Tag Archives: აშშ

ძალიან მოგვენატრებით

შაბათს ჯიპას რამდენიმე ლექტორი გამოაკლდება. ჩემი საყვარელი და ძალიან საყვარელი ადამიანები/მეგობრები/კოლეგები აშშ-ში მიდიან სასწავლებლად. ეჰ, ისევ ჩვენ ვიკითხოთ, ვინც აქ ვრჩებით, თორემ იმათზე ძალიან მიხარია. უბრალოდ, ყველას გული გვწყდება, რომ მათი სიცილით გულის ჯერება ახლა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით მოგვიწევს :(

ეს ბაი-ბაი ფართი ისტორიას “ფირზე” შემოვუნახე :)

ანნა, მაიკო, ნინო, თიკო, ყველანი ძალიან გვიყვარხართ იმ ცოდნის, მეგობრობისა და დახმარებისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაგვიწიეთ და გვიწევთ ყოველთვის. ძალიან მოგვენატრებით! :)