სკვერი რკინიგზელთა სახლის უკან

რატომ უნდა მოგნდეს პაპანაქებაში ისეთი არასასურველი ადგილის მონახულება, როგორიც რეკონსტრუირების გზაზე მდგარი აღმაშენებლის გამზირისა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაც შენდება და, მით უმეტეს, თუ ეს არქიტექტურა რეტროა. ამ თემაზე მერე ვისაუბრებ, ახლა კი წარმოგიდგნეთ ერთ განახლებულ სკვერს, რომელმაც ძალიან მომხიბლა.

ცენტრში, რა თქმა უნდა, დგას სიმპათიური (მაგრამ) საბჭოური ტიპის შადრევანი :)

ისე, რა მოხდება, ერთ ასეთს მაინც რომ ვეღირსოთ სადმე. ლიკანს ან ბორჯომს შეუდარებლად მოუხდებოდა.

მერე რა, რომ რუსულია

სკვერის მარცხენა კედელზე ძველი თბილისის ფოტოებია გამოსაული.

მარჯვენა მხარეს ხეივანი და ბავშვთა გასართობი მონაკვეთია.

ხეივანში ხასხასაფოთლოვან ხეთა ჩრდილია და, სხვა ადგილებთან შედარებით, საკმაოდ გრილა. მე სიამოვნებით ჩამოვჯექი და წყლის შხეფების ხმაურზე კინაღამ ჩამეძინა.

ძალიან მომეწონა, რომ ბავშვებს თავიანთი შემოსაზღვრული ტერიტორია აქვთ. ვინაიდან, საქანელები, სათამაშო სილა და პლასტმასის სახლები ბლომად აქვთ, უფროსები "დაცული ვართ" მათი შემოსევისაგან.

ჯერ ვერ დავადგინე, ინტერნეტი არის თუ არა, სამაგიეროდ, პერიმეტრს ბლომად პოლიციელი იცავს. მოზასავეებო და ლუდის მსმელებო, თქვენ აქაური ეტიკეტის დაცვა მოგიწევთ.

ზოგი თქვენგანი იტყვის, რომ აქ თავისუფლება არ არის ანუ იმას ვერ გააკეთებ, რაც გინდა. "სამაგიეროდ", აქ უამრავ კეთილ გამომეტყველებას, ბედნიერ შეძახილებსა და მსგავს რამეებს გადააწყდები. ახლა ამას სხვაგან არც-თუ ხშირად ნახავ. დააფასეთ ბავშვების თავისუფლებაც.

მიუხედავად იმისა, რომ შადრევანი საკმაოდ დაბალია, პატარა მაინც ვერ წვდება. ამაზე პასუხისმგებლობა არა მერიას, არამედ მშობელს ეკისრება. სხვათა შორის, ამ ბიჭს არ წყუროდა, თორემ იქვე მჯდომ მშობელს (სავარაუდოდ, დედას) დაუძახებდა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “სკვერი რკინიგზელთა სახლის უკან

  1. მარი

    რუსული შადრევნების ტყუილად გიკვირს. ლიკანში ისეთები მაქვს ნანახი (15 წლის წინ)დღემდე მახსოვს.
    რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორია მეც მიყვარს <3 ადრე, ცეკვაზე რომ დავდიოდი, მერე მანდ ვსეირნობდი ხოლმე :)

    1. zurriuss Post author

      ლიკანის ერთი, ბაყაყი შადრევანი მახსოვს და მეორე კიდე ხეივანში, ცოტა მოშორებით. ეგეთ ტყე-ბაღებს დახატავდა ცარსკიე ფანტანჩიკი ნამდვილად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.