რიკოთი მეწყრის შემდეგ

თბილისი-ქუთაისის მარშრუტით, დაახლოებით, თვეში ერთხელ ვსარგებლობ. წლებია, რაც ერთსა და იმავე გზას მანქანის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფანჯრიდან გავცქერი. ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს. ხოლო ის, რაც დღეს ვნახე, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა და ამიერიდან სამუდამოდ დარჩება.

ვიდეოში, რომელიც შარშან ზამთარში გადავიღე, ჩემ უკან სასაუზმე “რიკოთი” ჩანს.

 

ასე გამოიყურება ეს ადგილი დღეს... აღარ არსებობს არც ერთი შენობა. დარჩა ტირიფი, რომლის ქვეშაც წყარო მოედინებოდა

 

წყლის მიერ ძირგამოთხრილი ტყის კვალი აქაურობას ცხადად ატყვია

 

მეწყერის მოწყვეტის 20-მდე ადგილი ავტობუსის ფანჯრიდან შევამჩნიე. მთებშიც, დაქანებულ ადგილებზე და, განსაკუთრებით, მდინარის სიახლოვეს მიწა ბევრგანაა მოწყვეტილი.

 

ის, რაც ამ ხეებს უკან მოხდა, ადიდებული რიკოთულას ბრალია, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და თავის გზაზე ყველაფერი გადარეცხა.
ამ ხეს, ბევრის მსგავსად, ძირი ფერდობიდან დაშვებულმა ნიაღვარმა გამოუთხარა. რიკოთის გვირაბის შემოვილით გზაზეც შეინიშნება დამეწყრილი ადგილები.
ამ ადგილს ტყე ფარავდა, ახლა კი ჩამოშლილი და წყლისგან დატოვებული მიწაა მოსწორებული.

ბუნებაში მეწყერი ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ, შედეგები ჩვენთვისაა დამანგრეველი. დროთა განმავლობაში, დამეწყრილ ადგილას სიმწვანე აუცილებლად გაიხარებს. მთავარია, ეს ჩვენი სიცოცხლის ფასად არ მოხდეს და ასევე მთავარია, მეწყერიც ჩვენი ახირებების შედეგად არ ჩამოწვეს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “რიკოთი მეწყრის შემდეგ

  1. მოხეტიალე

    მეწყერი კი არის ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ ადამიანებმა არ უნდა შეუწყონ ხელი თავიანთი უგუნურებით.
    ხეები უნდა დავრგოთ, კი არ უნდა გავჩეხოთ. :|

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.