რელიგიური მრავალფეროვნება National Geographic-ის თვალით

ვულოცავ მათ, ვისაც რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება გაუხარდა. ამიერიდან, შეიძლება ითქვას, თანასწორნი ვხდებით ღვთისა და ურთიერთის წინაშე. კაცმა რომ თქვას, ღვითს თვალში არც მანამდე ვყოვილვართ არისტოკრატიულ ფენებად დაყოფილნი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად მიმაჩნია პატრიარქის შემოთავაზება ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე (რადგან არასდროს მესიმპათიურებოდა იდეა უმცირესობის უფლებების გაზრდისა უმრავლესობის დამცირების ხარჯზე), ახლახან შექმნილი მდგომარეობა, შეგვიძლია, ქართული რელიგიური უმრავლესობისათვის (ჩემი ჩათვლით) ერთგვარ განსაცდელად აღვიქვათ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ქრისტიან ქართველ ერს, მთელი არსებობის მანძილზე, სხვადასხვა ფორმის განსაცდელი ჰქონია, რომელიც წარმატებით გადაულახავს. უმთავრესი, რითაც იგი ამას ახერხებდა, იყო საკუთარი თავის მობილიზება, თავის რწმენასა და შეხედულებებში კარგად გარკვევა, რასაც ჩვენი რელიგია ისედაც გვავალდებულებს. შესაბამისად, არ იცვლება არც ვალდებულებები საკუთარი წრმენის წინაშე, არც ფასეულობები. იცვლება მხოლოდ იურიდიული მდგომარეობა, რომელიც ადამიანის სულიერებაზე, წესით, გავლენას არ უნდა ახდენდეს.

ხოლო მათ, ვინც ჩემს დაწერილში რაიმე ორაზროვნება შეამჩნია, ვურჩევ, ცივი წყალი დალიოს (ან გადაისხას, სურვილისამებრ) და ნახოს ფოტოკოლაჟი, რომელიც National Geographic-ის ალბომებიდან ამოვქექე :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “რელიგიური მრავალფეროვნება National Geographic-ის თვალით

  1. გლეხის ბიჭი

    რა კარგი ფოტოკოლაჟია:))) როგორ იწერ სურათებს მისი გვერდიდან? რამდენიმე სურათი მინდოდა და ვერ გადმოვწერე(რეგისტრაციაც კი გავიარე !) :D
    უკანასკნელ მოვლენებს რაც შეეხება ძალიან ჩამოვრჩი და არ ვიცოდი აქამდე რა ხდებოდა :D

    1. zurriuss Post author

      სურათებს – თვითონ მიგზავნის ნიუსლეთერად. გამოწერილი მაქვს :)
      მოვლენებს რაც შეეხება, ჰოო… ისევ ის კარუსელია ჯერჯერობით. მესამე მსოფლიო ომს ისევ არ დაადგა საშველი :green: :green:

  2. unaamarga

    ყველაზე რაციონალური მოსაზრებაა იმათ შორის რაც ამ დღეების მანძილზე მოვისმინე! სწორედაც, მთავარია ჩვენ თვითონ გავძლიედეთ რწმენაში და იურიდიულ სტატუსებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! იურიდიული სტატუსი კანონის წინაშე წარმოგაჩენს, შენი სულიერება კი – ღმერთის!

    1. zurriuss Post author

      აბსოლუტურად გეთანხმები და, ვფიქრობ, ეს (ჩემი მოკრძალებული აზრით) ბევრ სხვა რელიგიურ კონფესიაზეც ვრცელდება :)

  3. მაია

    ზურა,სტატუსის მინიჭების მომხრე ვიყავი, ამიტომ მადლობა მოლოცვისთვის. ფოტოებიც მშვენიერია მაგრამ თუ საიდუმლო არ არის. რატომ “შემოსწყერი” ტაბულას ბლოგს?>)))

    1. zurriuss Post author

      “შემოსწყერი” შემოწყრომად ანუ უკუგდებად იშიფრება? :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.