საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

 

თსუ-ს წითელი დიპლომი, რომლის დასამზადებლად წელიწადი ყოფილა საჭირო

ბოლო დღეებში თსუ-ში მომხდარი ამბების შემდეგ გადავწყვიტე, კეისრის დაფნის გვირგვინი გვერდით გადამედო და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვა მეც მეთქვა არსებულ პრობლემებზე:

 

  • თსუ, უკვე მერამდენე წელია, ძველი დიდების ინერციით მიექანება. იქ მომუშავე პერსონალის (ჩემ მიერ გამოკითხულ) ნაწილს კვლავ სჯერა, რომ თსუ მაინც პირველია და მისი სახელი, ყველაფრის მიუხედავად, მუდამ ასეთად დარჩება. როცა ილია უნივერსიტეტს აშენებდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, “სულ ძილი, ძილი” მასსაც თუ შეეხებოდა.
  • თსუ-ში 4 წელიწადს ვისწავლე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, ვისთვის რა საკითხზე უნდა მიმემართა. იყო რამდენიმე საინფორმაციო სტენდი, რომელზეც კაციშვილს არ უთქვამს, თუ რა სახის ინფორმაციას აკრავდნენ. ან რას იტყოდნენ, ცხრილებსაც ვერ ენდობოდი.
  • თითქოს ცალკეული საკითხები და პრობლემები გადაიჭრა (სანაგვე ყუთები, საინფორმაციო სტენდები, განათება), მაგრამ რასაც ვხედავ/მიყვებიან, მათი დიდი ნაწილი ფასადური და ზედაპირულია.
  • ყველაზე უმნიშვნელო ოფიციალური საბუთის მისაღებად, საუკეთესო შემთხვევაში, გჭირდება 3 დღე. აქედან ერთი საჭირო პასუხისმგებელი პირის მიგნებას ეთმობა, მეორე – საბუთის მიღების აუცილებლობაში დარწმუნება (თუ ვერ დაარწმუნებ, ვერც დაიმსახურებ) და მესამე – საბუთის მისაღებად რიგში დგომისათვის შეგუება.
  • ყოვლისმომცველი ბიუროკრატია, რომელიც სტუდენტს ბილიარდის ბურთივით აპახავებს კორპუსიდან კორპუსში.
  • ინფორმაციის ნაკლებობა – არ არსებობს კარგად აწყობილი და გამართული სისტემა, რომელიც სტუდენტს გააგებინებს, რა ხდება ამხელა ტერიტორიაზე განფენილ უნივერსიტეტში. სტუდენტამდე ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, აღწევს ჭორის ან სადღაც გამოკრული ოფიციალური განცხადების სახით. თუ ვინმეს დამატებითი კითხვა გაუჩნდა, ურჩევნია, დაივიწყოს: ხშირ შემთხვევაში მაინც არავინაა აზრზე, დამატებით რაიმე მიუთითოს.
  • ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ამას დიდი გამოძიების გარეშეც სულ მარტივად დავასაბუთებ: ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტმა, რომლის საამაყო უნივერსიტეტიც გასცემს საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, უნდა იცოდეს ინტერვიუს აღების ელემენტარული წესები. უნდა იცოდეს, ვის რა და როგორ კითხოს. უნდა ასხვავებდეს ჟურნალისტიკას მწერლობისაგან. უნდა შეეძლოს იმის შეგნება, რომ ნორმალური სტატია ერთ რესპონდენტთან ბაასით არ იწერება. თემის გაშუქებისას უნდა მოიშოროს წინასწარი შეხედულებები… და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოსცადოს.  თსუ-ში არის ყოველივე ამის რესურსიც და თანხაც (სახელმწიფო აფინანსებს ბოლოს და ბოლოს), მაგრამ უკვე ამდენი წელია, ვერავინ მოახერხა, აეწყო გამართული სისტემა, მოეწვია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები და, რაც მთავარია, მონიტორინგის სამსახურისთვის აეხსნა, რომ არსებობს ისეთი ლექციები, რომლებიც არსობრივადაც და ფიზიკურადაც სცდება უნივერსიტეტის აუდიტორიას.
  • უცხო ენების პრობლემა: როდესაც უნივერსიტეტში ისწავლება რომელიმე უცხო ენა (დავუშვათ, ესპანური), რატომ უნდა იყოს მასზე გამოყოფილი მხოლოდ ოთხი სემესტრი? ამ ხნის განმავლობაში ბაკალავრიატის სტუდენტი აღწევს უმთავრესს: იწყებს ამ ენაზე აზროვნებას. შემდეგი ორი წელი, ლოგიკურად, უნდა დაეთმოს ამ ენის გამართულად ფლობას, თუმცა თსუ-ში ამაზე, ალბათ, არავის უფიქრია.
  • სახელმძღვანელოების პრობლემა. ამაზე ჯერ კიდევ ჩვენს თაობას (2005 წელს ჩარიცხულებს) უნდა ამოეღო ხმა, მაგრამ ჩვენს შემდგომ მოსულებმა გვაჯობეს. სახელმძღვანელოების გარკვეული ნაწილი არის უცხო (მეტწილად, ინგლისურ) ენაზე, რომლის შესაბამის განათლებას უნივერსიტეტი ვერ იძლევა. შესაბამისად, სტუდენტს ორი არჩევანი აქვს: ან რეპეტიტორთან მოემზადოს, ან სახელმძღვანელო გადაათარგმნინოს. ამას ემატება ისიც, რომ უცხოენოვანი სახელმძღვანელოები ხშირად არც იშოვება და, უკეთეს შემთხვევაში, ბიბლიოთეკებში თითოოროლა ეგზემპლარად მოიპოვება. ამას მოყვება ქსეროქსზე დახარჯული უამრავი თანხა და მხედველობის გაუარესება, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა. საკუთარი მაგალითი: როდესაც დიპლომატიის ისტორიას გავდიოდით, ლექტორმა ჰენრი კისინჯერის “დიპლომატიის ისტორია” თავად გვათხოვა, ჩვენ ფული ავკრიბეთ, ჯერ ასლი გადავიღეთ, შემდეგ ვათარგმნინეთ და მერე ისევ ასლი გადავუღეთ გასამრავლებლად. და ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი მაგალითი. სხვათა შორის, ამ პრობლემაზე საუბარს მოყვა ის, რაც უნივერსიტეტის თვითმმართველობამ სტუდენტებთან მიმართებაში ჩაიდინა.
  • ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა უკუკავშირის სისტემის არარსებობა. ეს საკითხი იმდენად აბსურდულია, რომ წარმოუდგენელიც ჩანს, თუ როგორ შეიძლება, გადაიჭრას. თვითონ უნივერსიტეტს არ გააჩნია სურვილი, სტუდენტების აზრი მოისმინოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს დამატებითი თავის ტკივილია. ამას სჯობს, ისევ გამზადებული და “აწყობილი” სისტემა შესთავაზონ. პირადად მეც შევსწრებივარ, როგორ გამოუცხადებია ხელმძღვანელობას სააქტო დარბაზში ან 200-კაციან აუდიტორიაში, რომ მზადაა, სტუდენტების აზრი და შენიშვნები მოისმინოს, მაგრამ როგორ, რა ფორმით, სად ან რა დროს, უცნობია. იმიტომ, რომ… იხილეთ ამ პუნქტის პირველი წინადადება.
  • და ბოლოს, თვითმმართველობა – ხიდი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის. ვინმე სტუდენტი სებასტიანი ძალზე წესიერი ადამიანი იყო. სკოლაში კარგად სწავლობდა, ეროვნულ გამოცდებზეც 70%-იანი გრანტი მოიპოვა. რაც პირველი კურსი დაამთავრა, თვითმმართველობაში მოხვედრის სურვილი ჯერ გაუჩნდა, მერე გაუმძაფრდა. როგორც იქნა, მოახერხა და ახალი იდეებითა და პროექტებით თავგამოტენილი შეუდგა საქმიანობას. მიიხედ-მოიხედა და “ეეე, ჩვენი ძმა, რეებს ბოდავ ტო! აქ ისე იქნება, როგორც ჩვენ ვიტყვით. ფული არის და მიდი და აიღე, მეტი რა გინდა. დანარჩენს ჩვენ მოვაყომარებთ. მთავარია, ცუდი არავის დასცდეს ჩვენზე და დანარჩენში, იმენნა, როგორც გვინდა, ისე ვატრაკებთ!” (ვისაც ჩემეული ვერსია არ მოგწონთ, თქვენი ვარიანტი შემომთავაზეთ). სებასტიანი ხან აშკარად, ხან ფარულად ეცადა, რაიმე გამოსვლოდა. იგი სტუდენტი იყო და კარგად ესმოდა, მისნაირები როგორ ღიზიანდებოდნენ თვითმმართველობაში მომჯდარი ტიპების უმოქმედობით. ახლა ერთ-ერთ მათგანს ემსგავსებოდა, რომელიც “ურჩ” სტუდენტებს მუშტს უღერებდა. სებასტიანს საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, განცხადება დაწერა და წამოვიდა.

ცხოვრებაში ყველაფერი, გვინდა თუ არა, გარკვეულ სისტემას ემსახურება. დედამიწაზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებიც კი გარკვეული სისტემის ნაწილია, რომლის შედეგადაც ჩვენი პლანეტის ქერქი მუდმივად ახლდება. განახლება არც თსუ-ს აწყენდა, რა თქმა უნდა, მიწისძვრებისა და თავ-პირის მტვრევის გარეშე. მთავარია, არა რომელიმე სტუდენტის ან ლექტორის ან ლექტორის ან, სულაც, რექტორის ყოფნა-არყოფნა, მთავარია იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ყველა იქ მყოფს დღემდე არსებულ ვითარებაში აყენებს. სანამ ეს სტატუს-კვო არ შეიცვლება, სასიკეთო კარგა ხანს არაფერი მოხდება. მაგრამ საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

  1. Mari

    araa ese zura maartla ogond :) jurnalistikashi isic xo iswavle rom orive mxare unda achveno, kargic da cudic, isic xo iswavle rom subieqturi ar unda iyo, shen xo zuustad ar ici ra xdeba da faqtebic ar gaqvs mopovebuli, da damijere maartla ogond wer imas rac sinamdvileshi araaa ese. dzalian diid pativs gcem, chemi megobrebis megobari xar vgijdebi, vabodeb shens naxatebze, sheni blogis mudmivi mkitxvelic var, magaram ai dgeidan ukve vegar davijereb sheni blogebis samartlianobas, imitom rom es namdvilad usamartlo statia gamogivida.

    1. Zura Balanchivadze

      ჯერ ერთი:
      ეს სტატია არ არის
      მეორე: მე 4 წელი ვისწავლე მანდ, ჩემი მეგობრები სწავლობენ და შენ მიერ ჩამოთვლილი წყაროთა ბალანსი თეორიულად ყველამ უკარგესად და უშესანიშნავესად გადავღეჭეთ. სიტყვა “პრაქტიკა” ტყუილად კი არ გავამუქე :)
      ასე, რომ, ნუ გეწყინება, როცა სიმართლე მეც და შენც კარგად ვიცით. რაც კარგია, ის ამწუთას მე არ მაინტერესებს, რადგან დღეს ცუდი რამეები მოხდა და ამაზე დავწერე.

          1. Mari

            me agarafers vityvi, mezizgeba ukve yveelaferi, roca esetiragc xdeba orive mxarea damnashave da yvelafris erti mxaristvis akideba ar sheidzleba, iaponiashi rom miwisdzvra moxda egec imati brali xo araa, warmatebebi yvelas problemebis mogvarebashi, da orive mxares vusurveb nu dachamen ertmanets, bolosdabolos studentebi vart da rogorme kompromiss unda mivagwiot, momavali vart da warsulis gadmonashtebivit viqcevit… warmatebebi shenc shens profesiashi, yvelafers kargs gisurveb sheni momavali obieqturi mogvaweobis ganmavlobashi

            1. Zura Balanchivadze

              გაგიმარჯოს! მეც მაგ აზრზე ვარ. და ვამბობ: სისტემა უნდა შეიცვალოს, სის-ტე-მა!
              ამას, გინდ აქედან შემოუარე, გინდ იქიდან, სანამ ეს არ მოხდება, მანამდე კიდევ ბევრი დაიწერება.

    2. მაიკო დოხნაძე

      მარი, ეს პოსტი მარტო იმას არ ეხება, რაც გუშინ მოხდა. ის უბრალოდ საბაბი იყო და დანარჩენში 100 %-ით ვეთანხმები. მეც ზურასთან ერთად დავამთავრე უნივერსიტეტი და რომ არა ერთი მადლიანი ლექტორი, ისე წამოვიდოდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან, რომ არც ტელე-რადიოს აზრზე ვიქნებოდი და არც პრესის. ეს კი უნივერსიტეტის პრობლემაა პირდაპირ…

  2. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    სისტემის ნგრევა კი არა რესტავრაცია უნდა დაიწყოს. მაგრამ ისეთი უინტერესობით წარიმართა ყველაფერი პირველი კურსის შემდეგ, რომ.. რომ..
    მართალი ხარ. დასანგრევია სისტემა. და მთლიანად გასატავისუფლებელი ის ხალხი, ვინც ვითომ რამეს აგვარებს იქ! პირველი ურთულესი პრობლემაა ჩემს ცხოვრებაში. დღესაც არ ვიცი მანდ რაღას ვაკეთებ. მაგრამ რახან თავი შევყავი, უკან დასახევი გზა მოვიჭერი ყველანაირად!
    უფ, ავწუწუნდი ახლა. არადა უმთავრესი დამნაშავე მე ვარ! კარგი საკომენტარო და საწუწუნო პოსტია :D

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    დღესაც იქ ვარ და გეტყვით რა სიტუაციაა ტუ გაინტერესებთ: თვითმმართველობაო- არ იცის რას აკეთებს საერთოდ, რა უნდა გააკეთოს! (სამედიცინოზე ვსწავლობ და ) ,პრივილეგიების’ მეტი ვერ მოიპოვეს პრაქტიკისებურობის ინსტიტუტისთვის და ისიც მხოლოდ რაღაც ორგანიზაციებით, ისიც თანხის გადახდის შემდეგ, და ისიც მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებისთვის ზოგიერთის გამოკლებით!
    მომუშავე პერსონალიო- ახლაც ისეა, როგორც დაგიტოვებია! თავისი საქმის გაგებაში არ არიანო ისეთ შტაბეჭდილებსას დაგიტოვებენ. რაღაც პრობლემები შემექმნა მეგობრებთან ერთად (და მაშინ ყველაზე დიდი შანსი გავუშვი ხელიდან უნივერსიტეტის დატოვების!) და ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს, იდეებს ჩვენ ვაწოდებდით! ეს ერთი! და სტიპენდიაზე განაცხადის დაწერა სასაცილოა!- სახელი ხომ გქვიათ სტიპენდიანტის და იღებთ თუ არა რა აზრი აქვსო :D
    კიდე მინდოდა რაღაცების დაწერა, მაგრამ ცალკე პოსტისმაგვარი გამოვა, შენს პოსტზე დამოკიდებული :D

    1. Zura Balanchivadze

      მაგათთან ერთად, ბევრი საინტერესო მოგონებაც მაკავშირებს თსუ-სთან და სხვა დროს დავწერ :)))

      1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

        ხო კარგი იქნება, ცოტას განვიტვირთები მაინც, თორე მარტო ჩემი თავი მგონია ეგრე და მაგრად აღარ მაინტერესებს დავამთავრებ თუ არა უკვე. თუმცა ხავსს მაინც ვეჭიდები ხანდახან

  4. Mari

    2 წლის შემდეგ, როცა თსუ-ს დავამთავრებ, მოვითხოვ ბაკალავრის ხარისხთან ერთად მომანიჭონ დამწყები მარჩიელის სტატუსიც! არა, სახელმძღვანელოების პრობლემა ნამდვილად არ გვაწუხებს ფაკულტეტზე, მაგრამ ვიცით, რომ არასოდეს არავის არაფერი უნდა ვკითხოთ, თუ არ გვინდა სადღაც ჯანდაბაში გაგვაგზავნონ, საიდანაც კიდევ სადმე გაგვაგზავნიან და ბოლოს ერთ თვეში დაგვიბარებენ, პასუხის გასაცემად. ასევე, უკვე ინტუიციით ვხვებით, როდის რომელი გამოცდა შეიძლება გვქონდეს, როგორ ვისხდეთ ერთდროუალდ ორ გამოცდაზე, ვისი ქულა ჩაგვიწერეს ბაზაში შეცდომით, სად უნდა ავიღოთ რაიმე სახის საბუთი და ვის უნდა ვეხვეწოთ ზედ ხელის მოწერა. მოკლედ, დამატებითი უნარ-ჩვევებიც გვიმუშავდება :)

  5. Nata Dzvelishvili

    მთელი ქვეყნიერების გასათათხი რომ გახდა თსუ იმედია ახლა მაინც შეიბერტყავენ ყურებს გადაწყვეტილებების მიმღები პირები.

    არადა ასეთი კრიტიკა (არგუმენტირებულიც) მაინც ძალიან მხვდება ხოლმე და გული მწყდება, მაინც ჩემი უნია. თუმცა ყველაფერი სიმართლეა და კიდევ ბევრი არ წერია აქ

    სულ მიკვირს ხოლმე როცა შეგიძლია და არ აკეთებ, აბა რისთვის ხარ იქ?

  6. Dato David Lobzhanidze

    უნივერსიტეტის საკითხი მტკივნეულია, მეც ბაკალავრიატზე მანდ ვსწავლობდი და შეიძლება უადგილოა ჩემი შენიშვნა კიდევაც.
    შეიძლება არ ვიცი ზუსტად და მეშლება რაღაც, მაგრამ პირველ აბზაცში გამოთქმულმა აზრმა ცოტა გამაკვირვა. ილიას შესახებ… როგორც ვხვდები ილია ჭავჭავაძეზეა საუბარი, რომელიც ამ პოსტში ხსენებული უნივერსიტეტის მშენებლათაა მოხსენებული, თუ არ ვცდები მას თსუ-ს შენებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია… თუ ვცდები შემისწორეთ, თუ არ ვცდები გთხოვთ ფაქტები გადაამოწმოთ როდესაც წერთ.

    1. Zura Balanchivadze

      ილია ერთ-ერთი მოთავე იყო საქართველოში უნივერსიტეტის მშენებლობისა და რეგულარულად სტუმრობდა სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა ვეღარ მოესწრო…

      1. Dato David Lobzhanidze

        წყარო შეიძლება დაიდოს? მე ვერ ვიპოვე ვერსად. ვერ მოესწრო ისეთი ნათქვამია… 11 წლით ადრე გარდაიცვალა გახსნამდე.

        1. Zura Balanchivadze

          http://www.tsu.edu.ge/ge/about/history/ – მეორე აბზაცი. პირველ კორპუსში კი დიდი სურათ კიდია (იმედია, არ გადააგდებდნენ), სადაც, სხვა გამოჩენილ ადამიანებს შორის, ილიაც დგას მშენებარე უნივერსიტეტის შენობის წინ.

  7. tiktika

    mtelma qveyanam gaigo chvens “saamayo” universitetshi arsebuli mdgomareobis shesaxeb da guli mwydeba, rom kitxvaze-“martla aseti ambebi xdeba tqventan?”, ukve dadebitad vpasuxob :S

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »