადღების გარეშეც არსებობენ. დრომ მოიტანა ასე. უფრო სწორედ, ჩვენ, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ. ხოლო ფილმში, ეკრანზე, ეს ყველაფერი  იმისთვისაა აღბეჭდილი, რომ დარწმუნდე, შენი თავის არიდებით არაფერი იცვლება. ან ერთ ადგილზე იქნება უძრავად, ან გაუარესდება. Continue reading

ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით. Continue reading

ბელა ტარის მარტოობის 6 დღე

ადამიანი, რომელიც რეალურად ფლობს საუბრის ხელოვნებას და რომელიც ვერ იტანს ჟურნალისტებს… ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ადამიანი, რომელიც ქმნის შედევრებს (კიდევ კარგი, ჩემი სიტყვები არ არის), მოვიდა, გვითხრა, რომ “ტურინის ცხენი” მოსაწყენი ფილმია და გაძლება გვისურვა. მეც, როგორც არტ-ჰაუსებში ახლად ფეხადგმულს, ყველაფერი ეს დავიჯერე და ფილმის საყურებლად ისე წავედი.

Continue reading

ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

როგორც იქნა, თავისუფალი ვარ! უფრო სწორედ, დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. ერთი წელი გავიდა, რაც თბილისიდან ფეხი არ გამედგა… მაგარია თავისუფლება… მით უმეტეს, როცა დასვენება პირდაპირ ბათუმის კინოფესტივალზე მაქვს “მისჯილი”. Continue reading