განახლებადი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

“…ქუთაისში ისტორიაში სამოგზაუროდ ჩამოვედი. შაბათს 9 კლასის 9 წლის დამთავრების ფრიად უცნაური ბანკეტი გვაქვს. მინდა, ყვეფერი გავიხსენო და ყველა თანაკლასელი ხელახლა გავიცნო.” – ჩანაწერი გუშინწინდელი მგზავრობისას.

ქუთაისში ვარ, საქართველოს რიგით მეორე, მნიშვნელობით კი, აგერ უკვე, თითქმის პირველ ქალაქში. გზაში სულ იმას ვფიქრობდი, როგორი დამხვდება იქაურობა. “იქოურობა” კი გვარიანად შეცვლილა. უფრო მეტი განახლებული ქუჩა და ადგილი შემომეგება. თუმცა თავდაპირველი ხედი უცვლელია: საღორია – ხიდი – ხიდი – ჭავჭავაძის გამზირი… და, აი, სადღაც მის ბოლოსკენ ასეთ რამეს აწყდები:

ესეც ქალაქი-ველოდრომი. ის-ის იყო, გავიფიქრე, რომ აქ ველოსიპედს მაინც არავინ გამოიყვანდა, რომ ველოსიპედიანმა ძიამ ჩამიქროლა. ველოსიპედი ძალიან მიყვარს. რამდენიმე თვეში აუცილებლად ვიყიდი, აქ დავტოვებ და მერე ქალაქს სულ მისით მოვივლი. კიდევ ის მესიამოვნა, რომ განახლებულ ტროტუარებს დამმრეცი პანდუსები აქვთ, რაც უნარშეზღუდულებსაც გამოადგებათ.

სანამ ქალაქის დათვალიერებას შევუდგებოდეთ, რამდენიმე სურათი ჩემი სახლიდამ.

ჩემი ჰერბარიუმი, რომელიც 2004-2005 წლებში შევქმენი :)

ესეც ჩემ მიერ მოგროვილი ფანტაზიის გასავარჯიშებელი რამე-რუმეები.

ტაკს… გამოვედით სახლიდან. გაინტერესებთ, სად მდებარეობს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა? ამისთვის ჭავჭავაძის გამზირს უნდა ჩაუყვეთ ბოლომდე, მერე კიდევ იაროთ და წამით შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ თბილისის პირველი გიმნაზიის წინ დგახართ. ეგ არაფერი, ქუთაისში იმ ძეგლის ასლი დგას, ოღონდ მხოლოდ ილიასი.

კიდევ ივლით, ივლით და უცებ, შეიძლება, თქვენც ისე შეტოკდეთ, როგორც მე: ტრიალ მინდორზე თითქმის არაფრიდან ამოზრდილ მინის ნახევარსფეროს დაინახავთ. ეს ის არის :)

სხვათა შორის, ვფიქრობ, ამწე კრანები უხდება. სფინქსებს ჰგვანან :)

პარლამენტის შენობის წინ აუზში მოცურავე ხალხი აქ არავის უკვირს. მართლა ყველა ჩადის :D

ესეც მთავრობის სახლი.

მისგან 30 მეტრში კონტროლის პალატაა.

მის გვერდით – იუსტიციის სახლი, რომლის ადგილას მოსწავლეთა სასახლე იყო. სკოლის პერიოდში საკონფერენციო თემებს მანდ ვაბარებდით ხოლმე.

მთელი ეს მინდორ-ველი 10 წლის წინ თითქმის უკაცრიელი იყო, ახლა კი, ამ პროექტების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვან უბნად გადაიქცევა. ძალიან მინდა, ეს გარემო გაჯანსაღდეს, ბევრი შენობა აიგოს და, ბოლოს და ბოლოს, პოსტსაბჭოური სიცარიელე მოისპოს.

ესეც ქუთაისის სამხატვრო სკოლა. რამდენიმე თვე დავდიოდი აქ და შესვენებებზე არხის დინებას ხიდიდან ვუყურებდი. მალე გაქრება ეს შენობა…

რომ არ დაანგრიონ, ვიცი, რომ ხანდახან, როცა ყველაფრისგან დამალვა მომინდება, აქ მოვალ.

გავაგრძელეთ… თეთრ ხიდს რომ გადაკვეთთ, წინ, ბავშვთა პოლიკლინიკის ნაცვლად, უკვე სასტუმრო Empire დაგხვდებათ.

მარცხნივ პირველი სკოლაა, სადაც ძია აკაკი სწავლობდა. ესეც ახლანდელი თაობა. ადრე აქაურ მოსწავლეებს თავი ყველაზე ძერზკებად მოჰქონდათ. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაა.

ახლა წავიდეთ ცენტრისკენ და ესეც კოლხური შადრევანი, რომელიც, პირადად მე, საკმაოდ ნორმალური მომეჩვენა. ჯერ არ ვიცი, მომწონს თუ არა. თუ შევეჩვევი, ე.ი. მომწონს.

ძალიან ბევრი მიდის მასთან და იღებს სურათს. ტრევის შადრევანი გამახსენდა რატომღაც :)

ესეც სიტუაცია მოედანზე:

მერე, თავი გავატრიალე და ეს დავინახე…

მორჩა, ბაგრატის დაძარი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც გვახსოვს. და არც ისეთი, როგორიც თავდაპირველად იყო.

“მე მიყვარს ქუთაისი. მიყვარს ჩემი ქუჩა, რომელიც ბავშვების ჟრიამულისაგან სულ დაიწრიტა და დაიცალა. მიყვარს ფიროსმანის ქუჩის ხეები, რომლებზეც უამრავი საათი დამიტარებია და ყოველი ჩამოსვლილსას უფრო და უფრო ცოტას რომ ვხედავ. მიყვარს ორივე ვიდეომაგნიტოფონი, რომლებზეც ზაფხულობით “Home Alone”-ს ვუყურებდი.

ფიროსმანზე ჩემი ბებია-ბაბუის თაობა ნელნელა ქრება. აღარც ბავშვები დარბიან და აწიოკებენ სამეზობლოს. აღარც ბურთი გადაუვარდებათ ხოლმე სხვის ეზოში და, შესაბამისად, აღარც მეზობელი დაემუქრებათ ბურთის დაჭრით, რომელსაც არასდროს აასრულებს…” – ჩანაწერი გუშინწინდელი მგზავრობისას.

აი, ასე მიდის და იცვლება ცხოვრება პატარა ქალაქში, რომელშიც ბავშვობა დავტოვე და რომელსაც სულ უფრო ცოტა რამ მახსენებს. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ქალაქი წელში იმართება და დანგრეული საბჭოეთის ბურუსს საბოლოოდ იცილებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რამეზე მაინც გული მწყდება.

ქუთაისი ჩემთვის არა განახლებული, არამედ განახლებადი ქალაქია. მის განახლებამდე ჯერ ბევრი ეტაპი და დროა. იმედი მაქვს, კარგი იქნება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “განახლებადი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

  1. ფიქრო

    ეს შადრევანი არც ისე საშინელებაა, როგორც მოველოდი :) სიამოვნებით წავიდოდი ქუთაისში რამოდენიმე დღეით საფუძვლიანად გადასაღებად

    1. zurriuss Post author

      პრომეთეს მღვიმე და სათაფლია უნდა ნახო შენ. შოკში ვარ! :)

  2. მარი

    აუ, ზუსტად ეგეთი ყვავილი მეც მქონდა ჰერბარიუმში. ოღონდ მე მხოლოდ მცენარეებს ვაგროვებდი. :d ეგ პარლამენტის შენობა კი უცხოპლანეტელების ბაზას ჰგავს, “საიდუმლო მასალებიდან” :d

  3. lana

    უი “ზემლიაკი”ყოფილხარ ზურიუს :) . პარლამენტის შენობა ჯერ არ მინახავს,აკრძალეს კატეგორიულად იმ ტბაში ჩასვლა,მაგრამ ა მ ა ო დ :d ველოსიპედიანი ბიძები და არაბიძები ბევრი ვნახე გუშინწინ საღამოთი შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე.შადრევანს მცირე რაოდენობის ფიგურები,რომ ჰქონდეს ჩემი აზრით უფრო აჯობებდა. ბევრი ქუთაისელისგან მომისმენია რომ “აბანოს” და “კაფელს” ჩამოჰგავსო :d
    მეც იმედი მაქვს რომ უფრო უკეთესი გახდება!

    1. zurriuss Post author

      მოიცა, იმედი გაქვს, რომ შადრევანი უკეთესი გახდება? გაიზრდება და ტანს აიყრის თუ როგორ? :) :) :)

      ზოგადად კი ქალაქი მართლა გამოცოცხლებულია იმასთან შედარებით, რაც იყო ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »