შემწვარი კვერცხი კი არა და ვინმეს ახსოვს, სკოლაში რა ისწავლა?

ეს აზრი ირაკლისათვის კვერცხის შეწვის პროცესში ამეკვიატა და სათაურადაც ამიტომ გამოვიტანე. ირაკლი, ანუ მაი ბრაზერ, მე-12 კლასის მოსწავლეა და მოახლოებული ორმაგი გამოცდებისთვის ემზადება. სკოლის 8 და ოთხიც ეროვნულებისა. ანუ ინსტიტუტში მოსახვედრად მას ოთხჯერ მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ვიდრე მე – შორეულ 2005-ში.

ირაკლის, ბუნებრივია, ძალიან ეზარება მეცადინეობა. არადა, თბილისში უნდა ძალიან. მახსოვს, როგორ მტკიცედ გადაწყვიტა, ამ  ერთ წელს სწავლას ტვინს დავასხამო. ირაკლის დაპირებას წყალი შემოდგომაზევე შეუდგა. მეცადინეობს, მაგრამ ზერელედ. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემს ასე ჰგონია. ეს კი ხელს აძლევს, 5 წუთის ინტერვალით ჩასჩიჩინოს, რომ, თუ არ ისწავლის, ინსტიტუტსაც გამოემშვიდობება და თბილისსაც. ირაკლიც თავს ძალას ატანს და აგრძელებს მეცადინეობას. ირწმუნება, რომ ჩართული კომპიუტერი სულაც არ უშლის ხელს. დედაჩემს დიდად არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ ამ დათმობაზე მიდის.

რას აკეთებს უფროსი ძმა? არც არაფერს. მხოლოდ ხანდახან თუ შევახსენებ, რომ დიდია და ჩემი ყვირილი ან ხვეწნა-მუდარა არ სჭირდება. ირაკლიმ იცის, რას და რისთვის აკეთებს და რა შედეგს მიაღწევს, თუკი საფუძვლიანად არ მოემზადება. სათქმელად ადვილია. მაგრამ 12 გამოცდა, თანაც მაშინ, როცა სკოლაში ხეირიანად არ გასწავლიან და აზრზეც არ ხარ, ოდესმე რომ ოდესმე  მოგთხოვენ… ძნელია. არადა, მინდა, ვუთხრა, რომ გამოცდები ყველა უფროსს გამოგვივლია. ერთი გაჭინთვა და ეგ არის.

მართლაც, გამოცდების ჭინთვა დაბადებას გავს: ახალშობილი დიდ ჭინთვასა და ზეწოლას გადის, რომ გაჩნდეს. რა მაგარია! ანუ ვინც ბუნებრივი გზით იბადება, ის გამოცდების ჭინთვასაც თავისით გადის, ვინც საკეისროთი გაჩნდა, ის გამოცდებს ჩააწყობს….. :| არაჰ, არ გამოვა ჩემგან ნათელმხილველი. ისევ ირაკლის გამოცდებს დავუბრუნდე, სჯობია.

თუ ჩავთვლით, ეროვნული გამოცდების გადასალახად მიღებული ცოდნა 45 პროცენტით მაინც უკავშირდება არჩეულ პროფესიას (ფაკულტეტს, მეცნიერებას), მაშინ რამდენი პროცენტი მოდის სკოლის გამოცდებზე? ვინმეს ახსოვს, სკოლაში რა ისწავლა?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “შემწვარი კვერცხი კი არა და ვინმეს ახსოვს, სკოლაში რა ისწავლა?

  1. Pingback: Tweets that mention შემწვარი კვერცხი კი არა და ვინმეს ახსოვს, სკოლაში რა ისწავლა? » Zurriuss.Ge -- Topsy.com

  2. tjorven

    მახსოვს მაგრამ გააჩნია რა საგანში : ) მაგალითად რუსული ენა და ლიტერატურა, გერმანულის ანაბანა, ხაზვა უი მამენტ სულ ესააა ის რასაც მე ვსწავლობდი :D ნუ ქართული ენა და ლიტერატურაც (რამდენადაც ეს ისწავლებოდა) ვცდილობდი მესწავლა მარა ჩემი არჩეული წიგნების კითხვა უფრო მიყვარდა ვიდრე სკოლის ჰაგიოგრაფიული ნაშრომების კრებულისა

    1. zurriuss Post author

      მე ისტორიაზე, გეოგრაფიაზე და ენებზე ვჭედავდი. კლასგარეშე ლიტერატურას ვერ ვიტანდი და, მის ნაცვლად, ისევ ისტორიულ-გეოგრაფიული ენციკლოპედიები მეჭირა :დ

  3. kate alukard

    აი კონკრეტულად რა მახსოვს სკოლიდან ვერაფერს გეტყვი. ახლა მაგდენივე გამოცდა რომ მქონდეს ჩასაბარებელი არ ვიცი რას ვიზავდი :დ

    1. zurriuss Post author

      კარავს გაშლიდი განათლების სამინისტროს წინ :დ

  4. ლინ

    გეოგრაფია :) ქართული ენა. ლიტერატურა მახსოვს მურღულიას გარჩევების წიგნი :D :D

  5. green

    მე საკმაოდ ბევრი რამე მახსოვს. განსაკუთრებით ბევრი მახსოვს ქართული და რუსული ლიტერატურა, მსოფლიოს შუა საუკუნეების ისტორია და დანარჩენი შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც :) ხო, თან სკოლა რომ დავამთავრე, ჩემმა დამ დაიწყო,რაც იმას ნიშნავს რომ მეორედ გავდივარ სკოლას :) მე8 კლასში ვარ უკვე :))

    1. zurriuss Post author

      მერვეკლასელოოოოოო, მერვეკლაააააასელოოო – სიმღერა გამახსენდა :green:

  6. სიყვარულოვნა

    ჩემი დაც აბიტურიენტია, მაგრამ ირაკლისგან განსხვავებით ბეჯითი. კომპიუტერისგან არც კი იხედება და უფროსი დის (ანუ ჩემი) შეძახილი წადი იმეცადინე არ სჭირდება ^_^

    სკოლას რაც შეეხება… ჩემთან ყოველთვის სიმკაცრე იყო, ყოველთვის ითხოვდნენ დავალებას. მთავარია როგორი ჯგუფი, კლასია თორე მასწავლებლები ცდილობენ ხოლმე. უბრალოდ არ არიან იმდენად ძიერები რომ 12–ე კლასელს დავალების შესრულება მოსთხოვონ.

    აი, ჩემი დის კლასში ყველაფერი წესრიგშია. გაკვეთილებიც ტარდება და დავალებებსაც ისე აძლევენ რომ მომზადებაში და გამოცდებისთვის ეხმარებიან. მოკლედ, ინდივიდუალურია ეგ :)

    ხო და წარმატებები ირაკლის :)

    1. zurriuss Post author

      ვაუ, საღოლ!
      ჩემ დროს მაგარი სწავლება იყო თუ მე მასხმევინებდნენ ტვინს ოჯახის წევრები, ვეღარ გამირჩევია.
      წარმატებები შენს დასაც :)

  7. მარი

    მახსოვს როგორ მემუქრებოდა დედაჩემი ინტერნეტის კაბელის გადაჭრით :d კაი რა, არც ისე რთულია ეგ გამოცდები. თუ მანამდეც ნორმალურად სწავლობდა, სულაც არაა აუცილებელი დაჯდეს და 24 საათი მეცადინეობას გადააკვდეს.

    1. zurriuss Post author

      რაც უნდა იყოს, უცებ რომ 8 გამოცდას დაგიბრახუნებენ, ძნელია. თან რამდენიმე წლის მასალა!

  8. Sophie שרה Golden

    რა კარგია სკოლა. მთელი ცხოვრებაა და ყველაზე საკაიფო წლები მანდ მიდის.
    ჩააბარებს შენი ძმა, სად წავა.
    შობას გილოცავ, ზურიუს! რა კარგად თოვს შენს ბლოგზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.