გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.

ხატვაში ფული აქამდეც ამიღია, როცა ილუსტრაციებს მიკვეთავდნენ, თუმცა ეს სხვაა. აქ, უბრალოდ, ხატავ და წინასწარ არაფერი იცი. არც იმაზე ფიქრობ, რა გამოვა და, მით უმეტეს, ვინ იყიდის. შესაბამისად, სულ სხვა შეგრძნებაა, როცა წინასწარ “გამეტებულს” რომ ქმნი და შექმნილს რომ გაიმეტებ. ფული რომ არა, ალბათ, არც გავაჩუქებდი. განა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეულია, არამედ იმიტომ, რომ ჩემია და მიყვარს. მიუხედავად ამისა, ნახატის გაყიდვა ტრაგედია სულაც არ არის. პირიქით, ძალიან მაგარი სტიმულია.

“როცა დროს სძინავს” კატიემ რამდენიმე დღის წინ იყიდა ნახატის ფეისბუკზე დადებიდან რამდენიმე წუთში. გუშინ შევხვდი და გადავეცი. ჰო, 40 ლარი ავიღე – ეს რიცხვი არ უნდა დავივიწყო, რომ მახსოვდეს, რა “სტავკით” დაიწყო ჩემი მოღვაწეობა :)

ხანდახან ნახატებს რომ თვალს გადავავლებ და 20 ნორმალურს რომ ძლივს დავითვლი, გაჩუქების სურვილი მეკარგება. ბოლოს და ბოლოს, თითოეულ მათგანს კვირებს და თვეებს ვანდომებ და ასე უგასამრჯელოდ შეველიო?

მომიტევეთ მეგობრებო, მაგრამ ამიერიდან არანაირი ჩუქება. თუ იყიდით, ამით თქვენც უფრო დააფასებთ და მეც დიდ სტიმულს მომცემთ, რომ უკეთესად ვხატო :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “გაყიდულია!

  1. კატო

    ეს ნახატი მეც ძალიან მომეწონა ფესიბუქზე რომ ვნახე….

  2. ნინო

    რამხელაა ეს ნახატი?
    სიამოვნებით მოვარგებდი ჩემს ინტერიერსაც, გაუმართლა მყიდველს :).
    ერთ–ერთია, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა ფბ–ს ალბომიდან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »