დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად?

დასვენებას ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამდი, როცა ისვენებ ერთფეროვანი და გადატვირთული ცხოვრებისაგან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს დასვენებასა და გართობას ერთმანეთში ურევენ, თითქოს სინონიმები იყოს. თუ ვამბობ, რომ ზღვაზე დასასვენებლად მივდივარ, რატომ უნდა ნიშნავდეს ეს დისკოთეკებს და ყირაზე გადასვლას? განა ეს დასვენებაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის სხეული ასეთ ვითარებაში ბიოლოგიურად ვერ ისვენებს. ჰოდა, ვინც ზღვაზე “საძიგძიგოდ” მიდის, ბარემ თქვას, გასართობად მივდივარო და სიტყვა “დასვენება” მართლა დაღლილ ხალხს დაგვიტოვოს.

ასე რომ, ამიერიდან გირჩევთ, დააზუსტოთ ხოლმე, დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად. ეს იმიტომ, რომ დასასვენებლად წასულები დასვენებულები და დამშვიდებულები ბრუნდებიან, გასართობად წასულები კი – დაღლილები და მთელი წელი ნერვებზე ათხრილები არიან :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად?

  1. ლიტერატორი

    მე მკვეთრად და ხაზგასმით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, ბავშვობიდან ყოველთვის დასასვენებლად მივდიოდი. :green:
    სკოლაში და უნივერსიტეტის დროს სწავლისგან, გამოცდებისგან ვისვენებდი.
    რაც ვმუშაობ კი შენ კარგად იცი რას ნიშნავს ჩემთვის ერთი დღე დასვენებაც კი. :roll:
    გართობა და დაძაბული რიტმი მთელი წელი მყოფნის თბილისში. ;)

  2. მარი

    დასვენება ჩემთვის ჩემს ნებაზე ყოფნას ნიშნავს. როცა იცი, რომ არანაირი საქმე არ გელოდება და თუ გინდა ყირაზე გადადი ან სულ დაიდზინე. მთავარია ხელის შემშლელი არავინ იყოს.

  3. კატიე

    მეც ყოველთვის პენსიონერული დასვენება მირჩევნია და მკიდია გარშემომყოფების ცხვირაბზუებული კომენტარები რომ სასმელში უნდა ჩავიხრჩო, ხმაურიან უვარგის კლუბებში ვიძიგძიგო, გამოფენაზე ვიარო ვინმეს შესაბმელად (თან რომელი საგამოფენო პარამეტრები მე მაქვს :D) და მერე დავბრუნდე თბილისში ღამენათევი და თვალებდასიებული.

    გმადლობთ. არ მინდა :D

    1. ლიტერატორი

      :lol: ჰო ზუსტად ეგრე ვარ მეც, თან იმას ვერ დავაბრალებ რომ აი დავბერდი და ა.შ. :lol: არა ჯასთ ბავშვობიდან ეგრე ვარ, ჰამაკში და წიგნებში შემეძლო მთელი დღე გამეტარებინა :p :p

  4. Kate

    აუ ერთიც მინდა და მეორეც. ნაცვლად ამისა კი, თბილისში უნდა ვიყო სამსახურში :((((((((((

    ისე კი, ისე ვარ გადაღლილი, მეც დასვენება მინდა. და უპირველეს ყოვლისა კარგად გამოძინება.

  5. კიწი

    მე მივდივარ მართლა დასასვენებლად. იქ არანაირი ხმაური, არც მანქანების დრუხუნი ( :d ) არც ხალხი, მგონი საუბარიც დამავიწყდება :d ჯდომისა და ჭამის მეტს რომ ვერაფერს გააკეთებს კაცი :d

  6. Pingback: ჩაქვი | Zurriuss.Ge

  7. ვეკო

    დასვენებას ხომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.მეც დასვენებას ვუწოდებ თუმცა “სიდკოტეკებს” არ ვიკლებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »