Tag Archives: ბავშვობაში მეგონა

აუცილებელია სათაური?

სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული ;) Continue reading

ბავშვობაში მეგონა, რომ…

მოკლედ, ეს არის ახალი წამოწყება, რომლის შესახებაც ნატალიასაგან შევიტყვე. მან კი, თავის მხრივ, დოდკასაგან მიიღო შემოთავაზება. შესაბამისად, პირველწყარო არის დოდკა. უცებ შეირბინეთ აქ, რათა აზრი გაიგოთ ამ წამოწყებისა, შემდგეგ კი განაგრძეთ კითხვა ;)

ბავშვობაში მეგონა, რომ…

  1. მე და ჩემი ძმა ტყუპები ვიყავით. ისე ძალიან მინდოდა, ტყუპები ვყოფილიყავით, ლამის დავიჯერე, რომ ეგრეა და ჩვენს შორის არსებულ სხვაობას 5 წლის ოდენობით, ხაზი გადავუსვი. Continue reading