Sex and Opera

73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… :)

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები.

წინა პლანზე გადმოვიდა:

  • მხატვრული თამაში
  • სიტუაცია მაქსიმალურად ახლო რეალობასთან
  • თამაში, რომელიც ზოგჯერ მუსიკას ფარავს (კალასი ამას უნიკალურ ბალასზე 50/50 იცავდა)

შედეგად მივიღეთ საოპერო მომღერალი სექს სიმბოლოები ანუ ყურსაც რომ გაუხარდება და თვალსაც. როგორც ყველგან, ზღვარის დაცვა აქაც ძნელია.

ANvioletta4-360

ანა ნეტრებკო ვიოლეტას როლში, "ტრავიატა"

ეს ანა ნეტრებკოა, რუსი საოპერო დივა, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი სოპრანოა. მას საოპერო სცენის კონკიასაც ეძახიან: “ვიცე–მის ყუბანი” მარინის თეატრში სცენის დამლაგებლად მუშაობდა. ერთხელაც მისი ღიღინი ჭკვიანმა ადამიანებმა შენიშნეს და მელომანებმაც გაიხარეს :) პირადად მე ზოგიერთ ვულგარლ გამონაკლისს ვემხრობი, ოღონდ ორი პირობით: მუსიკა არ უნდა დამახინჯდეს და გახდილი მომღერალი სასიამოვნო შესახედი უნდა იყოს. ანა კი ორივეს აკმაყოფილებს! :D (ოპერა “მანონი”, კომოზიტორი – ჟულიე მასნე, ანა ნეტრებკო და როლანდო ვილაზონი)

აქ კი ჩვენი ანა სახელგანთქმულ ტენორ რობერტო ალანიასთან ცელქობს :) ისევ ოპერა “მანონი”.

სხვათა შორის, ალანიას, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან “ბლატნოი” ტენორად ითვლებოდა და პავაროტის მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ, ლა სკალაში მაგრად გააბანძეს და სტვენა აუტეხეს. რადამესის როლის შესრულებისას ვერდის ოპერა “აიდას” პირველ მოქმედებაში მილანელმა მაყურებელმა ალანიას შესრულება დაუწუნა და “ბუუუ” აუტეხა. ტენორმაც იწყინა ეს ჟესტი და შუა ოპერიდან გაბრაზებული გაიქცა, დატოვა პარტნიორი ხახამშრალი. ეს არ აპატიეს თავნება ალანიას და ლა სკალადან გარიცხეს, ვოტ! აი, ვიდეოც

მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბაზრო, ჯერ ამაზე დააფრქვიეთ აზრები და მერე კიდევ მაქვს გადანახული საოპერო მარგალიტები ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks