რესტარტი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/022-TSCHAIKOWSKY-FAIRY-DRAZHES-DANCE.mp3|titles=022 TSCHAIKOWSKY – FAIRY DRAZHE’S DANCE]

სულ სხვა რამეზე უნდა დამეწერა პოსტი. უფრო სწორედ, კარგა ხნის წინათ დავიწყე და კიდევ არ დამისრულებია…

რესტარტი, Restart.

ყოველთვის, როცა ბევრი საქმ მაყრია თავს. ბევრი და განსხვავებული საქმე (როგორც ყოველთვის), უკვე აღარ მინდა, ვიფიქრო, რომლით დავიწყო. ასეთ დროს კონცენტრაციას ვერც ერთზე ვერ ვახდენ, ვინაიდან ვფიქრობ, რა დროსაც ერთს ვანდომებ, მეორეს აკლდება.

ჰოდა, ასე უსასრულოდ რომ არ გაგრძელდეს, ტვინს ვარესტარტებ.

როგორ? აი, ასე :)

ძილის დროს ადამიანის ტვინი სულ სხვა რეჟიმში მუშაობს. ნეირონები ფხიზლობისას მიღებულ ინფორმაციას ამუშავებენ და ახარისხებენ, იმისათვის, რომ არ შეიქმნას ე.წ. ქაოსი და ადამიანმაც არ გააფრინოს (ყოველ შემთხვევაში, მე არ გავაფრინო). გულისცემა იკლებს, სხეული დუნდება.

როცა გრძნობ დახუჭული ქუთუთოების თვალებთან შეხების სითოს, მსგავს და ერთობ აღმაფრთოვანებელ მრავალგანზომილებიან ვიზუალს ხედავ. იქ უკვე გონების ნაბიჯებით მოძრაობ, ყოველი მიწიერი კანონის გარეშე.


ჩემთვის თუნდაც ერთი საათი ძილი გახსნილი გოების გარანტიაა. თუმცა ერთი ხერხი მაქვს: რესტარტის ძილის დროს ტანსცმელს არ ვიხდი, რათა სხეულმა მთლიანად არ დაიძინოს, თორემ მერე, შეიძლება, დილამდე არ გამეღვიძოს.

ყველაფერი ეს იმიტომ დავწერე, რომ ახლაც ბევრი სხვდასხვა საქმე მაქვს. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთო ახლა?

რესტარტი! :green:

P.S. ძაალიან მაინტერესებს, თქვენ რა სახის რესტარტს იყენებთ?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “რესტარტი

  1. ვასასი

    მე რესტარტს არ ვიყენებ, ტრაქტორივით ვარ, როგორც მარიტა იტყოდა.. :D

    კი არა, როცა ძალიან ვიღლები, ბევრს დავდივარ (ვსეირნობ რა) და ეგრე გამოვდივარ..

  2. Tomushka

    სხვათაშორის ძილი ძალიან საინტერესო ფენომენია. რეალურად ძილი არ უნდა გვჭირდებოდეს, იმიტომ რომ ენერგის მომხმარება მაინც ხდება, დაახლოებით იგივე რაოდენობით რაც სიფხიზლის დროს. ამიტომ უამრავი თეორია არსებობს თუ რაში გვჭირდება ძილი, და მათ შორის ერთ ერთი ისაა რაც შენ დაწერე.

    მე ვზივარ და ვისვენებ ხოლმე. თუ გამიმართლა და მზეა, მზეზე ვჯდები :) თუ არ გამიმართლა მაშინ სავარძელში და რაიმეს ვუსმენ.

  3. ლილიანი

    ლეონარდოს 4 საათში ერთხელ 15 წუთით ეძინა ხოლმე და შეეძლო გაუჩერებლივ ემუშავა უამრავი საათი მიყოლებით, სცადე შენც! :roll:

    1. zurriuss Post author

      მაგას, ეტყობა, ნათესაობა ტვინს არ უ…ბურღავდა :green:

  4. Natalia

    ჩემი რესტარტი ყავაა : ))

    დღისით ძილი ძალიან მშველის ზოგადად. მაგრამ ისე მიჭირს დაძინება, რომ დაახ. 1 საათს ვანდომებ მარტო ჩაძინებას, ამიტომ ეს მეთოდი გამოვრიცხე უკვე დიდი ხანია :D

    პ.ს რა გჭირს ზურიუს, ამ ბოლო დროს სულ საქმეებში რომ ხარ ჩაფლული ა?

    1. zurriuss Post author

      აგრე იცის ჯიპამააა :)
      ისე, ერთხელ მაინც რომ დამენახო და ლაივში მითხრა, ვინა ხარ, რესტარტი დიდხანს არ დამჭირდება :D

  5. სიყვარულოვნა

    როდესაც ბევრი საქმე მაქვს გასაკეტებელი/სამეცადინო ვიწყებ ტავიდან და რამდენსაც მოვასწრებ მოვასრებ. რომ გადავიწვები ნახევარი საათი წავუძIნეებ და ისევ ვაგრძელებ და საღამოსთვის უკვე მზად მაქვს ყველაფერი =)) ძIლი ყველაზე მაგარი რაღაცააა რააა. ძალიან მიყვაარს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.