Tag Archives: ბავშვი

სად არის ბავშვის ადგილი, როცა ოჯახში სტუმარი მოვა?

ოჯახი – ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, სიწმინდე, სისპეტაკე და ადამიანის ზნეობის განმსაზღვრელი მთავარი კოეფიციენტი. თუ ოჯახი არ გივარგა, რაც უნდა წარმატებული და სასახელო გაიზარდო, ვიღაც მაინც ღვარძლიანად ჩაიბუტბუტებს, მაგის ოჯახი კი ვიცი, რაც არისო.  კარგი ოჯახიშვილობა კი შლეიფივით მოგყვება და ხშირად ისე გიცავს ეჭვიანი თვალისგან, როგორც ქოლგეითი – კარიესისაგან (ერთხელაც იქნება, პროდაქტ პლეისმენტში ფულს მოვთხოვ. ბოლოს და ბოლოს, მე-10 კლასიდან მარტო ამით ვიხეხავ).  ჰოდა, როდესაც ასეთ (ანუ კარგ) ოჯახში სტუმარი მოვა, სად უნდა იყვნენ ამ დროს პატარები?

Continue reading

Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

ცისფერთვალება კეთილი ბიჭუნა, რომლის ოდნავ დამფრთხალი გამოხედვისას, ალბათ, ყველას ეს მუსიკა მოაგონდება

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/john-williams-home-alone-soundtrack-main-theme.mp3|titles=john williams – home alone (soundtrack)- main theme]

მიუხედავად ფანების “მცდელობისა” და პრესის სკანდალებისა, იგი მაინც გაიზარდა. სულ ცოტა ხნის წინ, 26 აგვისტოს, კევინ მაკალისტერი 30 წლის გახდა. უკვე შორსაა გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ისევე, როგორც დიდება. 9 წლის ბიჭი, რომელიც უშეღავათოდ ლამაზი, საყვარელი, გამჭრიახი და სასაცილო იყო, მილიონებს “იწონიდა”. დღეს კი მაკოლეი კალკინი მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება და, ძველ დროსთან შედარებით, “წარმატებულს” ნამდვილად ვერ  უწოდებთ.

Continue reading