ოდეს კაცი დღესა შინა ორსა პოსტს დადებდეს, საქმე სერიოზულად იქნებოდესო – ნათქვამი არს Zurriuss-ის მიერ! :)
მოკლედ, რა ხდება: ეს არის ყველა კრეატიული და სოციალურად აქტიური ადამიანების საქმე. ჯიპას წყალობით ეს ინფორმაცია მოვიპოვე და ახლა თქვენ გიზიარებთ. მგონი, მაგარი რამეა. მე ისღა დამრჩენია, ჩემი იდეების გენერაცია მოვახდინო და ჩავუჯდე ამ საკითხს. აგერ ინფორმაცია უცვლელი სახით და აბა ჰე
თუ თქვენ საქმიანობაში და საერთოდ, ცხოვრებაში, გხვდებათ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის მნიშნველოვანი პრობლემები, რომელთა მოგვარება ვებტექნოლოგიების მეშვეობით არის შესაძლებელი, მიიღეთ მონაწილეობა სოციალური ინოვაციის ბანაკში, 8-10 აპრილს.
სოციალური ინოვაციების ბანაკის მიზანია, ერთად შეკრიბოს ის ადამიანები, ვისაც აქვს სოციალური პრობლემების ცოდნა და ისინი, ვისაც აქვს ვებტექნოლოგიების ცოდნა. 8-10 აპრილს თქვენ გეყოლებათ თანამოაზრე ვებპროგრამისტები, ვებდიზაინერები, მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტები, რომლებიც თქვენთან ერთად 48 საათის განმავლობაში იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან. მაგალითისათვის თქვენი იდეა შესაძლოა ეხებოდეს ადამიანის უფლებების დაცვას, არჩევნების მონიტორინგს, მუნიციპალურ მომსახურებას, განათლების საკითხებს, ჯანდაცვის სამსახურებს და საზოგადეოებისათვის აქტუალურ ნებისმიერ სხვა სფეროსა და საკითხს.
მანამდე კი რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ :
- 31 მარტამდე მოგვაწოდეთ თქვენი იდეა ამ ბმულზე არსებული ფორმის მეშვეობით: http://sic-caucasus.net/submit-idea/
- საერთაშორისო ჟიური განიხილავს და შეარჩევს ექვს იდეას და 5 აპრილს შეგატყობინებთ პასუხს.
- ნურაფერს დაგეგმავთ 8-10 აპრილს, თუ თქვენი იდეა შეირჩა, შემოგვიერთდით ბანაკში, იმუშავეთ თქვენ ჯგუფთან ერთად და წარადგინეთ ნამუშევარი ჟიურის და „სოციალური მედია – სოციალური ცვლილებისთვის“ კონფერენციის მონაწილეთა წინაშე.
თუ საინტერესო იდეასთან ერთად, ბანაკში შექმნილი ვებსაიტის მომავალში ფუნქციონირების შესაძლებლობასა და მოტივაციას დაანახებთ ჟიურის და პირველ ადგილზე გახვალთ, თქვენი პროექტი $3000 მიიღებს, თუ თქვენ ჟიური ვერ დაარწმუნეთ, მაგრამ აუდიტორია მოხიბლეთ და მათ საუკეთესო ჯგუფად დაგასახელეს, მაშინ თქვენს პროექტს მეორე პრიზი – $1500 გადაეცემა.
პრიზებს იდეის ავტორი იღებს, ხოლო თქვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებს მომავალში თქვენთან თანამშრომლობა საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ განაგრძონ.
სოციალური ინოვაციის ბანაკი კავკასიის მასშტაბით ტარდება და მასში 40 ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეა ჩართული. ბანაკი ტარდება „სოციალური მედია სოციალური ცვლილებისათვის“ კონფერენციის პარალელურად, რომელსაც „პროექტი ჰარმონია“ აწყობს. 8-10 აპრილს კონფერენციის და ბანაკის მონაწილენი ერთად გაატარებენ კულტურულ ცენტრ „მუზაში“.
მეტი ინფორმაცია სოციალური ინოვაციების ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.sic-caucasus.net .
გვესტუმრეთ 19 მარტს (3:30-ზე) ან 26 მარტს (5 სთ-ზე), ბროსეს ქ. 6, GIPA-ს ახალ კლუბში, ჩვენ მინი-ბანაკს მოვაწყობთ, ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ, გაჩვენებთ სოციალური ინოვაციის სხვა მაგალითებს და დაგეხმარებით იდეის ჩამოყალიბებაში.
სოციალური ინოვაციის ბანაკს აფინანსებს ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო”, სომხეთის ”ღია საზოგადოების ინსტიტუტი” და ”ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ქსელური საინფორმაციო პროგრამ. პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, “ომედია” სტუდიისა და საერთაშორისო არასამთავრობო ოგანიზაციის Transitions Online ხელშეწყობით.









მეც ორი პოსტი დავწერე დღეს
საინტერესოა მოვალ 19 ში ჯიპაში და იმედია უკეთ გავერკვევი
ოჰო წოწ
საინტერესო რაცხაა…
წარმატებებს გისურვებ ჯერ იდეის გენერაციაში და შემდეგ უკვე კონკურსზე
საინტერესოა
მეც ძალიან მომეწონა ეს მოვლენა
სად მიდიხართ დღეს და რომელ საათზე?
მე ჯერ სამსახურში ვარ
ისევ რუსთაველში.
“ვანილის მოტკბო სევდიან სურნელზე”
ისევ იმ დროს იწყება.
ისევ იმ დროს რას ნიშნავს?
რომელ საათზე?
ანუ ყოველთვის 8–ს 15 რო უკლია, მაშინ იწყება.
წამოდი, რააა
შენი მობ მომწერე
taa@taa.ge -ზე და თუ ცავეტევი დროში მოვალ აუცილებლად