მოკრძალებული ჰელოუ, მე ვარ სტუდენტების ომბუდსმენი

ეს საკითხთან არაფერ შუაშია. უბრალოდ, გადავაწყდი და გავიფიქრე, ნეტა საკუთარს როდის მოვესწრები-მეთქი

რაღა დასამალია და ეს ბოლო დღეებია, ოფიციალურად ვეკურთხე GIPA-ს თანამშრომლად. თავიდან კარგად ვერ ვხვდებოდი, რა თანამდებობა მეკავა. სადღაც სტუდენტებსა და ლექტორებს შორის რომ ვიყავი, კი ვიცოდი, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობდა სიტყვა “შუამავალი”, ვერ გამეგო. ისეთი პირი უჩანდა, რომ სტუდენტების შპიონობას მთხოვდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. მოკლედ,

როგორც აღმოჩნდა, მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა უფლებების დამცველი ვარ. ეს კი გულისხმობს I და II კურსის ჟურნალისტების საერთო პრობლემების, პრეტენზიებისა და უკმაყოფილებების გაცნობა-გაზიარებას და მათი შესაბამისი პირებისათვის (დეკანი, რექტორი) გაცნობას. მოკლედ, სტუდენტების ომბუდსმენი გამოვდივარ.

მაგალითად, დღის წესრიგში მიდგას რამდენიმე ახალი საგნის დამატება (ამ საკითხის მოგვარება), რომელიც სტუდენტებს არ გაუვლიათ და (სამართლიანად) თვლიან, რომ სადიპლომოსთვის გამოადგებათ. არის ტექნიკასთან დაკავშიებული პრობლემებიც. მოკლედ, საწუწუნო არავის გამოელევა.

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ როცა სტუდენტებთან რაღაც გაურკვევლობა ხდება, მეკაიფებიან, აი, ეგ შედის შენს  კომპეტენციაში და აბა გადაწყვიტეო. გოოოოშ! :d:

მიხარია კიდევ ერთი სამსახურის დაწყება. თანაც არა მოდუნებულის, არამედ მთელს ჩემს ენერგიას რომ მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ მენდონ. მეორეც, მინდა, ჩემიანებს დავეხმარო, რადგან მათ გააქვთ ამ სასწავლებლის სახელი, რაც შემდეგ ახალი ნაკადის შემოდინებას განსაზღვრავს. მოკლედ, მოკრძალებული ჰელოუ, მე ვარ სტუდენტების ომბუდსმენი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “მოკრძალებული ჰელოუ, მე ვარ სტუდენტების ომბუდსმენი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »