სამადლობელი პოსტი

ტოლედო

ტოლედო

ძალიან არ მიყვარს, ჰიპერმოტივირებულ სტატუსებს რომ წერენ ფეისბუკზე ან ამავე პათოსის პოსტებს რომ გამოაცხობენ ბლოგზე და, იმედი მაქვს, ეს ნაწერიც გაუძლებს ჩემს კრიტიკას.

ესპანური მოგზაურობა დამთავრდა. 4-ის ნაცვლად, ვნახე 6 ქალაქი (მალაგასა და ტოლედოში შერბენა მოვასწარი), დავხარჯე გათვალისწინებულზე მეტი და, შედეგად, საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ახლაც მახენდება, როცა 2 დღის წინ, მადრიდში, ატოჩას გამზირზე ბარგს მეტროსკენ მივარიხინებდი, საკუთარ თავს მეორე პირში ვეუბნებოდი, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ – მეთქი. ისეთი მაგარი ხარ, ყველაფერი ასე მოხერხებულად რომ შეძელი, რომ ამიერიდან სხვაზე შემყურე აღარ გახდები-მეთქი.

მალაგას სტრიტ არტი პიკასოს გავლენას განიცდის.

მალაგას სტრიტ არტი პიკასოს გავლენას განიცდის.

სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამ განცდის და ამ შედეგის მისაღებად გადავწყვიტე წასვლა. იმისთვის, რომ ჩემი სურვილები სხვის ახირებებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. მე სრულად უნდა ჩამეხსნა ის ძაფები, რომლებიც ნაცნობებთან მაკავშირებდა, რათა მათი დახმარების (და, შესაბამისად, ზეგავლენის) შანსი მინიმუმამდე დამეყანა. სწორედ ამიტომ არ წავედი ბარსელონაში. იქ ადგილობრივი და ქართველი მეგობრები მყავს, რომლებიც ძალიან მენატრებიან, მაგრამ იმ მომენტში მე მინდოდა დამოუკიდებლობა და ეს იყო მთავარი.

ტოლედოს ღვთისმშობლის ტაძარზე ლამაზი და გრანდიოზული სალოცავი ჯერ არ მინახავს. დიდი ეჭვი მაქვს, არც იქნება.

ტოლედოს ღვთისმშობლის ტაძარზე ლამაზი და გრანდიოზული სალოცავი ჯერ არ მინახავს. დიდი ეჭვი მაქვს, არც იქნება.

ასე რომ, პირველი მადლობა მე. ახლა უკვე რაღაცები და ვიღაცები გარკვეული დოზით უფრო მეტად მკიდია (რაც აქამდე სულს მიმძიმებდა) და უფრო მსუბუქად ვარ. კი, ეს მხოლოდ ჩემით შევძელი და მიხარია. თუმცა ისიც ვიცი, რომ ხშირ-ხშირად უნდა ვიტარო მსგავსი თერაპიები, თორემ საქართველოს დეპრესიული ურბანისტული ცხოვრება ისევ გამიწამებს ფსიქიკას.

img_20160823_091434111_29199853755_o

იმ ჰოსტელის ზუსტად გვერდით, რომელშიც მადრიდში ვარ, დგას შენობა ულამაზესი გრაფიტით. დღეს პირველად დამხვდა კარი ღია და თურმე ეკლესია ყოფილა!

img_20160822_203423630_29121578821_o

გამიხარდა და გამიკვირდა. მერე პადრეს გამოვესაუბრე, ეს როგორ მოხდა-მეთქი. მე თვითონ მოვახატვინე, რადგან მტერზე გამარჯვების საუკეთესო გზა, მასთან გაერთიანებაა – მიპასუხა (The best way to defeat the enemy, is to join them). მერე ვუთხარი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და გაუხარდა. კარგია, ქრისტე რომ გიყვარსო და ნახე, რა ლამაზად მოხატეს ჩვენი კარიო. ჯიგარი კაცი. :)

მეორე მადლობა მეგობრებს, რომლებიც ვერ წამოვიდნენ მანამდე დაგეგმილ ევრომოგზაურობაში. ჯერ ბუდაპეშტში, ჟიგეტის ფესტივალზე ვგეგმავდით წასლას მე და ერთი, მერე პოლონეთი-უნგრეთი-გერმანია-ჩეხეთი-ავსტრია გაგვემაზა უკვე სხვა კოლექტივს და მერე ისევ ჟიგეტის ფესტივალზე ვეღარ მოვახერხეთ წასვლა. საბოლოო ჯამში, ამ ირიბმა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა უფრო ამანთო და მომანდომა რაიმეს მარტო მიღწევა. ასე რომ, მადლობა მათ.

დაბოლოს, მადლობა მარიტას და დათოს, რომ მოგზაურობის დაგეგმვაში დამეხმარენენ და რჩევებით მომამარაგეს. მე, ფაქტობრივად, მათი მარშრუტით ვიარე და ყველა შესაძლო ადგილი ვნახე. ბოლოს და ბოლოს, შთაბეჭდილება ვიღაცისთვის ხომ უნდა გამეზიარებინა, ვისაც ეს ყველაფერი ნანახ-გამოცდილი ჰქოდა? ჰოდა მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მომეცა.

ესეც გამოფრენის წინა ღამით კოკა-კოლით შესმული ესპანეთის სადღეგრძელო მადრიდში, ჩემს ჰოსტელთან.

ესეც გამოფრენის წინა ღამით კოკა-კოლით შესმული ესპანეთის სადღეგრძელო მადრიდში, ჩემს ჰოსტელთან.

მოკლედ, როგორც The Dark Knight-ის ჯოკერი იტყოდა, “If you are good at something, never do it for free.” ასე რომ, მეც ავდგები, ბევრს ვიმუშავებ, მოვუყრი ფულს თავს (ან, თუ გამიმართლებს, რამე პროგრამაში გავძვრები) და სულ კარგად მეყოლე დეპესიულო ერო ჩემო. ვიცი, შენი ბრალი არ არის, რომ სულ ომის, წართმევის, ჩაგვრისა და მორიგი კრეტინი ხელისუფალის შიშში ხარ, მაგრამ შენი აგრესიის მართვასა და დაგროვილი ენერგიის სწორი საქმისთვის მოხმარებას რომ ისწავლი (გაუთავებელი წუწუნის, ტაბურეტის ქნევისა და ათასი ყლეობის კეთების სანაცვლოდ), მაშინ ვიგრძნობ შენთან თავს ლაღად და თავისუფლად.

სამადლობელი პოსტის დასასრული.

პ.ს. სტამბოლის აეროპორტში საქართველოს თვითმფრინავის გასასვლელს შეგიძლია, ისე მიაგნო, როგორც სამშობლოში – ტუალეტს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “სამადლობელი პოსტი

  1. მარი

    “მე სრულად უნდა ჩამეხსნა ის ძაფები, რომლებიც ნაცნობებთან მაკავშირებდა, რათა მათი დახმარების (და, შესაბამისად, ზეგავლენის) შანსი მინიმუმამდე დამეყვანა.” – ძაან მაგარი რაღაც თქვი. მაგას ვცდილობ ხოლმე, ცხელ გულზე, როცა ვინმეს გამო გეგმები მეშლება. კიდე დაწერე ასეთები.

  2. Rode

    ფსიქიკის თერაპია, რეცეპტივით უნდა გამოუწერო ახალგაზრდებს.
    მეც ერთხელ, დავადგები მარტო მოგზაურობის გზას. მაინტერესებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »