უიუნი – მარილი თავზე საყრელად (ფოტოკოლაჟი)

მარილი რომ დაყარო, ჩხუბი დაიწყება, ხო? აბა ბოლივიაში, უფრო სწორედ კი, უიუნიში, სადაც გინდა, ყარე. მაინც ვერ გამოლევ. თანაც ეს თეთრი, ქათქათა და ლითიუმით გაჯერებული მარილის უდაბნო ისეთ პეიზაჟებს ქმნის, რომ მიმიქარავს ბორა ბორა.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მარილის საბადო ასე გამოიყურება წვიმის შემდეგ

უიუნის მარილის საბადო ანუ, Salar de Uyuni, არის ადგილი, სადაც გონება ოცნებებისგან ისვენებს. უბრალოდ, გამოაძვრე ტვინს შტეკერი და და დატკბი იმ ოცნებით, რომელიც ბუნებას უტრიალებს თავში. როცა შოკისმომგვრელად უსასურლო ოცნებების წაკითხვით დაიღლები, მერე ადექი და აღიარე, რომ, დედაბუნების ფანტაზიასთან შედარეით, ჯერ დამწყები გოიმი ხარ.

ხედი კოსმოსიდან: ათასწლეულების წინ ეს და მიმდებარე ტერიტორია ერთი ვრცელი ტბის ნაწილები იყო, რომლის სიღრმე 130 მეტრს აღწევდა. დროთა განმავლობაში ტბის დონემ დაიწია, ზოგიერთ ადგილას კი საერთოდ გაქრა. ასე დარჩა 10,582 კვ. კმ-ის ფართობის უიუნის მარილის საბადო მთებს შორის ჩაკეტილი, ორი მომცრო ტბის მეზობლად.

ოდესღაც ტბის ფსკერზე მდებარე მარილის რამდენიმე მეტრიანი შრეები (ცენტრში 10 მეტრზე მეტია) ახლა ღია ცის ქვეშ შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. მას აგროვებენ და, ჩვეულებრივ, წარმოებისათვის იყენებენ.

საიდან გროვდება აქ წყალი და ასეთი გასაოცარი პეიზაჟები? გაითვალისწინეთ, რომ ფსკერი ქათქათა თეთრია ანუ, წყლით დაფარვის შემთხვევაში, მოქმედებს როგორც გიგანტური სარკე და ყველაფერს ირეკლავს, რაც გარშემო ხდება. რაც შეეხება წყალს. წვიმის სეზონის დადგომასთან ერთად ივსება უმშვენიერესი და უინდივიდუალურესი ტბა ტიტიკაკა, რომლიდან გამოჟონილი წყალი ავსებს ტბა პუპოს და, საბოლოოდ, წყლის ნაწილი ხვდება უიუნიში. წყლის სულ რამდენიმე სანტიმეტრია საჭირო, რათა მარილის უდაბნო ვეებერთელა ჯადოსნურ სარკედ იქცეს.

თუ თავში ოცნება გამოგელიათ, ნახეთ უიუნი წვიმის სეზონზე.

დაივიწყეთ Bounty, სამოთხე აქ არის!

როცა გინდა, რომ ანარეკლმა და რეალობამ ადგილები გაცვალონ

მასშტაბური დადგმა "სარკე", რეჟისორი უიუნის უდაბნო

გარიზონტ…

ასეთ მოტიტვლებულ ადგილზე, ცხადია, არასტაბილური ტემპერატურაა. ნოემბერში (გაითვალისწნიეთ, რომ სამხრეთი ნახევარსფეროა) ტემპერატურა 21 გრატუსია, ივნისში 9-5მდე ეცემა. თუმცა ეს ტურისტებს არ აშინებს. პირიქით, გიჟდებიან ამ ადგილზე.

ტურისტები ვახსენე და ბარემ ვიტყვი, რომ "სივრცობანას" თამაში აქ ყველაზე გავრცელებული და ლოგიკურიცაა

სასტუმროების ქსელი ჭკვიანად არის გათვლილი: კოტეჯების კედლებსა და ჭერს უიუნისეული მარილისაგან მზადდება

უკაცრიელი ვაკე ბუნებას არ უჩივის. ეს სამხრეთ ამერიკული მელია კულპაოა.

ლამა საშა ამ მიდამოებში გავრცელებული ცხოველია. რასაკვირველია, "საშა" გამოგონილი სახელია, რადგან მისი სახელის გამოყენების ოფიციალური უფლება არ ამიღია.

ფლამინგოც ბინადრობს აქ და, როგორც ხედავთ, ცოტა განსხვავებული ფერისაა. ნისკარტი აქვს ყვითელი

მაშ ასე: ახლა კიდევ ერთი საინტერესო ადგილით მეტი იცით. ჰოდა ადექით და თავი გამანებეთ. დავიძინო, ეგებ ეს დამესიზმროს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “უიუნი – მარილი თავზე საყრელად (ფოტოკოლაჟი)

  1. მარი

    აუჰ, რა სიმლაშეა :d :d
    2-3 თვის წინ ვნახე ამაზე დოკუმენტური ფილმი. საინტერესოა ძალიან. თან სახლები რომ აქვთ აშენებული, მარილის აგურებისაგან :))) ნეტავ როგორი სუნია იქ ან რამდენ ხანს გაძლებს ადამიანი. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი ყოფილა, კიდევ კაი, თორემ წასვლა მომინდებოდა :green:

  2. Qilipa

    კრასატაა… ლამაზია ნახვის სურვილიც გამიჩნდა, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? – ეს მარილი იჭუმა?

    1. zurriuss Post author

      ასე ნედლი სახით არამგონია, მაგრამ ისე კი. დაამუშავებენ და ეგ არი

  3. Natalia

    ამ სურათების ნახვის მერე პირში სიმლაშე ვიგრძენი : ))

    პ.ს რა საოცარი რამ არის დედამიწა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.