წრიული რწყევა…

თითქმის ყველა სახის მედიასაშუალება სექსუალურ ლიტერატურაზე, ეროტიკაზე, ხალხის გახრწნაზე, მმკ-ს აქტივობასა და აქციების დროს ერთმანეთის ჩეხვაზე დაწერილი მასალებით ყარს.

ეს ყველაფრი ცხვირსა და ტვინის წინა ნაწილს ისე მწვავს, რომ ვატრობ, მე-6 კლასში გადატანილი დაჩრდილვა განმიმეორდეს და ცხვირით სუნთქვა ვეღარ შევძლო.

ამოხვედით ყელში ყველანი!

მინდა, ვიმემ შუბლი დამიჭიროს და გარდაგარწყიოთ ცოდვილსა და მრავალგზისწაბილწულსა უნიტაზსა შინა!

არც ერთს იმის შეგნება არ აღმოგაჩნდათ, რომ მიმხვდარიყავით – ერთმანეთის პროვოკაციებზე ფეთქდებით.

თუკი ამას ძალით აკეთებთ – მაშინ თქვენი კეთილი მიზნები ტუალეტის ქაღალდზე გქონიათ დაწრილი, ხოლო თუ გაუცნობიერებლად ეკიდებით ერთმანეთს, ისე, რომ ვერ ხვდებით, რომ ერთმანეთზე კაიფობთ, მაშინ ქლიავები ხართ.

მალე კიდევ ერთი ყრმაწუილი ალაპარაკდება მინეტის რეკრეაციულ თვისებებზე.  თუ რაოდენ სასარგებლოა იგი პირის ღრუს მოვლისათვის, როგორ დადებითი ეფექტი მოაქვს ყბისა და ენის კუნთებისათვის. აგრეთვე გაირკვევა, რომ მინეტი ენაბლუებსაც შველით. წიგნის ფასი ხელმისაწვდომი იქნება სწორედ ამ და სხვა დეფექტის მქონე მკითხველთათვის, რომელნიც სიამოვნებით გაეცნობიან ჯერ წიგნის შიგთავსს, შემდეგ – წიგნში მოთხრობილისას.

ამას მოჰყვება ტელესიუჟეტები გოგონებსა და ბიჭებზე, რომლებიც მინეტის ტექნოლოგიებს კამერის წინ გაგვაცნობენ.

აააააააააააააააააააააააააააი ამაზე კი ავარდება მმკ და უგუნურ მწვალებლებს თავზე წყევლა-კრულვა-კურთხევის მეტეორიტებს დააცეცხლებს.

“ჩვენი უფლებები ირღვევა!”-ს ძახილით გამოქანდებიან ლიბერალი და თავისუფლებისმოყვარული დამცველები, დაიჭერენ პლაკატებს და განდის მოძმეთა ნებსითი სახეებით დაუხვდებიან მმკ-ელებისა და მისნაირების მოქნულ ხელ-კეტ-წიხლ-წყევლ-მუჭებს.

ატყდება მერამდენედ ატეხილი ჭიხვინი.

გაივსება ბლოგები დუჟმორეული პოსტებით.

ბევრი კაკუნისაგან გატყდება კლავიატურები – ახლის ყიდვამდე გაჩნდება ჩანაწერები ნევასტენნიკული სახელწოდებით FUCK YOU ALL!!!!

ამასობაში ქონებ-ფენაფენა-დალაგებული ოპოზიცია მორიგ შიმშილობით დიეტას წამოიწყებს სამშობლოსა და ერის სახელით და ვიქნებით ასე.

P.S.

– NATO?

– ციალასთანაა გასული, პატარა ხანს მეიცადეთ. მოვა ალბათ.

-EU?

-მაგას ასე დაახლოებით ზეგ ეცოდინება, რომელ წელს გაიმართება აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში გაწეროს შემდეგი 4 წლის გეგმა და მერე თქვენან იქნება გულით და სულით. ახლა კი ზრდილობიანად გიხდით ბოდიშს, ტუალეტშია გასული.

-რწყევა?

-გაგიმართლათ, რწყევა აქ არის. წრიული რწყევა :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “წრიული რწყევა…

  1. თამარა

    სისულელეა ამხელა ორომტრიალის ატეხვა :| მართლმადიდებლობის ცეცხლით გულანთებულნიცა და იმ ბიჭის ვაი დამცველებიც უნდა დაფიქრდნენ, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ არა ისეთი როგორიც იმ წიგნშია და არც ისეთი, როგორიც ამ წიგნის დასაგმობად გამართულ აქციებშია…

    უნდა გავიზარდოთ როგორც საზოგადოება, რომ საეჭვო ღირებულების მქონე ნაწარმოებების გამო ლამის სახელმწიფო გადატრიალებას არ ვაწყობდეთ და არც მაღაზიის თაროებს ვცლიდეთ იმის საჩვენებლად, რომ საზოგადოების მეორე ნაწილზე უფრო პროგრესულად ვაზროვნებთ!!!

    P.S. სიმართლე რომ ითქვას ყველაზე მეტად შენი პოზიცია მაინტერესებდა ;)

  2. CinnamonGirl

    აღმატებით ხარისხში უნდა იყოს ყველაფერი და იმიტომ.

    სხვანაირად, როგორც ვხვდები, არ შეგვიძლია.

    სამწუხაროდ, როგორც ჩანს…

  3. Sophie 'Sunny' Golden

    [როგორც იქნა, შემოვედი, ორი დღის მცდელობის შემდეგ…]

    მოკლედ, გეთანხმები ყველაფერში. ფეისბუქზე შესვლაც აღარ მინდა ამდენი პათეტიკოსი ლიბერალების ლინკების და ფოტოების გამო.
    სულ ის მიკვირს, ეს ხალხი ასეთივე “გულანთებით” რატომ არ გამოდის პენსიების მომატების, გადასახადების დაკლების, სამუშაოების და ბევრი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნებით?????? პასუხი ვიცი, ბუნებრივია, პურიტანიც ვარ და არ მაინტერესებს პროგრესი, რომელიც “ტაძრამდე” არ მიმიყვანს”. ეს ტაძარი, ვისაც რამე ესმის, ისევ ჩვენ ვართ. А мы катимся в пропасть. То есть они, слепые и “модные”.

  4. gabo

    და რა შუაშია აქ ლიბერალები და ქრისტოფაშისტები . პოლიტიკური დაკვეთა მისცეს წვერიანებს და მათაც პირნათლად შეასრულეს. დღეს მეორე სერია იყო კახეთის გზატკეცილზე . თანდათან ხურდებიან წინასაარჩევნოდ. ეგ წიგნი და უნივერსიტეტის ეკლესიის თემა უბრალო საბაბი იყო პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. შეგახსენებ რომ პირველი დღის აქციაზე ზვიად ძიძიგურიც ბრძანდებოდა . ასე რომ მინეტის თემა სხვა დროისთვის გადადე, თავისი გაჭირვებია მაგ წიგნის ავტორს.

  5. როდრიგო

    ზოგადად ამ საკითხებზე მეც გული მერევა უკვე და მოდით აქცია გავმართოთ და საყოველთაო ბულემია მოვაწყოთ ;)

  6. Qilipa

    იიიფ რა კაი ფოტოა :) ძალიან გაღიზიანებული მეჩვენები :) მეც მომბეზრდა ყველაფრის ერთ თემაზე კითხვა, მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი, უნდა დაიწეროს უნდა ითქვას ყველას სათქმელი, შენი სათქმელი კი ეს იყო და ესეც ითქვა ;)

  7. ნინო

    საერთოდ არ მაინტერესებს ეს ტინგიცა ხალხი რას იზამს, დაუჭამიათ ერთმანეთი.მართალია, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და არავისი შეურაცხყოფის უფლება არ მაქვს,მაგრამ მართლა ყელში ამოვიდა. წიგნებზე ფასი გაიზარდა და რა თქმა უნდა უფრო ეფექტური რეკლამა სჭირდებათ მათ გასასაღებლად. პოსტი მხოლოდ შენი ხათრით წავიკითხე,იმიტომ რომ, როგორც ყოველთვის, გენიალურად წერ.რატომ არ შეიძლება ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და თავი დავანებოთ ერთმანეთს?

  8. ვანო

    ერთადერთი ადამიანი ვინც ბოლო დღეების მასობრივ ფსიქოზში ნათლად აზროვნების უნარი შეინარჩუნა ინტერნეტ სივრცეში (ყველასთან ბოდიშს ვიხდი ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა სხვა ბლოგერების და ფეისბუკზე არსებული საზოგადოების უმეტესობის ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ ბოდიში). ნამდვილად გენიალური პოსტია, ამოვიდა ყელში, მართლა ამოვიდა ყელში, ამდენი ნეგატივი, ამდენი უარყოფითი, ერთი კვირაა ტელევიზორს შიშით ვერ ვრთავ, ინტერნეტშიც შიშით შევდივარ და ყველა შემთხვევაში ეს შიში მართლდება, ყველა ყველას ჭამს ამ ქვეყანაში, ყველა, თან სულ ასეა რაც თავი მახსოვს. კიდევ ერთხელ მადლობა ამ გენიალური პოსტისათვის

  9. კომისარი მეგრე

    საინტერესოა, მაგრამ ფოტოსურათი მოაშორე….

  10. სიყვარულოვნა

    ვაიმეე რა გაბრაზებული პოსტიაააა
    მგონი პირველად წავიკიტხე ესეთი ბრაზიანი პოსტში შენს ბლოგზე = ))
    საზიზღარი სურათით იწყება პოსტი… ცოტაც და მართლა მომიწევდა გაქცევა ტუალეტში…
    ხო და პოსტიდან გამოდის, რომ ქლიავი ვარ…
    მიუხედავად ამისა მაინც გავაგრძელებ იმის მტკიცებას და იმ ხალხის შეძულებას ვინც ამ და მის მაგვარ წიგნებს დაიცავენ და დაწერენ და გამოაქვეყნებენ. აქმ მმკ და ოპოზიცია და ლიბერალები და კიდევ უარამვი ვირაც არაფერ შუაშია…
    მე ცემი აზრი გამაჩბნია და ჩემი ტავმოყვარეობა და ამ წიგნით მარტო საკუთარ ტავს კი არა ყველას მოგვაყენა შეურაცყოფა.
    ვიყო ქლიავი და ვწერო ტვალეტის ქაღალზე და აგერიოთ გული… მე მაინც დავწერ და მაინც ვიტყვი!!!

  11. lela

    სურათი კი საშინელია, მაგრამ რეალობა უფრო საშინელია. სრულიად გეთანხმები. მაგრამ ყველაზე, ყველაზე საძაგლები, მაინც სინდისგაყიდული,შუბლისძარღვგაწყვეტილი და უპრინციპო ჟურნალისტები არიან. როგორ გადარიონ ხალხი უაზრო ინფორმაციით იმაზე არიან გამეცადინებულნი.რაში მაინტერესებს ვინმე ტვინგადატრიალებული რას დაწერს, მაგრამ პოლიტიკაზე ლაპარაკს და სიმართლის თქმას ვერ ბედავენ და საინფორმაციო დრო ხომ უნდა შეავსონ როგორღაც. ამიტომაც, საჭირო რამეებს ვერ ვიგებთ,თორემ გადასარევად ვიცით ”ზანზიბარის ამბები ”. მჯერა, რომ მაგათ არასოდეს დაემსგავსები. მაგალითი შესანიშნავი გაქვს იმისა,თუ როგორი არ უნდა ჟურნალისტიკა და ჟურნალისტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »