ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…
სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?
ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:
- რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
- “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
- “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.
კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.
მიქელანჯელო
კარავაჯო
ელ გრეკო
სინიორელი
რაფაელი
რემბრანტი
ვაიდენი
ფიორენტინო
ტიციანი
…აღარ გავაგრძელებ, იმიტომ, რომ კიდევ უამრავი გამომრჩება (დანარჩენის სანახავად დააჭირეთ აქ). ამ შედევრები სშემხედვარენი, ალბათ, დარწმუნდით, რომ მთავარია ადამიანთა ინოვაციური ბუნება და ყველა მათგანი ბიბლიის ერთ სიუჟეტს სულ სხვანაირად გადმოსცემს, სხვა აქცენტებს დასვამს და სხვა თემატიკას შემოიტანს.
ძალიან კი მრცხვენია (მართლა), მაგრამ სათქმელს ჩემი ორი ნახატით დავამთავრებ. ერთი ასევე “რეპროდუქციაა” The Tiger Lillies–ის სიმღერისა Maria, რომელსაც მე “მერი” დავარქვი, მეორეს კი “ბიბლიოთეკარები” ვუწოდე. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეიქმნათ, რომელი სიმღერის შთაგონებით დავხატე, ესეც თქვენ
[soundcloud url="http://soundcloud.com/zurriuss/the-tiger-lillies-maria"]
ესეც “ბიბლიოთეკარები”




















ნამდვილად არ მეგონა თუ tiger lilies-ს უსმენდი. ჩემთვის აღმოჩენაა ეგ ჯგუფი და მართლა ბევრს ნიშნავს და დადა გამეხარდა!
შენი ნახატები კიდე მიყვარს. გაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სტილი. და გაქვს ნიჭი! გავკარი თავმდაბლობას
არ მიყვარს რო ასე გულთან ახლოს მიგაქვს მსგავსი ცვეტში სისულელეები
. ხოდა მოეშვი. ნუ დაუწყებ პასუხების ძებნას გარეთ. გაცილებით ბევრი რამე შეიძლება იპოვო შენში
ეს პოსტი მომწონს, სწორი გზაა, დაფიქრდე, მოიტანო არგუმენტი, უკუაგდო
.
უფლის არ ვიცი და ხელოვნების გზები კია შეუცნობელი, ხოდა იარე
მაგ გზაზე ყველას კიარ ადგმევინებენ ფეხს
პ.ს. მიქელანჯელო რო ცოცხალი იყოს არ შეიძლება?
ეჰ, ალბათ არ შეიძლება. იმიტომ, რომ არ დავაფასებდით
ბუსხ, მიყვარხარ!
დავაფასებდი კიარა ნატურობას შევთავაზებდი
)))
ხო ვთქვი, კ ჩორტუ თავმდაბლობათქო
)))))))
ვაიმე მიქელანჯელო რა მაგარია ბზშ
ეს ბიბლიოთეკარები ძაააან მომწონს შენი და კიდევ ლექცია:))
ნუ, ჩვენს დაუსრულებელ კარიკატურებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც ყოველდღე იქმნება და რომლებსაც სავარაუდოდ მერე ფასი დაედება (გინდა მხატვრის გამო, გინდაც ზედ გამოსახული რეალური პირების გამო:P)
ლავიუ :P
ერთადერთი შენი ცინიზმი მიყვარს ჩემო ზურიკო, მიყვარს რა და ვიტან :D (ვიტან რა და სხვა რა გზა მაქვს რო?:))) ) :*
თქვენ საქმის არსს სწორად ჩასწვდით, ჯღანცხენ!
mtavaria shen risi daxatva ginda! sxva yvelaferi meore xarisxovania…
დახატე ისე როგორც გეხატინება რას უსმენ სხვებს
nichiero zurius, madloba am saocari naxatebis shekrebistvis. mikelanjelo xo ganumeorebelia. minda erti naxati dagiposto, romelic arc vici visia da mudam maxsendeba gardamoxsnis scenebze, magram ver vdeb ak
http://chap-chap.ucoz.com/_nw/5/39542.jpg
radgan kanonikuria, savaraudod romelime rusi xatmceris iukneba. shen ras ityvi?
კი, ნამდვილად რუსული ხატწერის ტექნიკაა.
აუ რა მაგრა ხატააავ :ჴ
მომწონს ნახატები და გამიხარდა The Tiger Lillies ხსენება ამ პოსტში
)
მისი მოსმენა სტურუას “შობის მეთორმეტე ღამის” მერე დავიწყე. იქ იყო გამოყენებული და ავიკვიატე
კი მართალია ეგ გამოტქმა რო ეს ხო უკვე შექმნილია? მაგრამ იცი რა არის. ჩემი აზრით მონა ლიზას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს და ხედავს. ამაშია განსხვავება.
აუ ზუუუურ ის ნახატი რატო არ მქონდა ნანახი :ო ძაან მაგარია :*:*
)))
ფერადს 
)) :*
ჩემი აზრით პირიქით ძალიანაც საინტერესოა პერსონაჟებს ან მუსიკას რო ხატავ ხოლმე. იმიტომ რომ მეც როცა რამეს ვუსმენ ან ვკითხულობ და ა.შ. ყველა პერსონაჟი ჩემებურად მყავს წარმოდგენილი, ნუ სამწუხაროდ მაგისი დახატვა არ შემიძლია, მაგრამ ძაან მაინტერესებს ხოლმე შენეური ვარიანტი. როგორც წესი ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულია, მარა ეგრეც უნდა იყოს.
ტაკ ძერჟაწ
შენი ნახატები მიყვარს და როცა გავმდიდრდები შეგიკვეთავ და დიდ რამეს დაგახატინებ
იმიტორო ვგიჟდები როცა ნახატს უყურებ, უყურებ და სულ ახალ ახალ რამეებს აღმოაჩენ. მე რო დამხატე იქაც ეგრეა და მიხარია :ბის:
მაშინ რატომ დახატა ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნისა ცალკე ზიჩმა, ცალკე გუდიაშვილმა ცალკე ფეტვიაშვილმა და კიდევ სხვებმა… სხვისას არ იხატავ, შენსას ჰქმნი… სხვისას რომ იხატავდე, ეგ უკვე სხვა საქმე იქნებოდა…
სტურუას შობის მეთორმეტე ღამე და მუსიკა.. ჰომ.. მეცინებასავით.
მართალია არ იცით ვინ ვარ, მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით, რამდენ ადამიანს აქვს დახატული ვარიაციები ერთსა და იმავე თემაზე. მთავარია რამდენად კარგად გამოხატავ საკუთარ ინდივიდუალობას, თუნდაც მილიონჯერ გადამღერებულ რაღაცაში.
ისევ ის ჯობია რაღაც “რაც გეხატვინება” ის დახატო, ვიდრე ხატვა გინდოდეს და ვერ ხატავდე, იმის გამო რო არ იცი უბრალოდ, თეთრ ფურცელს რა უყო.