სოციალური დამთხვევების კრებული ანუ მიხარია

იცით, როგორ ვგრძნობ თავს? წინაღობებზე მხტომარესავით. “ბეგ ს პრეპიადსტვაიმი” რომ ქვია, ის. აქეთ სტატია, იქით ჯიპა, აქეთ სოციალური მედია, იქით ძილი და ნორმალური ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ჯერ არ ავჭრილვარ (მეტი რაღა უნდა მომივიდეს) და ღიმილის უნარიც შემრჩა (მგონი, ასაერთოდ გაღიმებული დავდივარ).

წინა კვირას, როგორც იქნა, ამისრულდა ორი რამ: 1. ვერ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე და 2. სოციალური მედიის კარგა ხნის წინ დაგეგმილ ტრეინინგზე ამოვყავი თავი. პირველ პუნქტთან ბოდიშს მოვიხდი და მეორეს მიმოვიხილავ.

პრაქტიკულ ლექციას შაბათ-კვირის განმავლობაში დევიდ ბრიუერი გვიკითხავდა. თავის დროზე BBC-ში ნამუშევარი და დიდი გამოცდილების მქონე ბლოგერი სოციალური მედიის მცოდნე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ზომიერად ვაფასებ ამ ტრეინინგს. თითქმის ყველაფერი ის, რაც იქ გავიგე, თეორიულად მაინც ვიცოდი. სამაგიეროდ, ისეთი რაღაცებიც აღმოვაჩინე, რომელთათვისაც ყურადღება არ მიმიქცევია. ტრეინინგს, ძირითადად, ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რაც ყოფილი კურსელების ნახვას მოასწავებდა. ასეც მოხდა.

გავაკეთე ახალი ინგლისურენოვანი ბლოგი Posterous.com-ზე. ეს არის შუამავალი ბლოგსა და მიკრობლოგს შორის. პირდაპირი კავშირი აქვს Twitter-სა და Facebook-თან და ბლოგის განახლებები ავტომატურად უკავშირდება ამ ქსელებს. არის კიდევ ბევრი სხვა ქსელი, რომელთა მხარდაჭერითაც ეს მიკრობლოგი სარგბლობს. ყველაზე სასარგებლო, რაც Posterous-ს აქვს, ეს მეილიდან დაპოსტვაა. ძალიან მარტივია:

დარეგისტრირების შემდეგ New Post-ზე დაწკაპუნებისად გამოდის არჩევანი: Post on web (თუ რაღაც ასეთი) და Post by Mail. მეორეზე დაწკაპუნებისას იხსნება შენი დარეგისტრირებული ფოსტის ფანჯარა და მისამართში ეწერება Post, შენი ბლოგის სახელი  და მერე @posterous.com. ანუ postXXXXXXXX@posterous.com. ასე, რომ პირდაპირ ამ მეილზე რომ გააგზავნით შეტყობინებას, თქვენს ბლოგზე პოსტი დაიდება. რაც შეეხება სათაურს, იგი იწერება მეილის სათაურის ზოლში. ტეგების მითითება ხდება შემდეგნაირად: მეილის სათაურის ზოლში ჩაწერილი პოსტის სახელის შემდეგ ჩაწერეთ ((tag: სასურველი ტეგი, მეორე, მესამე…)). თუ ფოტოს ატვირთვა გსურთ, ჩვეულებრივ მეილს Attachment-ს გაუკეთებთ და ეგ არის. რამდენიც გინდათ, იმდენ ფოტოს ატვირთავთ, ოღონდ ყველა მათგანი პოსტის თავზე განთავსდება გალერეის სახით. თუ არ გსურთ გალერეა, მაშინ პოსტის სათაურის ზოლში დაუმატეთ ((nogallery)).  რაც შეეხება ვებით პოსტის დაწერას, ის სტანდარტულია და აღარ აღვწერ. მოკლედ, მე ჩემი ბლოგი ზუსტად  ერთ საათში ავაწყვე და არც თქვენ გაგიჭირდებათ. ;)

დევიდი

სოც. მედიაზე ბჭობისას

კვირას გამოსამშვიდობებელი ვახშამზე ჩემი ჯიპელ ლექტორებიც მოვიდნენ და გამისწორდა :) "კოპალა" ულამაზესი ადგილია.

შორენა შავერდაშვილმაც დაგვდო პატივი და თავისი გამოჩენით "ლიბერალის" სასტავს გაუსწორა :)

გუშინ, სამშაბათს, მორიგი ბედნიერება დამატყდა თავს. ალექსადრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა, რომელიც “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ინტერნეტს მიმოიხილავს, ჩემი ბლოგი აჩვენა. გამიხარდა რომელია… :green: :green: :green: გავატარეთ…

იმავე საღამოს, როგორც იქნა, ტომუშკა გავიცანი. სამიოდ კვირით ჩამოირბინა საქართველოში და როგორც კი გავიგე, ეგრევე გავვარდი მის სანახავად. ხომ იცით, როგორ მინდა, რომ ყველა ბლოგერი პირადად გავიცნო ;) ტომუშკა შვედეთში სწავლობს, სადაც ყველაფერი თბილისზე თითქმის ორჯერ ძვირია, სამაგიეროდ უმუშევრობა იქ 10%ია, ჩვენთან კი ლამის პირიქით.


როგორც ჩემი ცხონებული მურადა იტყოდა, ტომუშკა ლამაზი გოგოაო. ტომუშკაზე საყვარელი ბლოგერი ქვეყანაზე არ დადისო (შვედეთს გულისხმობდა). ტომუშკა ანტილოპას ჩამოჰგავსო :)

ბლოგერობა უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს. კარგად ვიცი, რომ არა ჯიპა, ჩემს ცხოვრებაში ამდენი სასიამოვნო სიახლე არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწეწები დროში, რესპონდენტებში, საქმეებში და ა.შ. ყოველთვის მომეძებნება რამდენიმე ათეული მკითხველი, რომელიც გამამხნებებს და ძია სოლომონის ფრაზას შემახსენებს: “ესეც გაივლის” :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “სოციალური დამთხვევების კრებული ანუ მიხარია

  1. ნან

    საინტერესო პოსტი იყო ზურიუს, ფოტოზე ნაცნობები დავინახე და გამიხარდა, იანის კოცირასზე რომ არაფერი ვთქვა :)
    რატომღაც არა მაქვს ყველა ბლოგერის გაცნობის სურვილი, დიდ მანძლზე უფრო უსაფრთხოა :d

    1. zurriuss Post author

      მე არაფრის არ მეშინია! მე ტანკისტი ვიყავი და ა.შ. :)

  2. ნინო

    როგორ მინდოდა ამ ტრეინინგზე და გამოცდის გამო ვერ წავედი. სამაგიეროდ, ჩემი ლეპტოპი დაესწრო :)))

  3. Katieé.Ge

    მე ვერც ექსკურსიაზე წავედი და არც ტრენინგზე დამპაიჭეს, ბევრი იცი შენო და ბებერი ხარო, ალბათ ასე იფიქრეს :D:D:D

    დადე რა ლინკი კაკტუსას სიუჟეტის, უფრო სწორად დრო მითხარი რომელ საათსა და წუთზე ვეძებო :)) კაი ბიჭია კაკტუსა, ბლოგების მიმოხილვა რო დაიწყო, ვენაცვალე მაგას, მეც ისე გამიხარდა რო გამატელევიზორა, მარა თან იმხელა პასუხისმგებლობა ვიგრძენი, ელვის სისწრაფით გადავიკითხე ჩემი ბოლო პოსტები, იმ დღეს ზუსტად 2ჯერ მეტი ხალხი მომაწყდა, ვიდრე ყველაზე რეკორდულ დღეებში ოდესმე :D

    ჰო და კიდევ, მეილით ბლოგზე დაპოსტვას რაც შეეხება, ეგ ბლოგგერსაც აქვს და ვორდპრესსაც, თეგები და ნავაროტკები არ ვიცი, მაგრამ მეილიდან დაბლოგვა ნამდვილად შესაძლებელია და არაა რთული :)

    1. zurriuss Post author

      უიჰ, არ ვიცოდი მაგდენი…
      ლინკი გუშინ მუშაობდა და დღეს რა ეტაკა,არ ვიცი :(

  4. დათო

    გილოცავ წარმატებებს :) ასევე განაგრძე. ბათუმში რომ ჩამოხვალ კიდევ ბევრ ბლოგერს გაიცნობ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »