Tag Archives: ბავშვობა

ნოსტალგიური არომატი

tic-tac

ჩემს მკითხველებს გემახსოვრებათ, რომ ნოსტალგიური ყნოსვა მაქვს ანუ შეიძლება, სრულიად უდროოდ ისეთი რაღაცის სუნი მეცეს, რაც იმ მომენტში იქ არ არის. ასე დამემართა, როცა გაციებული ცხვირით შუა ზამთარში გარგრის არომატი „ვიყნოსე“ და როცა გვიან გაზაფხულზე, თავისუფლების მოედანზე სეირნობისას, სკოლის დაფაზე საწერი წარცის სუნი „მეცა“. ჰოდა ამასწინათ, მაღაზიაში შესულს, ცხვირმა ტიკ-ტაკი გამახსენა… Continue reading

გაფერადებული ისტორია

მახსოვს, ჩემი მეზობელი თალიკო ბებია (ბებოს დავწერდი, მაგრამ იმერეთში ბებია ვიცით) მეუბნებოდა, არ მიყვარს ფერადი სურათები, თვალებს მტკენსო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მწვანედ აბიბინებულ ეზოში მდგარ ადამიანთა ჯგუფს რაიმე ზიანი მოეტანა მხედველობისთვის. თალიკო ბებიას რომ ეთქვა, ფერადი გამოსახულების აღსაქმელად ადამიანის მხედველობითი რესურსი უფრო იხარჯება, რაც სიბერისას თვალს ძაბავსო, უფრო გავიგებდი. Continue reading

მოგზაურობა სათაფლიის იურული პერიოდის პარკში

დღეს დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და 11 წლის შემდეგ კვლავ ვნახე სათაფლია, სრულიად შეცვლილი და გაუმჯობესებული. სათაფლია ყოველთვის მიყვარდა იმიტომ, რომ დინოზავრები მიყვარდა. იმ დროს, როცა კლასგარეშე ლიტერატურის დანახვა არ მინდოდა, ეგვიპტითა და დინოზავრებით ვიყავი გატაცებული და ენციკლოპედიებში ვიქექებოდი. იქიდან გავიგე სტალაქტიდების, სტალაგმიტებისა და სტალაგნატების შესახებ და შემიყვარდა დედამიწის ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამოუცნობი სამყარო. Continue reading

რატომ არ დავთმობდი იმ 5 წელიწადს

ზუსტად 99 წლის წინ, 1912 წლის 15 აპრილს, მსოფლიო “ტიტანიკის” კატასტროფამ შეძრა. იმ დროისათვის ყველაზე დიდი და ძვირფასი გემი თავის პირველ რეისზე აისბერგს შეეჯახა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. კატასტროფას, 2200 მგზავრიდან, 1500 ემსხვერპლა.

შაბათი დილა გათენდა. მეხუთეკლასელმა ფრიადოსანმა ჩვეულებისამებრ 8-ზე გაიღვიძა, ბევრი არ უკოტრიალია, ფეხზე წამოხტა, ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა (ეღირსა თბილი ამინდები!) და ტელევიზორის ოთახისკენ გაემართა. გადმოალაგა სქელი, დახვეული ფურცლები, ძველი უხმარი შპალერი, სახაზავ-ფანქრები და ვიდეომაგნიტოფონში ისევ ის კასეტა შეაცურა. Continue reading

ფოტოგამოცანა “ლოღიკა”

ამ ფოტოგამოცანისთვის, გადავწყვიტე, თავად გავმხდარიყავი “მსხვერპლი”. ყველაფერი, რასაც ნახავთ, მიხვდებით, რომ ჩემთან კავშირშია. წავიდა!

Continue reading

მანამ, სანამ ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია

ახლა უკვე დიდი ბიჭია. სახეც დაუგრძელდა, ჩემსავით. რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, ხუთიოდ წლის წინ ანგელოზის ხმა თუ ამოსდიოდა პირიდან. სხვათა შორის, მეც ვმღეროდი ალტს ოდესღაც, მაგრამ კაციშვილმა არ მომხედა, არ მომისმინა და დავრჩი ასე გარემოვაჭრე… :) კარგი, არ ვიწუწუნებ. დავუბრუნდეთ საკითხს: ვინ არის ჟან-ბატისტ მუნიე? დიდად არც სახელი გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან და არც გვარი. მხოლოდ ხმა! Continue reading

გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს

გუშინწინ დედაჩემის ბიძის (ჩემი ბაბუის) ნეშტი გადმოვასვენეთ გაგრიდან თბილისში. თითქოს, არარსებული სამყაროდან დაბრუნდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, წესიერად გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. არადა, კარგად არც არაფერი მახსოვს, როგორ იყო ბუთხუზი ბაბუა. სულ რამდენიმე მომენტი შემომრჩა მეხსიერებაში, გაგრაში, როცა მისით მაშინებდნენ, თუკი ვიცელქებდი და თბილისში, როგორ ატრიალებდა ღიმილით ძეწკვს ჩემ თვალწინ და მე მიხაროდა… Continue reading

უმაგრესად გატეხილი ძილი ანუ მამა ჩამოვიდა

ლითლ უვერტიურა

მანამ, სანამ წინასაახალწლოდ ბოჩელის სიმღერებით წავიღებდე ტვინს, კვლავ გაციებას ვებრძვი. ერთ-ერთი, რაც მაგიჟებს და მადებილებს, გაბრუებაა. როცა ასე ვარ, საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. უაზროდ ვკარგავ ენერგიას და, რაც მთავარია, ფეხზე კიდია, ვის რას და როგორ ვეუბნები. მაშასადამე, არასდროს მისურვოთ გაციება. ახლა კი, მთავარი.

Continue reading

The Nutcracker Prince

ერთხელაც, როცა ვიდეოკასეტაზე “მეფე ლომის” ყურება დავასრულე, გამორთვა დამავიწყდა. მეორე ოთახში გავედი და, ამასობაში, ტიტრებიც მორჩა. ვიფიქრე, ბარემ ლენტას ბოლომდე მივიყვან, რომ ავტომატურად გადაახვიოს უკან-მეთქი, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ… Continue reading

უცნობი მე 1997-2002

ვინ ვარ მე დღეს? უჰ, სასტაული ადამიანი: სამ ტანცუიუ, სამ პაიუ. არადა, ამ წამს გამახსენდა, მეორე კლასში როგორ “დამიპირეს” სიმღერის მასწავლებელთან წაყვანა და როგორ შემეშინდა. ნეტა, ახლა დამიპიროს ვინმემ… ჰეჰ, ეგ შიში კი დავძლიე, მაგრამ სხვებს რა მოთვლის. და, საერთოდ, თემას გადავუხვიე.

მოკლედ, ვინ ვარ

?

ყველაზე მარტივი პასუხია “მე ვარ ზურა” და ჩემი ცხოვრებაც ამ სამი სიტყვით შემოიფარგლება. ანუ მ-თი იწყება და ა-თი მთავრდება. მათ შორის კი მთელი 7 ასოა, რომლებიც, ალბათ, ჩემი ცხოვრების წლებია. რომ გამოვთვალოთ, სულ შუაში “რ” ასოა. ხოლო ვინაიდან გაურკვეველია, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არ ვიცი, რ-ს როდის მივუახლოვდები. ან, ეგებ, უკვე გადავლახე? ან უარესი, ეგებ ეგ რ კი არა, უკვე მეორე რ-საც გავცდი?… მაგრამ თემას კიდევ გადავუხვიე.

მოკლედ, ეს მე ვარ. ისეთ, როგორიც ყველა მიცნობთ. არ მიცნობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ან ამის სურვილი არა აქვთ ან ვინც ვეღარ მომესწრნენ.

Continue reading