ამ დღის შესახებ იმ დროიდან ვიცოდი, რაც 2010 წლის კალენდარი ვიყიდე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთებამდე აღარც მახსოვდა. თავში უცებ დამკრა, როგორც ხდება ხოლმე, და წავედი. ნაწარმოებს ტრადიციულად “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია” ერქვა.
მივედი დანიშნულების ადგილას – მარტო ვარ. არადა, სწორად მივედი. არადა დასწრება თავისუფალია. მაშინ, სად არის ხალხი? სად არის ბრბო, რომელიც ხელიდან არ უშვებს შანსს, მუსიკის ნებისმიერ შენელებულ ადგილას ტაში დასცხოს? ისევ მარტო ვზივარ წვიმისაგან შეხორკლილ შიფერიან სახლის სახურავზე.
მივიხედ-მოვიხედე, სულიერის ჭაჭანება არაა. მხოლოდ აღმოსავლეთიდან მობერილი თბილი სული დასრიალებს ჩემს ტანსაცმელში. ჯანდაბას ყველა! ყველანი დანევროზებულები არიან. თუ არც უნდათ, იყვნენ ოფლიან სახლებში თვალის სითხის ამოშრობამდე მიაშტერდნენ მონიტორებს! ჩვენ კი საქმეს მივხედოთ.
როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ჩემი სამეზობლოს ყველაზე მაღალ წერტილზე მჯდომიც კი მარტო ვარ. მეზობლები მიეჩვივნენ ჩემს სახურავზე ბოდიალს.
დირიჟორი დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გაჩნდა. სავარაუდოდ სრულიად ცარიელი დარბაზი (რადგან ჩემი გადმოსახედიდან არავინ ჩანდა) არ შეიმჩნია და, ეტიკეტისამებრ, ხელით ანიშნა ორკესტრსა და გუნდს, ფეხზე ამდგარიყო.
დაიწყო “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია”.
Overture

შებინდებიფრად გადამწიფებულ დინებას სოპრანოთა ხმები წყლის ზედაპირზე გაცურებული ქაღალდის ნავივით შეერია
Allegro
Adagio
Menuetto

სიმფონია ნელ-ნელა ღვთისმსახურებას დაემგვანა, როდესაც ქოროს თვალებში ჩამავალი მზით განათებული ცრემლი შევნიშნე
Finale

როცა ყველა ინსტრუმენტმა და ყველა ყელმა ერთად იქუხა, მუსიკა ნელ-ნელა დაბლა დაეშვა და წყლის ზედაპირზე დავარდნილი ბუმბულივით ფაფუკად მიიძინა

სიჩუმე იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი გუნდი და ორკესტრი მალე ქარში გაწეწილ ბამბას დაემსგავსა
მზესთან ერთად გავაცილე 2010 წლის ზაფხული და მოგონება უზრუნველ ბავშვობაზე, რომელიც 29 მაისიდან იწყებოდა და 31 აგვისტომდე გრძელდებოდა. მიხარია, რომ მხოლოდ მე ვნახე ამ წლის ზაფხულის ჩამავალი მზე, რომელიც ისე ჰგავდა ზაფხულის მზეს, კარგად ნაცნობს, მცხუნვარებით დაღლილს, ირონიულს ყველაფრის მიმართს და, მიუხედავად ამისა, მაინც გულწრფელს.
ხვალაც სიცხე იქნება. მზე ხვალაც ამოვა, ვითომც არაფერი, მაგრამ ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია უკვე შესრულებულია. კიდევ ერთი უკანასკნელი სიმფონია















ვაიმე ზურა, რა მაგარი პოსტი იყოოოოოოო…
მოვალეობას რა ვუთხარი, თორე ამაზე იდიოტობა არ დამიწერია
მოვალეობას? :O
მოვალეობისთვის წერ?
არა და მე მომწონს. ზაფხულის ყველაზე სასიამოვნო გაცილებაა
დაო სიყვარულოვნა, ხომ იცი, რომ მე პოსტის წარმატებას კომენტარებით განვსაზღვრავ :*
სულ დამავიწყდა კომენტარებზე დახამებულ ბავშვის პოსტებს რომ ვკითხულობთ.
ჰმ…
კომენტარების მიხედვით თუ იმსჯელებ 6-კომენტარი, ეს მეშვიდე, აქედან 3-შენი გამოდის რომ პოსტი არ ვარგა?
არადა, როგორ არ ვეცადე: ვირთხის ხორცი, როგორც წესი, სამჯერ დავკეპე, 2 საათს ვადუღე, მერე ძმარი დავასხი, ხახვი ჩავთალე და 15 წუთში ლეპტოპს ვაპკურე, როგორც ყოველთვის.
არ გაამართლა…
ეტყობა ძალიან ახალგაზრდა ვირთხა იყო. ხომ იცი რაც შეიძლება ბებერი ვირთხის ხორცი უნდა, თანაც ეგ ყველაფერი ზაფხულის უკანასკნელი მზის ჩასვლამდე უნდა გაგეკეთებინა
მე კი გამიგია, რომ ყვავი უნდა მოხარშო ისე რომ ორთქლი არ ამოუვიდეოსო და… თუ ეს ბლოგებზე არ ვრცელდება? ნუ როგორც არის.
არ იციან ამ ადამიანებმა ზაფხულის ფასი და პოსტი მოეწონებათ? ეგენი უნდა გადაასახლო ციმბირში და იყვნენ იქ.
ზაფხული ისევ მოვა 272 დღეში. მთავარია აქ დავხვდეთ.
კიდევ კარგი დამთავრდა ზაფხული, ვერ ვიტან ვეეეეეეეეეეეეერ
ჯერ მარტო სახელი ზ–ა–ფ–ხ–უ–ლ–იიიი …
მაგრამ ეს პოსტი რომ წავიკითხე………………..სერიოზულად გეუბნები, ეგრე გაგრძელე!!!
ეს პოსტი რომ წავიკითხე ნერვების მომშლელი და ოფლმდენი მზეც კი მომენატრა…
ერთი სიტყვით ნახვამდის ზაფხულო,,, სიტყვებიც აღარ მყოფნის!!!!!!!
მადლობა დიდი!
კარგია ))
ჰმ, აჰა შენ კომენტ
(არადა მართლა კარგი და სასიამოვნო პოსტია. მიყვარს ერთი სცენის მოქმედებები პოსტებში
)
გმადლობთ დაფასებისთვის, ძმანო
იდიოტობა არის შემდეგი კომენტარი:”მოვალეობას რა ვუთხარი, თორე ამაზე იდიოტობა არ დამიწერია “.კომენტარების რაოდენობით განისაზღვრება პოსტის წარმატება, სწორედ