დეტალებია მთავარი ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

ამ პოსტის დაწერა ორჯერ ვცადე: ერთხელ ზაფხულში, როცა ყველაფერი ეს დაიწყო და მეორედ მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ ადგილის ერთ ნაწილზე ფალსიფიცირებული ცემენტი გამოიყენეს.

აღმაშენებლის გამზირის ასე მალე გახსნას იმიტომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

ვერა და ვერ გავითავისე, რომ საქართველო “როლიკებზე” მოსრიალე ლოკოკინაა, რომელსაც ჰგონია, რომ ევროპას ეწევა. ამ ვიდეოს რომ ვიღებდი, მეგონა, აქაურობა 26 მაისამდე მაინც არ გაიხსნებოდა, მაგრამ ეს დღე ნაციონალური კალენდრის “26 მაისს” ანუ 23 დეკემბერს დადგა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირი ფეხით მოვიარე და წარმოდგენა მაქვს, რა როგორ კეთდებოდა.

ჩემი ვარაუდით, განახლებული გამზირის ნამდვილ განახლებამდე კიდევ 6 თვე დარჩა. განა იმიტომ, რომ ახლადაშენებული შენობის ან შეღებილი ფასადების უკან დაუმთავრებელი სიცარიელეა, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ეს ნაგებობები ზედმეტად სწრაფად აიგო და მათს მდგრადობაში ეჭვი მეპარება. ასე გამოიყურება აღმაშენებლის გამზირი 23 ნოემბრის შემდეგ.

სხვათა შორის, ხატვამ ერთი რამ მასწავლა: თუ გინდა, რომ მართლა კარგი რამ გამოგივიდეს, დეტალებს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციო. ვნახოთ:

ეს შენობა ურჩხულის სასახლეს მაგონებდა “ურჩხული და მზეთუნახავიდან”. მთელი შენობა ვერ დავაფიქსირე რატომღაც. გამომრჩა ალბათ, მაგრამ ესეც წავა:

ასე იყო ზაფხულში, დღეს კი ასეთია:

სამაგიეროდ, შესასვლელი კარის გვერდებზე განლაგებული ფიგურების დასრულება დაავიწყდათ.

 

ეს ორი შენობა ზაფხულზე არ არსებობდა და ხელახლა აიგო:

პირველის შედეგი დღეს ასეთია. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამ ფასადური საფარის ღირებულება დაახლოებით 8000 ლარია.

 

მისგან განსხვავებით, მეორე შენობას დამთავრებული ჰქვია, რადგან გახსნის დღიდან ფუნქციონირება დაიწყო. რა და როგორ დაამთავრეს, ეგ სხვა საქმეა.

ბეტონისგან ცუდად შეწებებული ვითომ ქვის ბოძები

ეს სანახაობა წინას გაგრძელებაა

ესე ერთ-ერთი “ბუტიკია”, რომელიც სახელდახელოდ გაიხსნა. თუ კედლების გამოშრობამდე/დასრულებამდე აქაურობას არ აალაგებენ, მეეჭვება, ტანსაცმელს ნესტი არ შეჭამს.

ესეც ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის ჭერი. ფასადი ძველ სტილშია აღდგენილი, ხოლო როცა ძველებურ ფანჯარაში შეიხედავთ და გამოფენილ სარეცხ მანქანებს მოკრავთ თვალს, ბევრს იცინებთ :)

სულ ეს იყო, რაც ამ ხნის განმავლობაში მეთქვა და კიდევ ერთი რამ:

კამერის ობიექტივში და ტელევიზორის ეკრანზე შეიძლება, ყველაფერი იდეალურად ანუ დეტალების გარეშე ჩანდეს, მაგრამ რეალობაში ყველაფერი სხვანაირია, ნაკლებად მატყუარა. მე კი არ მსურს, ჩემი ქალაქის ნახვა სანატრელი მხოლოდ ტელეეკრანზე და ფოტოშოფით დამუშავებულ სუათებზე გამიხდეს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “დეტალებია მთავარი ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

    1. zurriuss Post author

      მადლობა. ტექსტი კი ბანძია, მაგრამ ზედმეტია საერთოდ :green:

  1. ფაიფურის ანგელოზი

    და კიდევ რამდენი რამე ვერ დაატიე ამ პოსტში წარმომიდგენია)) მსგავს თემებზე ხანდახან მეც მინდა ხოლმე რაღაც დავწერო მაგრამ რომ მახსენდება რამდენი რამე უნდა ვაკრიტიკო ვჩერდები,რა აზრი აქვს? მოკლედ და კონკრეტულად:ყველაფერი ბუტაფორიაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »