საკურა კვლავ აყვავდება

ის, რაც დღესდღეობით იაპონიაში ხდება, ბევრის მსგავსად, მეც ერთ დიდ კითხვას მიჩენს:

რ ა ტ ო მ ?

ეს ქვეყანა აზიაში ყველაზე კოპწია, სუფთა, ნატიფ და ინდივიდუალური კულტურის მატარებლად მიმაჩნია. ბოლო არგუმენტზე ბევრი მომედავება, რომ რაღაც-რაღაცები ჩინელებისგან გადმოიღეს და ა.შ. ეგრე იყოს: იაპონელებს არ გამოუგონიათ ტელევიზორები, სამაგიეროდ იაპონური ხარისხის იგივე ტექნიკა საუკეთესოა. ჩემთვის მთავარია, როგორ განავითარებ იმას, რაც გაქვს ან, თუნდაც, შეიძინე.

არ მეშინია და დარწმუნებული ვარ, რომ, იაპონიისგან განსხვავებით, ჩვენ ბევრად გაგვიმართლა:

  • არაბეთის ფილა, რომელზეც საქართველო მდებარეობს, ძლიერი სეისმური აქტიურობით არ გამოირჩევა
  • კავკასიონი ახალი ვულკანური წარმონაქმნია, შესაბამისად არც ამოფრქვევებს უნდა ველოდეთ
  • ოკეანისგან საკმაოდ შორს ვართ, რომ რაიმე სახის წყალვარდნამ ჩვენზე დამანგრეველად იმოქმედოს
  • ატომური ელექტროსადგური, სლავა ბოგუ, არ გვაქვს
  • ჩვენთან არ იცის ძლიერი მიწისძვრები

თუ მაინც რამე დაგვემართა, ეს ისევ ჩვენივე გაუფრთხილებლობის ბრალი იქნება ან სომხური ატომური ელექტროსადგურის, რომელიც 5 წელიწადში უნდა ჩამოწერონ.

რაც შეეხება იაპონიას, გამოცა ამ ერის სოლიდარობამ, სიმშვიდემ, კოორდინირებულობამ. ეს მარტო მიწისძვრებს შეჩვეული ხალხი არ არის, არამედ კრიტიკულ სიტუაციებში საკმაოდ სწორად და რაციონალურად მოაზროვნეც. წარმომიდგენია, სხვა (თუნდაც ჩვენ) რას იზამდა მათს ადგილას: მოროდიორობა, სახალხო არეულობა, წყევლა-კრულვა, ხელისუფლების დამხობის მცდელობა, გაურკვეველი წარმოშობის კერპთა გაღმერთება…

მოკლედ, ჩემი აზრით, იაპონია ღირსია მთელი იმ ტექნოლოგიური წინსვლისა და წარმატებისა, რომლის პარალელურადაც ხალხში თვითშეგნება ასე ამაღლებულია. შეიძლება, ცუდს ვამბობ, მაგრამ ეს კატასტროფა თუნდაც ამის დასამტკიცებლად ღირდა. ძალიან მინდა, რომ დანარჩენი მსოფლიოც მსგავსი შინაგანი თუ გარეგანი მზადყოფნით ვითარდებოდეს. მზადყოფნით საფრთხისათვის, მზადყოფნით ერთმანეთის დასახმარებლად. მაშინ საკურა კვლავ აყვავდება.

http://www.youtube.com/watch?v=hWcxmyK7aSw

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “საკურა კვლავ აყვავდება

  1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    მართლაც, და კარგი ერია, ჭკვიანი, ჭკვიანი, ჭკვიანი! ორგანიზებული, მშრომელი. ამბობენ, ლამაზი ქალები ჰყავთო(არ მინახავს) :))
    ,,ატომური ელექტროსადგური, სლავა ბოგუ, არ გვაქვს”- არადა როგორ დაძრწის ერთი პიროვნება ამ თავიდან იმ თავში, რომ სახსოვრად დაგვიტოვოს :D

  2. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    რა და ჩვენს სახელოვან მეთაურს სურს აქაც გააკეთოს აეს-ი. მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს :D ხოდა, იქნებ გადავრჩეთ ;)

  3. მარი

    ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას რომ თავი დავანებოთ, იმედი მაქვს ჯერ ისე ძალიანაც არ განვვითარებულვართ, რომ მიწისძვრა დაგვჭირდეს :p
    კომენტარების სისტემა არ უვარგა ამ დიზაინს.

  4. ჭიამაია

    იპონელები მართლაც ძალიან გაუტეხელი, ჭკვიანი, შრომისმოყვარე ერია. თუმცა მე მიმაჩნია რომ ძალიან არიან ჩაკეტილები თავიანთ გარემოში. ძალიან იერარქიული დამოკიდებულება აქვთ ქალებსა და კაცებს, იპონელებსა და დსავალელებს. (ამის თქმის საშუალებას ამელი ნოტომის წიგნი მაძლევს ”კრძალვითა და ცახცახით” ჰქვია) თუ კატასტროფაზე და მის შედეგებზე ვისაუბრებთ მარტო, მაშინ ეს ხალხი სამაგალითოა.

  5. zurriuss Post author

    მაგ წიგნის მიხედვით მეც ეგრე ვიფიქრე, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეგ ტრადიციების გადმონაშთია, რომელიც ნელ-ნელა გაიწოვება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ, არაბულ სამყაროსთან შედარებით, იაპონური კარჩაკეტილობა მონაგონია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.