რატომ გვჯობნიან ისინი?

istanbul-film-festivali-programi-aciklandi-10-gun-221-film-121282-1

ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ სტამბოლი ყველაფერის ქალაქია. დღესდღეობით კი გეტყვით, რომ სტამბოლი ყველას ქალქია. როგორც წინა პოსტში დავწერე, მას მრავალსახიანი ღმერთი მფარველობს და ყველას იმ იპოსტასით დახვდება, რასაც იქ ეძებს. სტამბოლის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა განსხვავებაა ჩვენ და მათ შორის. მოდით, მივყვეთ პუნქტებად და გამოვარკვიოთ, რატომ გვჯობიან ისინი. გზადაგზა ქაოტურად ჩაგიყრით სტამბოლის ქუჩის ფოტოებს, რომლებიც, ტრადიციულად, ჩემი ტელეფონით გადავიღე.

ისთიქლალის საპნის ბუშტები

ისთიქლალის საპნის ბუშტები

ბიუჯეტი

არ არსებობს დღესდღეობით წარმატებული ფესტივალი, რომელშიც თავდაპირველად ფული არ იხარჯება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება: 1) ადგილს, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის ნაკლებად ასოცირდება კინოინდუსტრიასთან და 2) ისეთ კინონაწარმს, რომელიც არ არის მასობრივ მაყურებელზე გათვლილი. თუ ერთ-ერთი ასეთი ადგილი სტამბოლია (რაც უნდა ორი იმპერიის ყოფილი დედაქალაქი იყოს, კინოინდუსტრიაში, კანთან შედარებით, არც არაფერია), ამავე კატეგორიაში მოვიაზრებთ ბათუმის და/ან თბილისის კინოფესტივალებს.

ძველი სტამბოლის მეორადები

ძველი სტამბოლის მეორადები

მიუხედავად გეოგრაფიული და, გარკვეულწილად, სოციალურ-მენტალიტეტური სიახლოვისა, ჩვენი და მათი დაფინანსების შედარება სასაცილოა. გასგებია, რომ თურქეთი გაცილებით დიდი, მდიდარი და ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე სახელმწიფო, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს ეხება და სახელმწიფო ხელებაწეული გაიძახის „ტურიზმი, ტურიზმი!“, უცნაურია, რატომ სჭირდებათ ფესტივალის მესვეურებს ხვეწნა-მუდარა ნორმალური დაფინანსებისთვის.

ბოსფორის ტურზე

ბოსფორის ტურზე

ბოსფორის ტური იახტიდან

ბოსფორის ტური იახტიდან

რეგიონის ცნობადობის ამაღლება

რახანაც ზემო თავში ვახსენე, ბარემ გავაგრძელებ. თურქეთი ცხოვრობს ტურიზმით, საქართველოს ჯერ მხოლოდ ჰგონია, რომ ამ მხრივ რამე დაიწყო. გაიარ-გამოიარეთ საქართველოს ქალაქებში, შეხედეთ ყველაფერს ისე, თითქოს არაფერი იცით და ნახავთ, როგორ გაგიძნელდებათ, ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში, ელემენტარული ორიენტირებაც კი.

გიულჰანეს ბაღში

გიულჰანეს ბაღში

რას ვაკეთებთ ჩვენს კინოფესტივალებზე? ბათუმის კინოფესტივალი, მაგალითად, ცდილობს, after party აჭარის სხვადასხვა ადგილას მოაწყოს და ამით, ნაწილობრივ, რეგიონის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი. რას აკეთებს ამ მხრივ ბილისის კინოფესტივალი, ჩემთვის უცნობია. სამაგიეროდ, არ დამავიწყდება სტამბოლის კინოფესტივალის ბოსფორის ტური იახტით მენეჯმენტის, პრესისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ვისაც რისი საშუალება აქვს, იმას აკეთებს. ჩვენთან კი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა მეტია, განხორციელება – ნაკლები.

ისთიქლალის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტურისტული მაღაზია.

ისთიქლალის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტურისტული მაღაზია.

სიტკბოებით სავსე მაღაზიებიდან ერთ-ერთი.

სიტკბოებით სავსე მაღაზიებიდან ერთ-ერთი.

ორგანიზება

ეს პუნქტიც, ისევე, როგორც წინა, მიბმულია ფესტივალის ბიუჯეტზე. მაშინ, როცა ფესტივალზე აკრედიტებულებს ყოველდღე (დღეში ორჯერ) მოგვდიოდა წერილები დღის განრიგისა და სპეციალური ღნისძიებების შესახებ, ასეთი რამ ჩვენთან ჯერ კიდევ მოგვარების სტადიაშია. აქვე ვაერთიანებ სტუმრების მოწვევისა და ფილმების ჩამოტანის ხარჯებსაც. როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან მსგავსი აქტივობების მხარდაჭრას მოვალეობის მოხდის ელფერი დაჰკრავს, შეუძლებელია, არ დაფიქრდე, მართლა აინტერესებს ხელისუფლებას ქვეყნის კულტურული ცხოვრების ამაღლება, თუ თავს იტყუებს.

სტამბოლის სთრით არტი. პრაქტიკულად არ არსებობს პირველი სართულის ჟალუზი ან შემოღობვა, რამე რომ არ იყოს მიხატული.

სტამბოლის სთრით არტი. პრაქტიკულად არ არსებობს პირველი სართულის ჟალუზი ან შემოღობვა, რამე რომ არ იყოს მიხატული.

მოკლედ, არ არის კინოფესტივალი ხელწამოსაკრავი საქმე. მით უმეტეს, როცა საქმე უაღრესად ფაქიზ თემას – ტურიზმს, სასარგებლო კავშირებს და კოპროდუქციას ეხება. უბრალოდ, სანამ პრაქტიკულად ამას არ ნახავ, არ იჯერებ. არ იჯერებ, რადგან აქ  ცხოვრობ, ყალბი მოლოდინებით გაჟღენთილ რეალობაში. მერე შენშიც გაიღვიძებს ინტერესი და გაუცნობიერებლად იკითხავ: „რატომ გვჯობნიან ისინი?“

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »