სწორად დასმული აქცენტები

პოსტი პიარსკოლის ბლოგიდან ;)

ამ პოსტში წარმოგიდგენთ კარგ და ცუდ სარეკლამო რგოლებს. უფრო სწორედ, ესთეტიკურ და არაესთეტიკურ რეკლამებს. როგორ შეიძლება ისეთმა წარმატებულმა ფირმამ, როგორიც Toyota-ა, გამოიწვიოს უკმაყოფილება და ისეთმა სკანდალურმა და კონფლიქტურმა თემამ, როგორიც რელიგიაა – თანაგრძნობა და დადებითი ემოცია? საქმე სარეკლამო რგოლშია, რომელიც “ფუთავს” მას და გარკვეული სახით აწვდის მომხმარებელს.

ამ შემთხვევაში Toyota-მ თავისი კამრის 2009 წლის მოდელის ახალ, გარეშე ხმაურის შემამცირებელ ინტერიერზე გაამახვილა ყურადღება. თუ როგორ, ამას ვიდეოში თავად ნახავთ:

როგორც ხედავთ, რეკლამაში ზღვარგადასული აგრესიაა. ჰოლივუდურ ფილმებში, რა თქმა უნდა, ამაზე მეტიც გვინახავს, მაგრამ აქ სრულიად სხვა კონტექსტია. აღნიშნულ ვიდეოში წარმოდგენილია ორი სრულიად საპირისპირო განცდა: ტკივილი და სიამოვნება. როდესაც ქუჩაში ადამიანს კლავენ, მეორე, – პოტენციური მშველელი, – “სნიკერსს” მიირთმევს და სიამოვნებით ტკბება. საერთო ჯამში იქმნება შთაბეჭდილება, რომ Toyota–ს მძღოლი იღებს სიამოვნებას იმისგან, რაც არ ესმის. ამ შემთხვევაში კი მას კაცის მკვლელობის ხმა არ ესმის, რომლის მონაწილეც, ნებით თუ უნებლიედ, თავადაც გახდა.

რიტორიკული კითხვა: ნუთუ Toyota–ს სარეკლამო მენეჯერებს ე.წ. ანტირეკლამით სურდათ, ჩაებეჭდათ ადამიანთა გონებაში ინფორმაცია? შესაძლებელია, ვინაიდან აღნიშნული მეთოდი, სწორი აქცენტების დასმისას, წარმატებით მუშაობს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ძნელი დასაჯერებელია, რამდენად სწორად არის მაგალითი არჩეული (რომ არაფერი ვთქვათ ეთიკასა და ესთეტიკაზე).

მეორე ვიდეო, როგორც ზემოთ ვახსენე, ეხება მსოფლიოს რელიგიებსა და მათს პატივისცემას. დღესღეობით მსოფლიოში კვლავ ხშირია დაპირისპირება რელიგიური ნიშნით. ეს იყო ყოველთვის და ზოგჯერ მას სერიოზულ და მასშტაბურ ომებამდე მივუყვანივართ. როგორ უნდა გავანეიტრალოთ ეს სიტუაცია? როგორ უნდა შევამციროთ აგრესია?

რასაკვირველია, უნდა ვაჩვენოთ ის დადებითი მხარეები და ის მშვენიერება, რაც ყველა რელიგიას თან ახლავს. ის, რაც იზიდავს მის მიმდევრებს. ამასთან ერთად, რაც ყველაზე მთავარია, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს გადამეტებული. ზუსტად ასე მოიქცა საიენტოლოგიური ეკლესია, როცა კლიპი Respect the Religious Beliefs of Others შექმნა:

როგორც თავად ხედავთ, ვიდეოში არ არის არანაირი აგრესია ან რაიმე სახის გამაღიზიანებელი ფაქტი: ყველა მოყვანილი რელიგია წარმოდგენილია ისე, რომ მის მიმართ არანაირი ზიზღის გრძნობა არ ჩნდება. როგორ? ყველა მათგანი დადებითი კუთხით და თანაბრად არის წარმოჩენილი.

ასე რომ, სწორად დასმული აქცენტებს საკითხის სრულიად მოულოდნელი მხრით შემობრუნება და გაცილებით მეტი მოგეიბის მოტანა შეუძლია.  ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

0 thoughts on “სწორად დასმული აქცენტები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.