სან-სუსი – მქრქალი ვერსალი

მისგან მალე არაფერი დარჩება. მოჩვენებები, რომლებიც გატყავებულ კედლებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მალე უსახლკაროდ დაიწყებენ ხეტიალს. ერთხელაც მზე ამოვა და სხივები, როგორც იქნა, იქაურობას მახინჯ ჩრდილს არ მიახატავენ.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/11/05.-George-Fenton-Caves-Diving-into-the-Darkness.mp3|titles=05. George Fenton – Caves – Diving into the Darkness]

სასახლე, რომელიც თავისი სილამაზით თურმე ვერსალს უტოლდებოდა, დღეს მისი მქრქალი აჩრდილია. აჩრდილებით დასახლებული აჩრდილი.

ჰაიტი ერთი გაჭირვებული, დანგრეული და წყალწაღებული ქვეყანაა.

კიდევ კარგი, კავკასიაში რომ არ მდებარეობს, თორემ აქამდეც ვერ გაქაჩავდა და, ალბათ, სახელმწიფოდ ყოფნის უფლებას ჩამოართმევდნენ. ჯერ წყალდიდობა, მერე მიწისძვრა, მერე შიმშილი, ეპიდემია, ახლა ისევ წყალდიდობა… კაშმარ!

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ თვით ასეთ ადგილასაც მოიძებნება რაღაც მიმზიდველი და იდუმალი, ანუ საინტერესო.

სასახლისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. სან-სუსი UNESCO-ს განადგურების პირას მყოფ ძეგლთა სიაშია. ოდესღაც სამეფო აპარტამენტები დღეს ასე გამოიყურება.

გამოფიტული კედლები თითქოს დუმან და მეტის თქმას არც აპირებენ. პრინციპში, სათქმელი, ძირითადად, მხატვრულია, ვიდრე დოკუმენტური. იმიტომ, რომ უნდა მოიგონო და მასზე ფილმი გადაიღო. რეალურად კი სან-სუსის სასახლე ჰაიტის რევოლუციონერმა შავკანიანმა მეფემ ჰენრი კრისტოფ I-მა ააშენებინა. სან-სუსის სასახლე ქალაქ მილოში, ჰაიტის ციტადელის მახლობლად 1810-1813 წლებში აიგო. ჰენრი I ტირანი იყო, რაზეც სასახლის სახელწოდებაც (Sans-Souci) მიანიშნებს და ფრანგულიდან “უდარდელად” ითარგმნება.

მეფე ჰენრი კრისტოფი

სიტუაცია ისე წარიმართა, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება. ჰაიტის საფრანგეთის კოლონიალიზმისაგან თავი სულ ახლახან დაეღწია და გამუდმებული აჯანყებების ბუდე იყო. შავკანიანებს, როგორც იქნა, საშუალება მიეცათ, თავიანთი თავი რეალურ მოქალაქეებად ეღიარებინათ. დიდი წვალების შედეგად ჰაიტი სახელმწიფოდ ყალიბდებოდა.

მოხდა ისე, რომ 1820 წელს ჰენრი კრისტოფს ინფარქტი დაემართა. იგი მალე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც ჰაიტის ახალი ცხოვრების სადავეები ეკავა, წარსულის საკუთრება გახდა. სასახლე კი, თითქოს არაფერი, ისე დაიცალა და გაუკაცრიელდა. 1842 წლის მიწისძვრამ იგი ფაქტობრივად დაანგრია, იქიდან მოყოლებული კი ნელ-ნელა ნადგურდება. იმიტომ, რომ არ ჰყავს პატრონი. რომ ჰყავდეს, მოუვლიდა, დააკონსერვებდა და ამ ამბავზე ერთ კარგ ფილმსაც გადაიღებდა, მაგრამ მე ვინ მისმენს. ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია.

მოჩვენებები კედლებზე შერჩენილ საღებავებს განხორცებული თითებით ეჭიდებიან და უაზროდ შემორჩენილი შენობის ისტორიას ინახავენ.

…რომელიც, ჯერჯერობით, არავის სჭირდება.

პ.ს. ძალიან დაკავებული და დაღლილი ვარ, ამიტომ სოციალურ ქსელებს ცოტათი გამოვეთიშე. ვკითხულობ, ოღონდ ისეთ რამეებს, რასაც ხელით ვეხები. დროებით ასე ვიქნები, მაგრამ იმდენს მაინც მოვახერხებ, რომ ბლოგებს თვალ-ყური ვადევნო.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “სან-სუსი – მქრქალი ვერსალი

  1. Natalia

    ეს მეფის ჩაცმულობა როგორ არ შეესაბამება თვითონ მეფეს, თითქოს ფოტოშოპით მიუხატავთო. .

    1. zurriuss Post author

      ეჰ, ჩემო მარი… ყველას მაინც რელიგიასა და სექსზე საუბარი ურჩევნია ;(

  2. ანდან

    ჰაიტისაც თუ ჰქონდა სეთი ადგილები არ ვიცოდი, ან რატომ არ უნდა ჰქონოდა… ალბათ ბოლო მიწისძვრამაც დააზიაანა ხო? სამწუხაროა…

    1. zurriuss Post author

      უფრო ის მომენტია, რომ ეგ გაჭირვებული ქვეყანა არც არავის გახსენებია, მარა მიწისძვრაც არის ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.