ზა-გარი ზა გარამი!

(აქ რაიმე გოგოშკური დიალოგი უნდა ყოფილიყო, სადაც ორი სოფლელკა “თინჩო” და “ანჩო” ერთმანეთს თავიანთი “მთისა” და ზღვის” ზაგარის შესახებ ემატრაკვეცებიან და ბოლოს, სახურავისა და თბილისის ზღვის ზაგარი რომ აღმოაჩნდებათ).

ზაგარი – ქართულ “გარუჯვას” ისევ მტრის ენიდან ნასესხები (და ჯერ კიდევ ჩაუსესხებელი) ეს სიტყვა მირჩევნია. “გარუჯვა” ჩემთვის დალურჯებასა და დაჟეჟილობასთან ასოცირდება, ხოლო ინგლისურ “sunbath” ჯერ ფეხი არ მოუკიდებია ჩვენში. როგორც უნდა იყოს, მზის აბაზანის მიღება (თუ ჩრდილში წამოწვები, ჩრდილის აბაზანა გექნება?) ნელ-ნელა საშიში ხდება და მალე, ალბათ, ბუნებრივი ძუძუ-ტაკოებით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

ზაგრის მიღება იმიტომ არ გვჭირდება, რომ

კვირის განმავლობაში 3-ჯერ დღეში 15-30 წუთი მზეზე საკმარისია ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობის ნორმალიზებისათვის, რასაც ადამიანი მზეზე წამოწოლის გარეშეც იღებს.

მზის სხივებს აქვთ თვისება, პიგმენტური ხალების ავთვისებიან სიმსივნედ – მელანომად გადაქცევისა.

ოზონის ხვრელების გაზრდა-გადიდების გამო ატმოსფეროში უფრო მეტი ულტრაიისფერი სხივები იფრქვევა, ვიდრე 20 წლის წინ.

I და II ტიპის (ღია ფერის) კანს დიდხანს არ ეკიდება მზე და პირდაპირ იწვება – შედეგად, აღარც ზაგარი, აღარც კაიფი.

უ-ზაგრ-ობის დადებითი მხარეები

არავითარი გულისამრევი რაზნიცა

კანის ერთიანი ფერი (როგორიც არ უნდა იყოს)

ნაკლები კანის კიბო

ნაკლები გოგოშკური შური “სახურავის ზაგარს თბილისის ზღვის ზაგარი მაინც მირჩევნია”-ს ტიპისა

რაც მთავარია: ნაკლები ლეღვი ქალის ლეღვი გადაწყვეტილება

პ.ს. არ იფიქროთ, რომ არ მხიბლავდეს ზაგრიანი ქალები. პირიქით! მაგრამ თუ მის მადიაღმგზნებად შებრაწულ სხეულზე თითების ჩაცურებისას კიბოს კვანძებს წავაწყდი….

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ზა-გარი ზა გარამი!

  1. პარკერ

    ჩემი კორპუსის სახურავზე აძვრნენ მაგ მიზნით და მეზობელი გამოუვარდა, რას აკეთებთ, წყალი ჩამომდის ისედაცო, და ამათმა თავი იმართლეს,იცით, ჩვენ წყალი არ აგვიტანიაო :დ

    1. zurriuss Post author

      ააა, ვაბშე ორიგინალური თავის მართლებების საიტი უნდა გავხსნა :green:

  2. ლინა

    ეს პოსტი ცხვირის წინ უნდა ავუფრიალო იმ გოგონებს,რომლებიც გამუდმებით ჩამძახიან,რომ თეთრი სხეული ძაან ცუდია და ტეხავს.

  3. კიწი

    იმათზე მეცინება ავტოზაგრით რომ არიან აჭრელებული ისე აქვთ წასმული დაუბანელი გეგონება :d რა ჯობია თეთრ ქუნქულა კანს :d

  4. მარი

    მაპატიეთ მე გოიმს, მაგრამ სათოხარიდან დაბრუნებულებს ჰგვანან ეს გაზაგრულ-გამურულ-დამწვარი ხალხი. და რა მნიშვნელობა აქვს, ბათუმში მიიღებ ზაგარს თუ თბილისის ზღვაზე, მზე მაინც იგივე არ არის?
    P.S. სოლარიუმებზეც გეთქვა რამე.

    1. zurriuss Post author

      17 ლარი მომეცი და პირველი მე გავიკრავ მაგ ლოგოს :d

  5. Izaya

    “არავითარი გულისამრევი რაზნიცა”

    ეგ გულისამრევი რაზნიცა ვიღაცეების ფეტიშია ზურა :დ ჩემი არა მაგრამ გამიგია არისო..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »