მოგზაურობა სათაფლიის იურული პერიოდის პარკში

დღეს დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და 11 წლის შემდეგ კვლავ ვნახე სათაფლია, სრულიად შეცვლილი და გაუმჯობესებული. სათაფლია ყოველთვის მიყვარდა იმიტომ, რომ დინოზავრები მიყვარდა. იმ დროს, როცა კლასგარეშე ლიტერატურის დანახვა არ მინდოდა, ეგვიპტითა და დინოზავრებით ვიყავი გატაცებული და ენციკლოპედიებში ვიქექებოდი. იქიდან გავიგე სტალაქტიდების, სტალაგმიტებისა და სტალაგნატების შესახებ და შემიყვარდა დედამიწის ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამოუცნობი სამყარო.

როცა სათაფლია პირველად ვნახე, 1996 წლის ივნისი იყო. მაშინ ასე გამოვიყურებოდი და ვიჭყანებოდი…

ის დღე ძალიან კარგად მახსოვს, რადგან პირველად მოგვიწია კლასელებს, სკოლის გარეთ გვეცხოვრა ერთად და სხვა თვალით დაგვენახა ერთმანეთი. ვინ როგორ ჭამდა, როგორ ერთობოდა იმ დროს, როცა არც სკოლის და არც გაკვეთილების ხსენება არ იყო. მაშინ სათაფლია ერთი მოუვლელი ტყე იყო, დინოზავრების ნაკვალევი კი – ერთი ბეტონის მსგავსი დაღმართი, უცნაური სამთითა ანაბეჭდებით. ვისაც სად უნდოდა, იქ შლიდა სუფრას და, რამდენადაც მახსოვს, არც ბუნების დაცვაზე იდებდნენ თავს.

შემდეგ სათაფლია მე-8 კლასში ვნახე. მაშინ საექსკურსიო ჯგუფ “პილიგრიმის” პრეზიდენტი ვიყავი და დროშას დავატარებდი. იმ დღეს ბევრი დავლიეთ და ქუთაისამდე (9 კმ) ფეხით ვიარეთ. სახლში მისვლისას ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. ა$ღარ მახსოვს, ვნახე თუ არა იმ დღეს ნაკვალევი, თუმცა მღვიმეში ნამდვილად ვიყავი.

გავიდა 10 წელი და ახლა სრული სერიოზულობით, ყოველგვარი გართობის გარეშე მინდოდა ნაკვალევის ნახვა. უკვე საკმაოდ წამეკითხა დინოზავრთა შესახებ, მენახა დოკუმენტური ფილმები და მინდოდა, მცოდნოდა, ზუსტად რა ჯიშის დინოზავრები დადიოდნენ ჩვენს მიწაზე. ყველა დანარჩენი – ვიდეოში:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “მოგზაურობა სათაფლიის იურული პერიოდის პარკში

  1. kevana

    სურათი ან ვიდეო როგორ გადაგაღებინეს, ეგ მიკვირს :(

    პრომეთეს მღვიმეში ვიყავი და თავი გაიგიჟეს, არანაირი სურათები, ელვა განათება სტალაგმიტებს აფუჭებსო :(

    პ.ს. ტყე და ნისლი <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.