რამდენიმე საინტერესო ფოტო, რომელიც მინდა, იცოდეთ

როგორც ყოველთვის, ჯერ კიდევ არ მიპოვია ჩემი ბლოგისთვის შესაფერისი დიზაინი. ესეც დროებითია. უბრალოდ, ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებს ამ ეტაპზე აკმაყოფილებს. რაც შეეხება ფოტოებს, ყველა მათგანი ჩემ მიერ სხვადასხვა დროსაა გადა$ღებული. ხარიხს ყურად$ღებას არ ვაქცევთ, რადგან მობილურითაა და გადავდივართ მათს შინაარსზე. ასე და ამგვარად…

 

ზვიად გამსახურდიას (ჯერჯერობით, საბოლოო) დაკრძალვაზე მთაწმინდის პანთეონს იმდენი ხალხი შეესია, ზოგი, ამ ქალის მსგავსად, პირდაპირ ღობეზე მოძვრებოდა

რენი ჰარლინს, სანამ დაბურული მინის მიღმა გაუჩინარდებოდა, სულზე მივუსწარი

ეს ძალიან ცუდი ავარია 4 ივნისს გორთან მოხდა. ჩვენ თბილისისკენ მივდიოდით. ისედაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და არ გავაჩერეთ.

წინა სურათისგან განსხვავებით, ეს გაცილებით მშვიდია და ფისოც ცოცხალია. უბრალოდ, მზეზე ნებივრობს.

ქუთაისელი თოვლის ბაბუა ანუ no comment (2007-ში გადავიღე)

"ატეხილი შადრევანი" (2007)

ამ სურათზე გამოსახული ადგილი კი დღეს აღარ არსებობს. კაფე "რუსთაველი" ჩემი პირველკურსელობის საკმაოდ ხშირი თავშესაფარი იყო

აღარ არსებობს არც ინგა გრიგოლიას "რეაქცია", რომლის ლაივებზეც სტუდენტები ძალიან ხშირად დავდიოდით.

წარწერა გეპეის მე-6 კორპუსის ლიფტზე

ესეც ჟუჟუნა ბებო, რომელიც ამ ლიფტში ცხოვრობდა. არ ვიცი, ახლაც იქ არის თუ არა, მაგრამ 2009-ში ლიფტი უიმისოდ არ არსებობდა.

ორიოდ წლის წინ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ჩემს მეზობლად, 9-სართულიანი კორპუსის მიშენება ჩამოინგრა.

ვინც თბილისი-ქუთაისის გზა კარგად იცით, აუცილებლად გეცოდინებათ რკინის დონ კიხოტიც, რომელიც რიკოთთან, ერთ-ერთი უგვანი სასადილოს წინ დგას.

სურამი ზამთარში

ესეც 2 თვის ლეკვი ვაგზლის ბაზრობაზე :)

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “რამდენიმე საინტერესო ფოტო, რომელიც მინდა, იცოდეთ

  1. 13th

    სურათებს დაადე watermark, არ გინდა? :)
    მინდოდა ჩამონგრეული მიშენებების სურათი წამეღო facebook-ზე.

    1. zurriuss Post author

      დამეზარა ძველი სურათების კიდევ ერთხელ წამება , თორე აწი ვიზამ :d

  2. ბატონია კოწია

    რათქმაუნდა ჟუჟუნა ბებო ისევ თავის “პოსტზეა” მაგრამ მხოლოდ კალმების და რვეულების გაყიდვით შემოიფარგლება. :d :d

    1. zurriuss Post author

      ვააახ… არა, რა, სანამ ჟუჟუნა ბებო ადგილზეა, მეექვსეს არაფერი ემუქრება! :green:

  3. Jessie

    “ესეც ჟუჟუნა ბებო, რომელიც ამ ლიფტში ცხოვრობდა. არ ვიცი, ახლაც იქ არის თუ არა, მაგრამ 2009-ში ლიფტი უიმისოდ არ არსებობდა.” >> აქამდე ზის მანდ :))))

    1. zurriuss Post author

      დამგრუზავ ფოტოებს ფოტოხელოვანები იღებენ :)

  4. გვირილა

    კატა რა კაცია :-) მობილური მაგარი გამოსადეგი რამეა საერთოდ :-D მეც ბევრჯერ გადამიღია უცნაურობები და ვფიქრობ რა ვუყო, ბლოგზე დაყრა რატომღაც არ მინდა :-)

    ბლოგის დიზაინი ძველი ჯობდა აშკარად, მარა აქ კომენტარის დატოვების საშუალება მაქვს მგონი, იქ გავმწარდი რამდენჯერმე და შევეშვი :-) ხოდა, ის უცნაურობა თუ თემის ნაწილი იყო, ეს ჯობია :-)

  5. santy

    აიიი ხო ვამბობდიი :d კი ჟუჟუნა ბებო დღემდე იქ არი. სემესტრის დასაწყისში ტექნიკურში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. მერე ხალხს რო ვეუბნებოდი არ სჯეროდათ. ბოლოს იმდენი ქნეს ჩემ თავში ეჭვიც კი შემეპარა :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.