რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

London, Oxford Circus

-Good evening, Sir. Could you tell me the right direction to the Downing Street? – ღამის 4 საათზე ვეკითხები რომელიღაც შენობის დაცვას სადღაც ვესტმინსტერის უბანში.

– It’s over there, – მპასუხობს მკვირცხლად, – Follow this road till The Parliament and turn far left.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პრემიერმინისტრის აპარტამენტებისკენ მივემართები. თან ვფიქრობ, იმ კაცს ამდენი ახსნა როგორ არ დაეზარა. მივაღწიე. არ მეგონა, დაცვა ასე თუ ჩარაზავდა იმ ერთ ციცქნა ქუჩას. გადავწყვიტე, რომ ეს ღირსშესანიშნაობაც ვნახე და ღამის ლონდონში ხეტიალი განვაგრძე.

ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რატომ არიან ისინი ასეთი თავაზიანები და ჩვენ – არა. არადა დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობისა და დახვედრის ინსტიტუტით მოგვაქვს თავი.

ბედნიერი ევროპელი კრიშნაიდები ჩინურ კვარტალში.

ბედნიერი ევროპელი კრიშნაიდები ჩინურ კვარტალში.

რა მოხდება, თუკი იქ ვინმეს:

  • შეხედავ?
  • გაუღიმებ?
  • რაღაც კითხავ?
  • კომპლიმენტს ეტყვი?

იგი ჩვეულებისამებრ:

  • შემოგხედავს.
  • გაგიღიმებს ან ხელს დაგიქნევს.
  • ამომწურავ პასუხს გეტყვის ან მოგიბოდიშებს.
  • მადლობას გეტყვის და კომპლიმენტითვე გიპასუხებს.

საქართველოში კი ჩვეულებისამებრ:

  • თვალებს მოწკურავს და “უისა ჩემეე” სახით შემოგხედავს.
  • გიჟი ეგონები.
  • ახსნა ეზარება და ხელით მიმართულებას გაჩვენებს ან “როგორ არ იცი, შე გოიმო” ტონით გიხსნის.
  • ჰგონია, რომ აბამ და ან გიფრთხის, ან საცემად იწევს.
Manchester hotel

სასტუმროს თანამშრომლები მანჩესტერში.

ლონდონის ქუჩაში

ლონდონის ქუჩაში

აკორდეონისტი ლონდონის პარკში, ბაკინჰემის სასახლესთან, "ამელის" უკრავდა.

აკორდეონისტი ლონდონის პარკში, ბაკინჰემის სასახლესთან, “ამელის” უკრავს.

ტრაფალგარის მოედანს პირველად რომ მივუახლოვდი, უზარმაზარ ჩემოდანს მოვარიხინებდი და ვერც შევხედე, ისე შევასკდი ჩემი მიმართულებით მოსიარულე ქალს. მე ნელსონის ქანდაკებას მივშტერებოდი და, ეტყობა, ისიც სხვაგან იყურებოდა. იმდენი ბოდიში ვუხადეთ ერთმანეთს… მოკლედ, ამ შემთხვევის შედეგად ბრალეულობა ორივემ თანაბრად გავიყავით. ჩვენს რეალობაში კი ორივენი თანაბრად დავწყევლიდით ერთმანეთს, რომ “თვალებში არ იხედება!”

სტოკპორტი

სტოკპორტი

თბილისიდან სპეციალურად წავიღე ბაფთა, კუბოკრული კაშნე და ინგლისური კეპი. მანჩესტერის მარკეტების ქუჩაზე სეირნობისას ჯერ ერთმა მითხრა, რომ კარგად გამოვიყურები, მერე – მეორემ და მესამეს უკვე მე დავასწარი. მერე “გავთმამდი” და ვინც რაღაცას იზომებდა, ყველას რჩეევები დავაყარე – აი, ეს უფრო გიხდებათ, ვიდრე ის წინა-მეთქი და ა.შ. ასე რომ, თუკი ბრიტანეთის ქალაქებში ყურადღებით იქნებით, სრულიად უცნობი ადამიანების მიერ ერთმანეთის მიმართ ნათქვამ კომპლიმენტებს გაიგონებთ.

საქართველო საქართველოში დაბრუნებამდე შევიგრძენი, როცა სტამბული-თბილისის თვითმფრინავში შევედით. ტრადიციულად, ჩვენს ადგილებზე სხვები ისხდნენ. მე ილუმინატორთან მეკუთვნოდა, სადაც ქალი მოკრძალებით იჯდა და იფიცებოდა, სადაც გენებოთ, იქ დავდჯდებიო. შე მამაცხონებულო, შენი ადგილი რომ არ არის, რატომ ჯდები?!! ჩემმა მეგობრებმა კი ერთი ქალი ააყენეს დასაკუთრებული სავარძლიდან, რომელსაც უკანა რიგიდან ქართველი ვაჟკაცი გამოესარჩლა – ქალბატონო, აქ გადმოჯექით და ვინც რამეს გეტყვით, მე გავცემ პასუხსო.

გუშინ ღამით

გუშინ ღამით

პ.ს. გუშინ ღამით, როცა სახლში ფეხით მივსეირნობდი, რამდენჯერმე გამაჩერეს და დამტვრეული ინგლისურით ჩემი წარმომავლობა იკითხეს. როცა მტკიცე ქართულით მივუგე, შეცბნენ და “კაი, ბრატ”-ით შემოიფარგლნენ. საინტერესოა, მართლა უცხოელი რომ აღმოვჩენილიყავი, ისევ “ბრატი” ვიქნებოდი თუ არა.

პ.პ.ს. ესეც ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ღირს ჩვენთვის ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “რატომ ღირს ბრიტანეთის ვიზა ასეთი ძვირი?

  1. ნატალია

    მადლობა სტატისათვის. ბევრ რამეში გეთანხმებით, მაგრამ მთლად მასეთი ანგელოზებიც არ არიან ბრიტანელები და არც ჩვენ ვარტ ასეთი მახინჯები, როგორც თქვენ დახატეთ. ბრიტანეთში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბევრგან მქონდა მათთან ძალიან ახლო შეხება. ზრდილობაც ძირითადად პირობითობა არის ხშირად, ისევე , როგორც აქ. ისეთ მშვიდი და აუღელვებელი სახით ჩაგცემენ ზურგში დანას და გამოგცლიან ფეხქვეშ მიწას, რომ “სერ” და “მილედი” არ გამორჩებათ.
    ნამეტანსაც ნუ იზამთ შეფასებებში.
    ვიზა კიდევ იმიტომ ღირს ძვირი, რომ ყველას უნდა ბრიტაეტში და მინიმუმ ფილტრავენ ასე…არც ჰოლანდიელები არიან უზრდელები, მაგრამ ვიზა 35 ევრო ღირს.

    1. zurriuss Post author

      შენგენის ვიზა ყველა წევრ ქვეყანაში 35 ევრო ღირს.
      ბრიტანეთს რაც შეეხება, ყველაფერი ფარდობითია და ეგ აღარ დამიწერია, ვიგულისხმე ^_^

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »