Tag Archives: ბაზრობა

ბაზრობა – თავშესაფარი გოიმთათვის

დას ისთ უნ თეგ-თამაშენ გამოგონებასცფიშთ კნუთენ უნდ დათაგვინ დას გიჟმაჟაინენ. დაჰ ვაილაპაღაქუნ დე აინ მაღაზმაინენ, ღუმელ’იც ისთ უნ ზუფეღ ფოფულაღ ენ ზის ფახენ ხალხნენ.

…და მაინც არსებობს ამ ქვეყანაზე მინიმუმ ერთი საოცრება, რომელსაც მე ეგვიპტური ღვთაებრივი ძროხის სახით გამოვსახავდი.

წმინდა ნაყოფიერი ძროხა ქალღმერთი, ქუთაისურად კეჩის ბაზრობა. ადგილი, ურომლისოდაც ეს ქალაქი დარჩებოდა მშიერ-მწყურვალ-ტიტველი

Continue reading

ქუთ-ეისი გაზაფხულზე (ფოტოგასეირნება)

მეოთხე დღეა, ქუთაისში ვარ. უკვე მეწყება და მიბრუნდება აქაური ყივანა კილო, რომელსაც 5 წლის წინ დავემშვიდობე. გუშინწინ საოცრად თბილოდა, დღეს წვიმს და ტემპერატურამაც 20 გრადუსამდე დაიკლო. ამ პოსტს მანქანაში ვწერდი, ფურცელზე, მაგრამ, მიზეზთა გამო, ახლა წაგაკითხებთ.

აღდგომა ახლოვდება და, შესაბამისად, მოსახლეობა ბაზრისკენ მიექანება.

ბაზარი – ქუთაისის ნებისმიერი ფენის, პოლიტიკური, რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის (ბოლო ორს პროსტო ვწერ) მქონე ადამინთა გადაკვეთის წერტილი. ამ ქალაქში ბაზროკრატიაა ყველაზე ბევრი, იაფი და მრავალფეროვანი პროდუქციით. მოკლედ, ბაზარი Rules!

Continue reading