ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

Number of View: 723

სამწუხაროდ, არც პეტრარკას ვიცნობდი ეგრე კარგად და არც ასლან აბაშიძეს, რომ მათზე დავწერო. ასე რომ, ზურია, მოდი აქ.

… ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

გავკეთილდი? სახელი მომემატა თუ ქონება? არც ტენორის საოცნებო ხმას ამოუხეთქავს ჩემში. აჰა და ვინმემ მითხრას კიდევ, საოცრებები ხდებაო. არადა, რაც მე მაგათი მჯეროდა…

10:30 ჩემი პირადი ახალი წელია. სულ მინდოდა, ახალი წელი ზაფხულში მეზეიმა და ნაწილობრივ ამიხდა. არ ამისრულდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირად ახალ წელს ა(ღა)რ აღვნიშნავ.

სკოლიდან, არა, დაბადებიდან დაწყებული, თითქმის ყოველ 20 ივლისს არავინ იყო ჩემი ტოლი. არავინ, ვისი ნახვაც გამიხარდებოდა. მე კი… დიდი მადლობა და, უფროსი ნათესავების გარემოცვაში აღნიშნავდნენ ამ დღეს :)

ბოლოს, როცა პირადი ახალი წელი “ვიზეიმე”… 2007-ში?… ჰო, მგონი ეგ დრო იყო, იმის მერე მივხვდი, რომ არაა ეგ ჩემი საქმე. იმიტომ, რომ…

არ მიყვარს, ყურადღების ცენტრში თავისთავად როცა ვარ. მიყვარს, როცა მე თვითონ ვიხვეჭ ყურადღებას :) კიდევ მიყვარს, როცა კარგ განწყობაზე ვარ.

მიყვარს ტორტი, წყალი, აკვარიუმი თევზითურთ.

მიყვარს დედ-მამ-ძმა, ნათესავები.

მიყვარს იმ მომენტების გახსენება, როდესაც ჩემი ტოლები მეზობლის აივანზე ქეიფობდნენ, მე კი, სახლში გამოკეტილი და აღრიალებული, ღია ფანჯრიდან შევცქეროდი ამ ყველაფერს.

მიყვარს ჩემი მარტოსული ბავშვობის მოგონება, როცა ყურძნის ფოთოლს “პატრიციუსი” ერქვა, კარალიოკისას კი “პლებეუსი”. ვინ მოთვლის, რამდენ წელს გასტანა მათმა დაუძინარმა ომმა ჩემს ფანტაზიაში.

მახსენდება აუტანელი სიზარმაცე, რომელიც წიგნის კითხვის დროს მეუფლებოდა. ამ დროს მარჯვენა ხელი პასტას დასწვდებოდა და ასე იქმნებოდა ფურცლიდან ფურცელზე გადამავალი ნახატ-ნაჭყაპნები.

მერე დედაჩემის შემოვარდნა და დაწიოკება,

მერე სკოლა – გზად კი რამდენიმე “თარსი ადგილისათვის” გვერდის ავლა, რაც ორიანებისაგან (ჩვენს დროს კიდევ იწერებოდა) თავის დაცვას ნიშნავდა,

მერე უნივერსიტეტი – პირველი 2 ბოთურად და უაზროდ განვლილი წელი. მესამეზე ცოტათი აზრზე რომ მოდიხარ და მეოთხეზე რომ მეტ-ნაკლებად ხვდები, თუ რა გინდა ცხოვრებაში.

შარშანდელ პოსტს გადავხედე და თითქმის არანაირი ცვლილება. რას უნდა ნიშნავდეს ეს? მინიმუმ იმას, რომ იმავე კურსით მივექანები სადღაც და არც ისეთი დაღუპული ვარ, როგორც შესაძლებელია, ყოფილიყო.

ხომ მაგრად ვიბოდიალე, არა? მაინც იცის ამ დღემ, რააა! ერთი უბრალო, მაგრამ საყვარელი სიმღერით დავასრულებ ჩემს გამოსვლას და ამ პოსტს გაისის 20 ივლისამდე აღარ წავიკითავ. უბრალოა ეს ყველაფერი. უბრალოდ, მთელი 24 საათი შენ რომ გეკუთვნის, ეს ქმნის პომპეზურობის ილუზიას, თორემ მზეც ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის და ამ დროს ვიღაც ტუალეტის ქაღალდს ისევ  დანიშნულებისამებრ იყენებს.

…ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

You can leave a response, or trackback from your own site.

25 კომენტარი to “ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?””

  1. egoisti says:

    ჰმმ . .მერე რა… ყველას გვემატება წლები : )

  2. LikkA says:

    Gilocav ))))

  3. იყვარს ჩემი მარტოსული ბავშვობის მოგონება, როცა ყურძნის ფოთოლს “პატრიციუსი” ერქვა, კარალიოკისას კი “პლებეუსი”.

    მე კი მიყვარს ასეთი გულახდილი აღიარებების წაკითხვა..

    ხო, ესეც მიყვარს :) )
    – მთელი 24 საათი შენ რომ გეკუთვნის, ეს ქმნის პომპეზურობის ილუზიას, თორემ მზეც ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის და ამ დროს ვიღაც ტუალეტის ქაღალდს ისევ დანიშნულებისამებრ იყენებს.

    – რა ქვია ამას? – ზურიუსკაზმი :სარკაზმისმაილ:

  4. Andy says:

    შეიძლება ითქვას საუკეთესო პოსტია ზურიუს + ჩემგან.
    უნიში მართლაც პირველი 2 წელი ჩემთვის მხოლოდ გართობა იყო … შემდეგ ნიჰონში წასვლითი პროგრამები რომ დაიწყო მანდ დამერხა :/

  5. მომლოცველი says:

    საქართველოში მზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ამოდის :)

    • zurriuss says:

      ახლა არ მითხრა, საქართველოში ტუალეტის ქაღალდსაც სხვა დანიშნულებით იყენებენო :lol: :lol: :lol: :lol:

      • მომლოცველი says:

        დანიშნულებისამებრ რას იყენებენ რო?! :p

  6. ნინო says:

    გილოცავ! ძალიან გაფასებ და დიდ წარმატებებს გისურვებ! :*

    • zurriuss says:

      კომენტარების გაზრდის მიზნით გიხდი მადლობას :green: :green: :green:

  7. Clown says:

    ზურიუს გილოცავ ^_^_ დიდი ბიჭი გაიზარდე ^_^

  8. მარი says:

    გილოცავ ზურიუს, მრავალ შენც პირად ახალ წელს დაესწარი :)

    მესმის შენი, ჩემი დაბადების დღეც ეგრე უფროსი ნათესავების გარემოცვაში აღინიშნებოდა ხოლმე კაი ხანი, სულ ორი წელია რაც აღვკვეთე ეგ ტრადიცია.

    ხო, კიდევ სახლში გამოკეტვაზე და წიგნის კითხვის დაზარებაზეც იგივე სიტუაციაში ვიყავი ყოველთვის. და კიდევ სკოლის გზაზე მეც ვიცოდი რამდენიმე თარსი ადგილი :d

    • zurriuss says:

      ჰა, ბარემ ქუთაისელიც აღმოჩნდი და ეგ არი :lol: :lol:

  9. mokhetiale says:

    გილოცავ ზურიუს

    საინტერესო წელს გისურვებ
    მომავალ “შენს ახალ წლამდე”…
    აი ისეთ წელს, წლევანდელ პოსტს რომ გადახედავ გაისად 20 ივლისს და იტყვი: ვა, რა აზრიანად გამიტარებია ეს ერთი წელი… და მერე ცოტა კმაყოფილების გრძნობა გაგიჩნდება…
    ბევრი არ გინდა ეგ უკვე თვითკმაყოფილებაა და ცუდია:)

    წარმატებები

  10. დოზაზე მეტი ემოცია მივიღე, მგონი.

    გილოცავ ზურიუს.

    : )

  11. Taa says:

    jer 30 clis gaxdi da mere iblatave :D :D :D

    • zurriuss says:

      და ასე წყნარად და მშვიდად შემომაპარე შენი ასაკი :lol: :lol: :lol:

  12. niine says:

    “ახალ წელს” გილოცავ, დაგვიანებით.

  13. დია says:

    მომეწონა და თან ძალიან! :) რაც წავიკითხე, მგონი ყველას ჯობს!

  14. მიყვარს ჩემი მარტოსული ბავშვობის მოგონება, როცა ყურძნის ფოთოლს “პატრიციუსი” ერქვა, კარალიოკისას კი “პლებეუსი”.

    ეს მომეწონა!!
    მერე ის რომ არც არაფერი! გაისად კიდევ დაწერ ასეთ პოსტს :) :roll:

Leave a Reply

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »
Powered by WordPress | BestInCellPhones.com Offers Free Cell Phones. Compare Rate Plans at iCellPhonePlans.com and find Cheap Palm Pixi at iCellPhoneDeals.com.