ის, რაც ყველას ჩვენებურად გვიყვარს

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ერი ვიდეოკასეტითა და ვიდეომაგნიტოფონით ეზიარებოდა, ჩვენ, პატარა გოგო-ბიჭები, ერთად შეყუჟულები ვუყურებდით უკვე მერამდენედ გადაღეჭილ საბავშვო ფილმებს. როცა ხედავ, რომ იქ, ამერიკაში, უკეთესად აცვიათ, გასაგიჟებლად მიმზიდველი რამეები ხდება და ყველას ისე ერთობა, როგორც უნდა, მიეჯაჭვები ვიდეოს, აბა რას იზამ. ჩვენი დახამებულობისა და ულევი ინტერესის შედეგად, ვიდეომაგნიტოფონმაც ზეპირად იცოდა ყველა ფილმი და ზოგჯერ კასეტის ჩადება სულ არ გვჭირდებოდა, ისე მოგვიყვებოდა ყველაფერს :)

თინეიჯერი კუ ნინძები იგივე ტეენაგე ტუტრლეზ :)

ლეონარდო, მიქელანჯელო, დონატელო და რაფაელი – რაც მე ამათ გამო იმდენი რვეულები მაქვს გამწვანებული და ჯოხები დამტვრეული, მიკვირს, ვინმე როგორ არ შემომაკვდა. ჩემს სამეზობლოში გავიყოფოდით და ყველა რომელიმე კუ ნინძა ვიყავით. მე, როგორც ლეონარდოს, ზურგში ორი ხმლის ჩამაგრება მიწევდა და იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი კაციშვილი არ მეგულებოდა. ერთი მეზობლის ბალკონიდან მეორეზე დავძვრებოდით და ბოროტებს ვეძებდით.

ჯუმანჯი :)

ამ ფილმმა პირველად ძალიან შემაშინა, რადგან ამდენი ვეებერთელა ობობის დანახვა ნებისმიერ არაქნოფობს გულს გაუხეთქავს. თან მეგონა, რომ მართლა არსებობდა ასეთი საბედისწერო თამაშები, რომელთაც თუ არ დაასრულებ, ვერ გადარჩები. ამიტომ, თავიდან რომ ვნახე, მერე რამდენიმე წელიწადს არც მივკარებივარ. მერე ცოტა აზრზე მოსულმა ვნახე და შემიყვარდა. კაცმა რომ თქვას, რობინ უილიამსი ვის არ შეუყვარდებოდა :)

მისის დაუთფაიერი

რობინ უილიამსზე ეს რომ არ გაგახსენდეს, წარმოუდგენელია. როცა მახსენდება, როგორ მინდოდა, ოჯახში ასეთი მაგარი ძიძა გვყოლოდა, ვფიქრობ, რომ შვილს ასეთ ტიპს ავუყვან… ან, ბოლოს და ბოლოს, მე გადავიცვამ :D ამ ფილმზე შემიძლია, ვიცინო ნებისმიერ დროს და ვიყო ბედნიერი იმით, რომ არსებობს ყველა ასაკზე თანაბრად გათვლილი ძალიან მაგარი და ლამაზი კომედია პახაბნობების გარეშე :)

ტყუპი ძიძები

სადაც ძიძებზეა საუბარი, ეს ზე-ზერზკი ფილმი რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. პირადად მე, ალბათ, ისევე, როგორც ყველა, ასეთი ძიძა მინდოდა, მყოლოდა, რომელიც არაფერს გიკრძალავს, შენზე მეტად გიჟია და ყველაფრისგან დაგიცავს. საერთოდ, ჰოლივუდში ყოველ ათწლეულში მოიძებნება შინაური ძაღლის, პატარა ბავშვების და ძიძების ფილმები, მაგრამ 90-იანები ჩვენი დროა და გვაცალეთ, რაა :p

ორნი – მე და ჩემი ჩრდილი

ჰა, რამდენი იყავით ამ გოგოებზე შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ მერი-კეიტ და ეშლი ოლსენებს ერთმანეთისგან ვერასდროს ვარჩევდი (ნახევარი მსოფლიო ვერ არჩევს), მაინც მქონდა გადაწყვეტილი, ერთ-ერთისთვის სიყვარული ამეხსნა. ჯერ კიდევ მარკ ტვენის მიერ მოფიქრებული სიუჟეტის ეს ეკრანიზაცია ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელს თავისებურად უყვარს. იმედია, ამას კომენტარებშიც დავინახავ.

ხაფანგი მშობლებისათვის

ესეც კიდევ ერთი ფილმი ტყუპების თემატიკაზე. რა კარგია ლინდსი აქ. მაშინ მეგონა, რომ ესეც ორი იყო და ისე მომწონდნენ, ფილმის ნახვის შემდეგ ვიგრუზებოდი, რეალობაში რომ მათან ერთი კასეტაღა მრჩებოდა

მარტო სახლში

დასაჭერია ის, ვინც 90-იანების ყველაზე საყვარელ საბავშვო ფილმებს ახსენებს და ეს გამორჩება. პირადად ჩემთვის ნამდვილად კეთილი ფილმი ყველა დანარჩენზე ცოტათი მაღლა დგას, რადგან სწორედ სიკეთეს და დადებით ემოციას მივიჩნევ სიახლის შექმნის მუხტად.

ჩვილის გასეირნება კი არა და Baby’s Day Out

პატალა ბეიბი ბუ, ლომლის ცასაკლაპად უამლავი მაკულებელი დადიოდა კინოთეატლებსი, თურმე ორი ყოფილა. ადამ რობერტ და ჯეიკობ ჯოზებ უორტონები! არადა, მგონი, მთელს პლანეტას კი არა და, მთელს გალაქტიკას ეგონა, ერთი ბავშვი თამაშობდა. აგერ ამ “ბავშვის” ფოტოც:

როგორც არ უნდა იყოს, ეს ფილმი ერთ-ერთი იმ ხასხასა მოგონებათაგანია, რომელიც ბავშვობას გვიხალისებდა.

ძნელად აღსაზრდელი ბავშვი

და ბოლოს: ბავშვი, რომლის აუტანლობამაც ჩემი აუტანლობა გადაფარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამე ამისგან ვისწავლე, ოღონდ მთლად სკოლაში არ ვაკეთებდი: ჯერ შინაურობაში ვტესტავდი და მერე, რა თქმა უნდა, ხეზე ვიმალებოდი. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, ბავშვმა თუ ერთხელ მაინც რაიმე ოსტატურად არ გააფუჭა, დებილი გაიზრდება. მე – ბევრი საგმირო საქმე მაქვს, თქვენ? :)

მოვრჩი ახლა წერას, სანამ ჩემს ვიდეომაგნიტოფონს ისევ ჩაუხვევია :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “ის, რაც ყველას ჩვენებურად გვიყვარს

  1. მარი

    აუუ, ვგიჟდებოდი ტყუპებიან ფილმებზე <3 მაგათ გამო კარგა ხანს მჯეროდა, რომ შეიძლებოდა სადმე ტყუპის ცალი მყოლოდა. :d

  2. Jessie

    როგორ მიყვარს ეს ფილმები <3 <3 ყოჩაღ ზურიუს.. ბავშვობა გამახსენე :)

  3. გვირილა

    ეეე, პირღია ვკითხულობდი ლამის. ადრე მეც მქონდა ძველ რაღაცეებზე დაწერილი, მაგრამ ასე კონკრეტულად ფილმები არა. აუ, რა მაგარია, რამდენიმე არც მახსოვდა.

    ტყუპებზე ვგიჟდებოდი, მგონი მაგ ფილმის ბრალია ტყუპებზე რომ ვოცნებობ. ისე, მეც კაი ხანს მეგონა, რომ სადღაც მეყოლებოდა ორეული.

    ნუ, ყველა ფილმი კაია, მარა “აძინ დომა” სულ სხვაა რა, ვერც ერთი ვერ შეედრება, სულ ყველა მაქვს ნანახი და ახალი წლის საღამოს ან პირველში ყოველთვის იყო რუსულ არხებზე, მგონი მარტო მაგიტომ მიხაროდა ახალი წელი :lol: მილიონჯერ მაქვს ნანახი და დღესაც სიამოვნებით ვუყურებდი. ვაფშეტა, კაი აზრია ხო იცი :d ჩავუჯდები დღეს ;)

    ხო, ბოლო ფილმი ვერ გავიხსენე რატომღაც, აშკარად არ მაქვს ნანახი და მგონი დებილი გავიზარდე, აბა მართლა არაფერი გამიფუჭებია არასდროს, ოსტატურად გაფუჭებაზე რომ არაფერი ვთქვა :lol:

      1. გვირილა

        ეეე, კევინი ^_^
        ვაიმე, მერე ვნახავ, ახლა რუსთავი უნდა ვნახო :p ნუ, “აძინ დომას” ვერ აჯობებს ალბათ, მარა პირველად მივდივარ და რა იცი რა ხდება, იქნებ მომეწონოს :d

  4. santy

    ვაიმეე რა კარგია ბავშვობის მოგონებები :D ბეიბი ბუზე და მარტო სახლში-ზე ვაფანატებდო :D პრინციპში რაღა დი ეხლაც ვაფანატებ :D კუნინძები არასდროს არ მიყვარდა არც მაქ მთლიანად ნანახი :D

    1. zurriuss Post author

      კუ ნინძები და ჯეკი ჩანი ბიჭების თემაა მაინც :green:

  5. ჩორვენი

    სულ ბოლო ფილმი, ძნელი აღსაზრდელი ისე მიყვარს რომ მაგის საუნდტრეკი იპოდშიც კი მიგდია : ) აი ის საჩუქრებს რომ აუზში ყრის და პატარა “გვირილა გოგო” რომ ტირის და ხელებს იქნევს უმწეოდ ♥

  6. ქეთი

    რა საყვარელი პოსტია :* :* :* :* :* ზურიუს მომწონს შენი (ამჯერად ბავშვური) არანორმალურობა :p :* :* :* :* :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.