Tag Archives: აკვარიუმი

All In One SEO Pack

Kolibri's Freedom

  • ჩემს ნახატებს კედლებზე არასდროს ვკიდებ, ყოველთვის ცალკე მაქვს შენახული. უკვირთ, როცა იგებენ, რომ ვხატავ კიდეც. არადა ხატვა 1 წლიდან დავიწყე. ცხოვრებაში ლამაზი ნახატი, მგონი, არასდროს დამიხატავს.
  • მეგობრები არ არსებობენ. არსებობენ მედუზები, რომლებსაც, თუკი არსებულ რეალობას შეუცვლი, ხელში ისე ჩაგადნებიან, თითქოს არც უარსებიათ.
  • არის მდუმარე ფეისბუკ პროფაილები, რომელთაც საფლავებივით ჩამოვუვლი და დავხედავ ხოლმე. მინდა, გადავეჩვიო.
  • თუკი ერთ ადამიანს მეორეზე აზრს ჰკითხავ, დაუჯერე, მაგრამ ნურასდროს იქნები დარწმუნებული, რომ შენთანაც ისეთივე იქნება, როგორიც მასთან.
  • არის 4 ქალი და 3 კაცი, ვისიც მეშინია. აქედან 2 ჩემი მშობელია.
  • ადამიანს ყველაზე მეტად პირის წკლაპუნს ვერ ვპატიობ. ხანდახან ვერც საკუთარ თავს.
  • ბათუმის Piazza Hotel-ში ძალიან პატარა ნომრები, მაგრამ ისეთი გემრიელი მაგარი მატრასები აქვთ, რომ სიამოვნებისგან შეიძლება, ძილი გაგიტყდეთ. სასაუზმედ მთელი მოედნის გადაკვეთა გიწევთ, რადგან Piazza Tower-შია, მესამე სართულზე, კაფე ბრიოშეში. მაგრამ ძალიან მაგარია: საკვებიც, ინტერიერიც და ხედიც.
  • ახალი ფირსაკრავი კარგი დინამიკებით და აკვარიუმი – ორი რამ, რასაც აუცილებლად ვიყიდი, როცა ახალ სახლში გადავალ, რაც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ზეა დამოკიდებული.
  • მინდა, სტვენით შესრულებული საოპერო არიების ალბომი ჩავწერო. ეგებ, მიხრწნილების ასაკში მაინც დამიფასდეს.

ძილინებისა! დანარჩენი და ღრმააზროვანი პოსტები მერე. ;)

სექტემბრიდან ახალ სახლში

მიხარია, მიხარია, ოღონდ ყირაზე გადასვლით და თავის ჭერზე არტყმით არა. სექტემბრიდან მე და ჩემი ძმა ახალ სახლში გადავალთ, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩის დასაწყსიში. ზუსტ მისამართს არ გეტყვით, მერე რომ არ ამომადგეთ ისედაც ერთოთახიან ბინაში :)

Continue reading

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტის სახლი

როცა დღე რედაქტორის ზარით იწყება და, შეიძლება, არც დამთავრდეს

როცა “ზღაპრის” დასაწყისს, შუას და ბოლოს ერთდროულად წერ

როცა კარგი ბოტები ისევე გჭირდება, როგორც კარგი პასტა Continue reading