ყბაში ჩაწებებული ძილბურდღუნი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/022-TSCHAIKOWSKY-FAIRY-DRAZHES-DANCE.mp3|titles=022 TSCHAIKOWSKY – FAIRY DRAZHE’S DANCE]

“დღეს “ჩარლი” შენთან დაიძინებს :) “, “აუ, ამაღამ აქ დავრჩები, რაა”, “დღეს თქვენი ოთახის სტუმარი ვიქნები. ნუ ღელავთ, არ ვხვრინავ”…

…და ვიღაც იძინებს “შენთან ერთად”. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, გსიამოვნებს თუ არა ეს. მთავარია, რომ მარტო აღარ ხარ.

და იწყება ტრიალოგი შენ, ძილსა და კოლეგა-პო-კომნატუ-ს შორის.

როგორ მიყვარს, როცა ძველ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს იხსენებთ

როცა საღერღელი აგეშლებათ და გამალებული აღწერთ ყველა მოგონებას, რომელიც დაღლილი ქუთუთოების შიდა კედელზე აისახება

როცა ძილი ტვინსა და ყბის კუნთებში კევივით ჩაგეწებებათ

როცა საუბარი ნელ-ნელა ბურდღუნში გადადის

და ხმა რომ ნელ-ნელა წყდება

და საუბრის ტემპი რომ იკლებს

ჰოდა წავალ ახლა. ხელში დამალულ შოკოლადის კანფეტს გადავსანსლავ, მერე კი თეთრეულგანძარცვულ ლოგინზე ჩაცმული დავეგდები და ადიალას დავიფარებ. ვოტ :d

P.S. როცა სახინკლეში ზიხარ და გამწარებული ელოდები, როდის მოვა ხინკალი. შენს მეზობელ მაგიდასთან რომ მიიტანეს, მისი ორთქლიანი არომატი გვერდს ჩაგივლის და გამოგაშტერებს. ამ დროს ხომ არანაირი წიგნი, მუსიკა ან ნახატი არ გახსენდება. როცა 5-ს შეჭამ, მერე იღვიძებს შენში “მაღალი მატერია”. :)

ჰოდა აქედან დასკვნა: სანამ კაცობრიობა ამტკიცებს, რომ ლიტერატურა მნიშვნელოვანია, მანამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ შიმშილობა ჩვენი პლანეტისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “ყბაში ჩაწებებული ძილბურდღუნი

  1. სიყვარულოვნა

    რამდენი ხანია ვინმესთან ერთად არ დამიძინია.. :|
    მომენატრა ის შეგღძნებები რაც პოსტში ჩამოთვალე…
    სანამ თავისით არ გავითიშები მანამდე ვლაპრაკობ ხოლმე და ყველა წვრილმანს და დეტალს ვიხსენებ რაც კი გადამხდენია და რაც ასე თუ ისე მნიშვნელოვნად აღმიქვამს…
    იმ დროს ყველაზე ახლობლდ ის მიმაჩნია ვინც გვერდზე მიწევს ხოლმე.

    პ.ს ბავშვს რომ ყავს დათუნია ჩახუტებული მეც ეგრე ვწევარ ხოლმე უკვე 9–წელია :D და ვინც არ უნდა მეწვეს გვერდზე ჩემს სათამაშოს არ ვიშორებ

  2. მარი

    და უცებ მაღვიძარა აწრიპინდება… არადა რომ გგონია თითქოს სულ რაღაც 5 წუთის წინ დაიძინე. ნეტავ რატომ არასოდეს არის ძილი საკმარისი?

    1. ან ნა

      ჰო, იმ დღეს მეოთხე ნაწილზე გადავედი და იქ ეწერა, ჰარიმ დილით ისე გაიღვიძა, თითქოს ბალიშზე იმწამის დადებული ჰქონდა თავიო :დ

  3. Kate_AlukaЯD

    აუ როგორ მიყვარს სხვასთან დარჩენა ან როცა ჩემთან რჩებიან ^^ გვიანობამდე ქადაგად დავეცემით ხოლმე მე და ჩემი დაქალები ღრმა ბავშვობას გავიხსენებთ ხოლმე :))) მერე როცა ცა ღიავდება გული გვწყდება რომ ასე მალე დაგვათენდა მიუხედავად იმისა რომ წინ კიიიდევ უამრავი გასათენებელი ღამე გვაქვს :roll: :roll: :roll:

    1. zurriuss Post author

      ჰოდა შევიკრიბოთ სადმე და ერთად დაგვწყდეს გული :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.