Tag Archives: ავტობუსი

ექსპერიმენტი House

დავიწყებ ერთი კითხვით:

WTF?

ანუ რა ჯანდაბა მეტაკა? რატომ ვეღარ ვწერ ისე ხშირად და საფუძვლიანად, როგორც ადრე? საკუთარ თავს ვუმეორებ ხოლმე, რომ მე ვარ ბლოგერი და რომ მის გარეშე ძალიან უინტერესო ცხოვრება მექნება(ოდა), ჰოდა ამის შესანარჩუნებლად საჭიროა წერა. ხანდახან მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულ, მიშვნელოვან მოვლენას უნდა დაველოდო, რომ პოსტად ქცევის ღირსი გავხადო… COME OOON! სანამ ეგეთ მოვლენებს ველოდები, ე ბლოგი ქე მიმრჩება განზე :) ჰოდა, ამიტომაც გთავაზობთ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც აგერ უკვე 2 კვირას მიმდინარეობდა. Continue reading

ქართული ბლოგინგის დღეები 2011 – ვიდეოკოლაჟი

დაიკიდეთ ტექსტი, ეს ვიდეოები ყველაზე უკეთ მოგიყვებიან ;)

განსაკუთრებით, ბოლო :green: Continue reading

დაკარგული გრავიტაცია? არა, წნევა!

ესეც ასე, წნევასაც გადავურჩი. არადა, თავიდან მეგონა, რომ გრიპი შემეყარა. მეთქი, რა გაუძლებს სიცხეს და ახლობლების საყვედურებს…

ჯერ კიდევ პავლოვზე, ავტობუსში მჯდომმა უეცრად ლივლივი ვიგრძენი. ნელ-ნელა ავმჩატდი, ჰარი Vითა და ლეპტოპით გამოტენილი ჩანთა ისეთი მსუბუქი მომეჩვენა. Continue reading

ლურსმნით მიჭედებული ღვედი ანუ ქართული კანონმორჩილება

უბადრუკნი ღვედს იგონებენ, რჩეულნთ კი ბუნება უბოძებთ

ავტობუსიდან ღვედშეკრულ მძღოლებს რომ ვხედავ, კიდევ ერთხელ მეცინება ქართულ კანონმორჩილებაზე. ისეთი გამომეტყველებით იცქირებიან საქარე მინის მიღმა, რომ ვეღარ გაარჩევ, “მძღოლს მუდამ უნდა ეკეთოს ღვედს” ფიქრობენ თუ “ეს რა ჭირი შემოიღო ამ მთავრობამ”-ს. Continue reading

სასიამოვნო ჯარიმა

ამასწინათ, როცა GIPA-სკენ კისრისტეხით მივიჩქაროდი (ანუ ავტობუსს მივაკისრისტეხჩქარებინებდი). ამ დროს ფანჯრიდან კონტროლიორები დავინახე, სწორედ იქ, ოპერის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. რახან ისინი ამოვიდნენ, მეც საჩქაროდ ამოვიღე სტუდენტური ბარათი და აპარატზე გადავუსვი.

მიწია არგადახდილი ბილეთების ცოდვამ: ბარათსვადა გასვლია. წამომადგა თავზე კონტროლიორი და მშვიდად მითხრა, შემდეგ გაჩერებაზე ჩავყოლოდი.

Continue reading