უუუთავგადასავლესობის ძიებაში (ფოტოკოლაჟი)

დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. ზაფხული მოვა თუ არა, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. არც კუნთები მაყრია და არც არანაირ სპორტში მივლია. უბრალოდ, არ ვიღლები. იყო დრო, როცა ფეხის განძრევა მეზარებოდა და დამჯდარი/დაწოლილი ვჭამდი. აი, ეს დრო იყო:

გავაგრძელოთ… გუშინ დილის 8-ზე განვედ სახლითგან და საღამოს 11:30-ზე შემოვეტიე. აქედან ქუთაისამდე 220 კმ-ია. რა თქმა უნდა, ამ გზის გავლა ორჯერ მომიხდა და 3საათნახევარ-3საათნახევარიც ერთ ადგილას ვიჯექი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი-ქუთაისის გზა გადაღეჭილი მაქვს. თითქმის ყველა მიხვეულ-მოხვეული, ტრასასთან ახლოს მდგარი ეკლესია და სასაუზმე ზეპირად ვიცი. ვიცი, ვინ სად დგას და რას ყიდის. მეტიც, რამდენიმე მათგანს სახეზეც ვცნობ. ამაზე მერე, ახლა თავგადაკლული თავგადასავლის მიზეზი გითხრათ:

ალბათ, გსმენიათ ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაზე. აი, “ძაან კაი საავადმყოფო” რომაა, მანდ. დირექტორთან გვქონდა ინტერვიუ სწორედ ამ საავადმყოფოზე. სტატიას ვწერთ ჯანდაცვის რეფორმაზე საერთაშორისო სააგენტოსთვის და მთელი ამბებია, მოკლედ… ბნ კახამ რამდენჯერმე დამაჯერებლად განგვიცხადა, რომ მსგავსი საავადმყოფო, საქართველოში კი არა, კავკასიაში არ არსებობს, რომ ამდენი უახლესი ტექნიკა თბილისის ერთად აღებულ არც ერთ სავადმყოფოს არ გააჩნია… ჩვენც ავდექით და ყველაფერ ამის მონახულება მოვითხოვეთ. დიდად ვერ ვერკვევი ასეთ რამეებში, მაგრამ მართლა მაგარ-მაგარი რამეები ვნახეთ.

საავადმყოფო გარედან - აქ დადიან ხოლმე VIP-ები და აქვე ატარებენ ყველაზე რთულ ოპერაციებს ყველაზე მაგარი ქირურგები :ამაყ:

სასწრაფოს მანქანები ეზოში

დიდ მშვენიერ საკონფერენციო დარბაზში, მე5-სართულზე, მიშას სურათსაც ნახავთ

ბოლო სართულზე ხომ სასტუმროა, ჰოდა ესეც სასადილო სტმრად მყოფი უცხოელი ექიმებისათვის

შემდეგ პალატები და ნაოპერაციებ პაციენტთა პალატეი დავათვალიერეთ, სადაც, შესაბამისი ჩაცმულობის გარეშე, არ უშვებენ

პაციენტები ოპერაციის შემდეგ

ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ამ აპარატის სახელი დამავიწყდა. ვინც იცით, შემახსენეთ

ოპერაციასაც შევესწარი. ორთოდონტული ოპერაცია მიმდინარეობდა, ანუ კიდურზე.

ლა მაგიდა დ'ოპეღასიონ

64-შრიანი კომპიუტერული რაღაც. დირექტორმა თქვა, რომ კავკასიაში ასეთი მარტო ამ კლინიკაშია და მოსკოვმა 6 თვის შემდეგ შეიძინაო

ესეც იგივეა, ოღონდ 16-შრიანი. დასხივების აპარატია, მგონი, და ამ დროს შიგნით მხოლოდ პაციენტი იმყოფება. ფასი 180-200 ლარი

მაგნიტორეზონატორი ("ემერტე"), სადაც კომპიუტერული ტომოგრაფია ხდება

1:00 ქუთაისში ჩამოსვლისთანავე მე და სოფო (ჩემი ჯიპელი კოლეგა) ჩემი სახლისკენ დავიძარით. დაგვხვდა დედაჩემი ნაირ-ნაირი საკვებით. თევზს ვეტაკე ეგრევე და ღომს. არც ის დავიწყებია, რომ მარწყვსა და ვაშლის წვენზე ვგიჟდები. არა, ხშირად უნდა ჩავდიოდე ჩემთან (კვირას ზუსთად ამ ადგილას იმავე დანიშნულებით მივდივარ, უკეთესი ფოტოები უნდა გადავიღო. ვაშა!). ჩემი პააააააააატალა ახალი ძაღლიც ვნახე, ვინი. რაღაცტერიერია, ვერ დავიმახსოვრე ჯიში. დაბალბეწვიანი და ცაკალელი. ძველი გააჩუქეს, რატომღაც :(

ვინი, რომლის სახელის მოფიქრებასაც 2 დღე მოვანდომეთ. ჩემმა ვერსიამ გაჭრა

4:00 დავიძარით თბილისისკენ. უკვე ვიცოდი, რომ როგორც კი ჩავიდოდი, ეგრევე რუსთაველის თეატრში უნდა ვყოფილიყავი სპექტაკლზე. სოფოს აღარაფრის თავი არ ჰქონდა და სახლში წასვლა უნდოდა. მესმის მისი,  ამ გზაზე ვარ გაზრდილი და ეგ პერიოდიც გამოვლილი მაქვს. ჰოდა მივაწექი დასახულ მიზანს.

აქ ჯერ კიდევ დასავლეთში ვართ, სადაც გზა მთაგორიანია

5:30 მეორე პატარა გვირაბი. ამის შემდეგ მოდის დიიიიიიიიდი. ვგიჟდებოდი მის გამოჩენაზე. ყველაფერი ჩაბნელდებოდა და მიხაროდა, რომ ვერავინ მხედავდა. მაგარი შეგრძნება იყო და სულ მსურდა/მსურს, დიდხანს გაგრძელებულიყო.

სამწუხაროდ, დიდი გვირაბი დაკეტილი აღმოჩნდა და ჩემი ჩაბნელებული ნატვრაც გაღმა დამრჩა

გორის მოწნული ხიდი

ერთი შეხედვით კანიონს ჰგავს, მაგრამ ეს ის გორაკებია, რომელთა ქანებს ახალი ავტობანის დასაგებად იყენებენ

7:25 მცხეთაც და...

7:35 თბილისში პირველივე ტაქსს ვეცი და რუსთაველის თეატრში გავვარდი. გზაში უკვე დარეკილი მქონდა და ორი ბილეთი დაჯავშნული მელოდა. ჩემი ჯიპელი მეგობრები მოსაწვევებით შევიდნენ. ამან სტიმული მომცა, რომ არ მეჩქარა და ერთი ჯიპელი მეგობარიც დამეპატიჟებინა.

7:45 მივუსწარი…

"მტრის ნიღაბი" გადიოდა

მერე რა, რომ მესამედ ვუყურებდი? მთავარი განვილი დღე იყო, სამი ან სამზე მეტი სრულიად განსხვავებული სამყარო, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში განუწყვეტყლად მიტრიალებდა თავში. ეიფორიისაგან ემოციებს ვერ ვფარავდი. ამას ემატებოდა სპექტაკლში ჩართული საოპერო ნაწყვეტები. “Nessun Dorma”-ზე მინდოდა, ფეხზე წამოვმხტარიყავი და მეყვირა “მე ეს შევძელი”, მაგრამ მეტისმეტად ჰოლივუდურად მივიჩნიე და მხოლოდ პირის გაღებით შემოვიფარგლე.

დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. როგორც აღმოჩნდა, ვერ ვიღლები. ასე რომ, ძიება გრძელდება.

უუუთავგადასავლესობისკენ სწრაფვა არ გაჩერდება!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “უუუთავგადასავლესობის ძიებაში (ფოტოკოლაჟი)

  1. გემო ვნებიანი იდიოტი

    კარგე ხაარ ;) “ტაკ ძერჟაც” ჩემო ზურიუს.

  2. Clown^^

    მეც ვნახავდი მაგ მაგარ მაგარ რამეებს ^_^

    კომპიუტერული რაღაც კი არა კომპიუტერული ტომოგრაფია ქვია ^_^

    1. zurriuss Post author

      ეგ, მგონი, მაგნიტორეზონატორი რომაა, მაგას ჰქვია. მაგდენი ვიცით :green:

  3. Avrora

    გვირაბთან დაკავშირებით იგივე სურვილი მქონდა :D :D
    პოსტი ძალიან მომეწონა :)

  4. Qilipa

    მაგ საავადმყოფოზე და რესპუბლიკურზე მეცინება ხოლმე, მარტო წინა მხარე რომ აქვს გალამაზებული და დანავაროტკებული…

  5. lela

    აუ რა ტიპი ხარ იმ ძველ სურათში, ჩემი თავიც გამახსენდა და გადმოვალაგე წეღან ალბომები, რამდენი რამე გამახსენდა, კაი იყო რა, ექსკურსიაზე სულ ნერვებს მიშლიდი ისე თუ გახსოვს. :d საიდან სადაო და ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ერთგან ნათქვამი, რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ ბავშვობის ნეტარი ხანის მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებულიო.ხომ მაგარია.
    და ის თუ გახსოვს, ერთხელ შარვალ-კოსტუმით, ჰალსტუხით, მთელი ამბით და მწვანე ბუცებით რომ გამოგვეცხადე, სადღაც მივდიოდით, მგონი კონფერენციაზე თუ ღონისძიებაზე და რომ გადაგვრიე? ახლაც თვალწინ მიდგას :d კოჭებში გეტყობოდა რა კრეატიულიც გაგვეზრდებოდი რა.
    ისე, მაგ საამაყო საავადმყოფოზე ფრიად რეპუტაციაშემლახველი ცნობებიც მაქვს და რა ვიცი… ტექნიკა კარგი და ექიმებმა თუ იციან რამე,საკითხავი აი ეს არის!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »