ვყიდი მარიამ სტიუარტს

ჩემი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნახატი “მარიამ სტიუარტი” გავყიდო. ერთ თვეს მოვუნდი მის დახატვას და მაქსიმალურად ვეცადე, სიღრმეებში არ წავსულიყავი, რათა დამთვალიერებლისათვის ზოგიერთი რამ გამოცანად დარჩენილიყო. ამიტომაც “ფარავს” ზოგიერთ დეტალს შოტლანდიური ქსოვილი. ახლა კი მონაცემები:

ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა, მასალა: ტუშის პასტები, ფანქრები. ინსპირაცია: გაეტანო დონიცეტის “მარიამ სტიუარტი” (ოპერა), თემურ ჩხეიძის “მარიამ სტიუარტი” (დრამატული სპექტაკლი).
ფასი: 50 GEL

ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, ხელი გაუმართოთ უკანასკნელ კეისარს, კომენტარის სახით თანხმობა მომწერეთ. ღრმადლობა ყველას :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ვყიდი მარიამ სტიუარტს

  1. ხათ

    ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა
    შეიძლება უფრო გარკვევით დაწეროთ ზომები?

    1. zurriuss Post author

      20,5 X 28,5 სმ
      სახატავი რვეულის ფურცლის ზომაა, მაგრამ ფაქტურა განსხვავდება

  2. ხათ

    ხომ ორიგინალია და მეტს ასეთს აღარ დახატავთ?

    1. zurriuss Post author

      რა თქმა უნდა, ორიგინალია. მეტს ასეთს არც და ვერც დავხატავ :)

  3. ხათ

    კარგით მაშინ შევიძენ.
    უბრალოდ როგორ მოგმართოთ წასაღებად?

    1. zurriuss Post author

      ძალიან მიხარია :)
      ხვალ არმეცლება, ჯარში ვმორიგეობ. ზეგ შევხმიანდეთ. ეს ჩემი ნომერია 599 451375
      თუ გნებავთ, თქვენი ამ მეილზე მომწერეთ zurriuss@gmail.com

  4. ვივიენ

    იმედია ვინმე შეშლილი არ გამოიყენებს ამ ნომერს :)
    სამწუხაროა რომ თბილისში არ ვცხოვრობ და იშვათად მიწევს ხოლმე წამოსვლა :(

  5. გიორგი

    ეს ისტორიული პერსონა და ცვაიგის ეს წიგნიც ძალიან მიყვარს. ბუნებრივია შენი ქმნილებაც მომეწონა. : )) ყოჩაღ !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »